კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის მოპარვას აბრალებს ტიმბალენდი ლედი გაგას და რომელი ვარსკვლავის ავიაკატასტროფაში დაღუპვამ იმოქმედა დამთრგუნველად მასზე


ჰიპ-ჰოპის გავლენიანი ამერიკელი შემსრულებელი, პროდიუსერი, არანჟირების ექსპერტი და სიმღერების ავტორი, ლეიბლის „მოუზლი მიუზიქ გრუფის“ დამფუძნებელი და პრემია „გრემის“ ორგზის ლაურეატი – ტიმბალენდი თანამედროვეობის უდიდეს მუსიკალურ პროდიუსერად და შემსრულებლად ითვლება. მისმა საავტორო ხელწერამ მნიშვნელოვნად შეცვალა არენბის და რეპის მიმდინარეობები. ის მუშაობს ისეთი დონის ვარსკვლავებთან, როგორებიც არიან: ნელი ფურტადო, ჯასტინ ტიმბერლეიკი და მრავალი სხვა.

ტიმბალენდი იგივე ტიმოთი მოუზლი 1971 წელს, ვირჯინიის შტატის ქალაქ ნორფოლკში დაიბადა. ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის პერიოდში, ტიმი საკუთარ თავს „დიჯეი ტიმის“ უწოდებდა და სკოლის წვეულებებზე ფირფიტებს ატრიალებდა. სახლში სამოყვარულო სინთეზატორ „კასიოზე“ კი, საკუთარ ტრეკებს ქმნიდა. ტიმის მეზობელი და ბავშვობის მეგობარი იყო მისი ელიოტი, რომელიც იმდენად იყო მოხიბლული მისი მიდგომით მუსიკისადმი, რომ მომავალში მასთან თანამშრომლობაზეც კი ფიქრობდა. მოგვიანებით მათ შეუერთდა რეპერი მელვინ ბარკლიფი, სასცენო მეტსახელად „მერი“ და სამეული ნიუ-იორკის შტატში გადაბარგდა. იმ დროისთვის მისი ელიოტი არენბი ტრიო „სისტაში“ მღეროდა. სწორედ მისის მეშვეობით გაიცნო ტიმიმ პროდიუსერი დევანტე სვინგი. მან პირველმა შეამჩნია ტიმის განსხვავებული სტილი და დათანხმდა მასთან თანამშრომლობაზე. სწორედ სვინგმა მოიფიქრა სასცენო ფსევდონიმი ტიმ მოუზლისთვის – იმ დროისთვის პოპულარული სპორტული კედების მარკის სახელწოდება „ტიმბალენდი“. სვინგის მიერ შეკრებილი არტისტების გუნდი „სვინგ მობის“ ლეიბლზე იწერებოდა, ხოლო ტიმი, რეპერობასთან ერთად პროდიუსერობდა და ჯგუფ „სისტას“ პირველი ალმობის რამდენიმე ტრეკი მისი ხელშეწყობით ჩაიწერა.

1995 წელს სვინგის გუნდი დაიშალა, მაგრამ ტიმბალენდმა, მისი ელიოტმა და მერიმ შეინარჩუნეს ურთიერთობა და განაგრძობდნენ მუშაობას. 1996 წელს გამოვიდა რეპერ „ჯინუვაინის“ პირველი სოლო ალბომი, რომელიც „ეპიკ რეკორდსის“ სტუდიაში ჩაიწერა და მთლიანად ტიმბალენდის მიერ იყო პროდიუსირებული, წარმატებული გამოდგა და მისმა გაყიდვებმა რამდენიმე ათეულ ათასს გადააჭარბა. ამის შემდეგ ტიმის და მისის დაუკავშირდა დამწყები შემსრულებელი ალია, რომელიც იმ დროისთვის პირველ ნაბიჯებს დგამდა დიდ სცენაზე. ალიასთან თანამშრომლობით ჩაიწერა ალბომი „უან ინ ე მილიონ“, რომელიც ტიმბალენდის და მისი ელიოტის სავიზიტო ბარათად იქცა. ალბომი მილიონიანი ტირაჟით იყიდებოდა, ხოლო ალია ჰიპ-ჰოპის ახალი სუპერვარსკვლავი გახდა. შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში ტიმბალენდი თანამშრომლობდა არენბის და ჰიპ-ჰოპის აღიარებულ ვარსკვლავებთან – ჯეი ზისთან, დესთნი ჩაილდსთან და სხვებთან. არ ივიწყებდა ასევე თავის ძველ მეგობრებს. მისი პროდიუსერობით მისი ელიოტმა ორი ალბომი ჩაწერა. ნელ-ნელა ტიმბალენდის პოპულარობა იზრდებოდა. 2001 წელს ტიმიმ რამდენიმე რემიქსი გააკეთა „ლიმფ ბიზკიტის“ ალბომისთვის „ოლდ ნიუ სონგს“; ასევე მისი პროდიუსერობით, ბეკის მიერ ჩაიწერა დევიდ ბოუის ცნობილი ჰიტის „დაიმონდ დოგის“ ქავერ-ვერსია, რომელიც ნიკოლ ქიდმანის ფილმ „მულენ რუჟის“ საუნდთრეკში შევიდა. იმავე წელს უნდა გამოსულიყო ტიმბალენდის და მერის საერთო ალბომი „ინდეცენტ ფროფოზალ“, რომლის ბექ-ვოკალი ალიას ეკუთვნოდა, მაგრამ 2001 წლის 25 აგვისტოს პოპვარსკვლავი ტრაგიკულად დაიღუპა ავიაკატასტროფაში. მისმა დაღუპვამ ისე იმოქმედა ტიმზე, რომ რაღაც დროის განმავლობაში მან უარი თქვა მუშაობაზე და საკუთარ თავში ჩაიკეტა.

