კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ვერ ახერხებს მაკა ზამბახიძის ქმარი ცოლის მოფერებას და რატომ იკეტება ის ცოლისგან მალულად სამზარეულოში


მაკა ზამბახიძემ ქალური ბედნიერება ორი წლის წინ, ვახო ჭუმბურიძესთან იპოვა. ამ დროს უკვე ორივეს გამოცდილი ჰქონდა ოჯახის პასუხისმგებლობა. მაგრამ, არ ჰქონდათ მთავარი – სიმშვიდე და სიმყუდროვე, რაც ოჯახს ძალიან სჭირდება. ცოლ-ქმარი ერთმანეთს კარგად უგებს და ცდილობენ, ის კომფორტი არ მოაკლდეთ, რაც დღესდღეობით აქვთ.


– როგორია ქმრის როლში ყოფნა, მიუხედავად იმისა, რომ ერთხელ უკვე გქონდა ოჯახი?

– მაკა რომ გამოჩნდა, ცოლს დაშორებული ვიყავი. და მასთან, დავმშვიდდი, ბედნიერება მოვიპოვე. ერთი წელი გავიდა, რაც ჯვარი დავიწერეთ და სულ უფრო მეტ საერთოს ვპოულობთ ერთმანეთთან. ერთნაირი ხასიათი, გემოვნება, აზრები გვაქვს, რაღაცას რომ ვამბობ, უცებ მაკა იტყვის – ზუსტად მეც ამაზე ვფიქრობდიო.

– პირველ შემთხვევაში რატომ არ აგეწყო ურთიერთობა?

– ძალიან სერიოზული მიზეზები იყო, რომლის პატიებაც არ შეიძლება. ასეთი პრინციპი მაქვს – დასანგრევი უნდა დაინგრეს. ისე, ოჯახის შენარჩუნებას, სადაც ცოლ-ქმრის ურთიერთობა ვალდებულების დონეზეა, აზრი არ აქვს. ხუთი წლის გოგონა მყავს, რომელიც ჩემთვის ძალიან ძვირფასია. დაბადებიდან მოყოლებული „მამიკოს გოგოს“ ვეძახი, თან, გოგონები უფრო თბილები არიან მამების მიმართ. ვცდილობ, მაქსიმალური ყურადღება მივაქციო. ამდენად, მასთან ურთიერთობაში არაფერი შეცვლილა. გამიმართლა, რომ ძალიან გონიერია და ყველაფერს ობიექტურად აღიქვამს. ჩვენ ძალიან სერიოზულ თემებზე ვსაუბრობთ და მაკვირვებს, რაც მე არ ვიცი, მან კარგად იცის. ზოგჯერ, შეიძლება, რჩევაც ჰკითხო.

– რა ხდებოდა იმ დროს შენს გულში, სანამ მაკას შეხვდებოდი? ქალების განცდა ქმართან დაშორების შემთხვევაში, თითქმის ერთნაირია, მაგრამ, მამაკაცი რას ფიქრობს და როგორ მოქმედებს ასეთ შემთხვევაში ნაკლებად ვიცით ამაზე. ამიტომ, ძალიან გვაინტერესებს...

– ახლა ისეთი ბედნიერება და კომფორტი მოვიპოვე, რაც ძალიან მჭირდებოდა და ის ტკივილიც დამავიწყდა. რა თქმა უნდა, ის განცდა ხელს მიშლიდა ბევრ რაღაცეებში. იმ შუალედში, სანამ მაკას შევხვდებოდი, მამაკაცი ვარ და, შვებას ბევრ რაღაცეებში ვეძებდი. შეიძლება, რაღაცას მივდებულ-მოვდებულიყავი – კლუბებში, რესტორნებში დავდიოდი. ცოტა არეული ცხოვრება და რეჟიმი მქონდა. ალბათ, ამ ყველაფერს დეპრესია ჰქვია, არ ვიცი. სხვათა შორის, საერთოდ არ ვფიქრობდი, ვინმესთან გამეგრძელებინა ცხოვრება. თითქოს მომეწონა კიდეც, ფრთები რომ გავშალე, მაგრამ ახლა რომ ვფიქრობ, თურმე, სულ ტყუილად ვიყავი ამ აზრზე. ისეთ თავისუფლებას რა ფასი აქვს, თუ გულში და სახლში სიცარიელეა.