2003 წელს ტიმბალენდის და ჯასთინ ტიმბერლეიკის პირველი საერთო ჰიტ-სინგლი „ქრაი მი ე რივერ“ იხილა მსმენელმა, რომელმაც ერთ დროს პოპულარული ბოიზ-ბენდის „ენსინქის“ ვოკალისტი ჯასტინ ტიმბერლეიკი მსოფლიო მნიშვნელობის პოპვარსკვლავად აქცია. მომდევნო პერიოდში ტიმბალენდი ბევრს მუშაობდა, მაგრამ „ქრაი მი ე რივერის“ ფონზე, ყველა ტრეკი რომელიც კი მან შექმნა, იკარგებოდა. 2006 წელი ტიმბალენდის კარიერაში წარმატებული გამოდგა. მან ორი ალბომის შექმნაში მიიღო მონაწილეობა, რომლებიც 2006 წლის პოპმუსიკის მთავარ მოვლენად იქცა. ნელი ფურტადოს ალბომი „ლუზ“ და ტიმბერლეიკის „ფიუჩერსექს საუნდ“. ამ ალბომების შექმნის დროს, ტიმიმ თავის სტილს უღალატა და უფრო აქტიურად დაიწყო გამოჩენა, როგორც შემსრულებელმა. მას იხილავთ კლიპებში, რომლებიც გადაღებულია სიმღერებზე, „მენითერ“, „სექსი ბექ“, „მაი ლავ“. იმავე წელს ტიმიმ დუეტი ჩაწერა „ფუსიკეტ დოლსთან“ სიმღერით „ვეით ე მინით“. შთამბეჭდავია იმ მუსიკოსების ჩამონათვალიც, ვისთან ერთადაც მან იმავე 2006 წელს იმუშავა – უიტნი ჰიუსტონი, ფი დიდი, ბიორკი, „50 ცენტი“. გარდა ამისა, მასთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს „დიურან დიურანმა“, მადონამ და „ქოლდფლეიმ“.

2008 წელს ტიმბალენდის პროდიუსერობით შემდეგი შემსრულებლების ალბომები ჩაიწერა – შონ პოლი, ეშლი სიმფსონი, კერი ჰილსონი, კრის კორნელი, ჯენიფერ ჰადსონი, ბასტა რაიმსი, ნიკოლ შერზინგერი და სამანტა ჯეიდი. გარდა ამისა, ტიმბალენდის დახმარებით ჩაიწერა რუსი პოპვარსკვლავის დიმა ბილანის ჰიტური კომპოზიცია – „ბეელივ მი“, რომელმაც 2008 წლის „ევროვიზიის“ კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა. მისი საკუთარი ჰიტი „ეფოლოჯაიზ“ კი, სულაც წლის ჰიტად აღიარეს. ბოლო პერიოდია ტიმბალენდი ბევრს მუშაობს პოპ-სცენის ორ ამომავალ ვარსკვლავთან – კერი ჰილსონთან და ბრიტანული „იქს ფაქტორის“ გამარჯვებულთან ლეონა ლიუისთან.

ამჟამად ტიმი მუშაობს თავის რიგით მესამე სტუდიურ ალბომზე „შოკ ველიუ II“. ალბომის პრეზენტაცია დეკემბრის დასაწყისში იგეგმება და მის ჩაწერაში ტიმის ეხმარებოდნენ – ლედი გაგა, კეტი პერი და ჯასტინ ტიმბერლეიკი. სხვათა შორის, ექსტრავაგანტურ ლედი გაგასთან დაკავშირებით ახლახან სკანდალი აგორდა. ტიმბალენდმა ეს უკანასკნელი საკუთარი სტილის მოპარვაში ამხილა, რასაც ლედი გაგას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. თუ რა ელემენტი მოიპარა ლედი გაგამ ტიმბალენდის სტილიდან, ამის გარკვევას დღემდე უშედეგოდ ცდილობენ ჟურნალისტები. მუსიკის გარდა ტიმბალენდი კინოთიც დაინტერესდა და ახლო მომავალში მას იხილავთ გახმაურებულ და ამერიკაში პოპულარულ სერიალში „ფლეშ ფორვარდი“, სადაც მთავარ როლს ჯოზეფ ფაინსი ასრულებს.


скачать dle 11.3