– იმ დროს მაკაც დაშორებული იყო ქმარს. ამან რა გავლენა იქონია თქვენს ურთიერთობაზე?

– ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. უპირველესად ადამიანი მაინტერესებდა, დანარჩენი – ჩვენი წარსული მეორეხარისხოვანი იყო. მაკა პოპულარულია როცა ქუჩაში გავდივართ, თორემ სახლში ვერც მიხვდები, ის არის თუ სხვა, იმდენად თავმდაბალი ადამიანია. ამაზე რომ მეფიქრა, მაშინ ვერც მასთან შევქმნიდი ოჯახს. ხანდახან ბევრი ფიქრიც არ არის საჭირო. იმაზე კარგი აღმოჩნდა მასთან ყოფნა, ვიდრე ეს შეყვარებულობის დროს იყო. ერთმანეთს ვხვდებოდით, მაგრამ მთელი დღე და ღამე ერთად არ ვიყავით. ახლა სულ ერთად ვართ. ძალიან გვიყვარს ლაპარაკი, რაღაცეებზე ვსაუბრობთ. პირადად მე, ბევრი პრობლემა მქონდა და მაკა რომ არ ყოფილიყო ჩემ გვერდით, არ ვიცი, რა იქნებოდა, ყველაფერში დამეხმარა. ხანდახან რომ გიჭირს, ელემენტარულად ვიღაცის ნუგეში, გვერდით დგომა გჭირდება. ამ გადასახედიდან მგონია, ორი კი არა, ათი წელია, ერთად ვართ.

– ქალებს წუწუნი გვახასიათებს და ალბათ, არც მაკაა გამონაკლისი.

– ძალიან საყვარელი, თბილი და მოალერსე ცოლია. წიწილას ვეძახი. საერთოდ არ სჩვევია წუწუნი და ეს კაცისთვის ძალიან დიდი შვებაა. არ არის პრეტენზიული. ხანდახან ჩემი სიდედრი ეუბნება – ნუ გაგიჟდიო, რადგან ძალიან გამოხატავს ჩემ მიმართ სიყვარულს. ბევრჯერ უთქვამს, შენზე მეტად არავინ მიყვარსო. მეც იგივეს განვიცდი მის მიმართ.

– როგორ ცხოვრობთ, რა გიჭირთ, გილხინთ, როგორია ქმრის თვალში მაკა ზამბახიძე – მოწესრიგებული თუ მოუწესრიგებელი?

– ზოგს ჰგონია, რადგან მომღერალია, მის ცხოვრებაში ყველაფერი ადვილია. ოჯახში ძირითადად მაკა მუშაობს და სანამ კონცერტზე გავა, იმხელა მომზადება უნდა – ჩაცმა, მაკიაჟი, რომ ძალიან იღლება. ცალკე კონცერტის შემდეგ არის დაძაბულობა. ვინც დილის ათი საათიდან ექვსამდე მუშაობს, დამერწმუნე, ისე არ იღლება, როგორც მაკა. მაკას ბავშვი ძირითადად მის მშობლებთანაა, თუმცა, ფუნქციები გადანაწილებული გვაქვს. დილით, თუ მცალია, სკოლაში მიმყავს. ახალ ბინაში რომ გადავალთ, მაკას მშობლებთან ახლოს ვიქნებით და ბავშვი ხან ჩვენთან იქნება, ხან – მათთან. ისევე, როგორც ჩემი შვილი იქნება ჩვენთან.

– ესე იგი, ცოლის კარგად გესმის?

– ძალიან კარგად მესმის. ვიცი, რა შრომის ფასად უჯდება თითოეული კონცერტი და მაქსიმალურად ვცდილობ, გვერდით დავუდგე, ოჯახზე პასუხისმგებლობა ჩემზე იყოს. მამაკაცი ვარ და არ მიყვარს, ვიღაცას რომ აკისრებ ვალდებულებებს, – ეს შენს თავმოყვარეობაზეც მოქმედებს. ღვთის წყალობით, საწუწუნო არაფერი გვაქვს. მომწონს ოჯახზე ზრუნვა, პროდუქტების ყიდვა. ერთადერთი, სამზარეულოში ტრიალი არ მეხერხება და არც მიყვარს. წყლის ადუღებაც მეზარება, თუმცა, ხანდახან მოწადინებული ვარ. ერთი-ორჯერ რაღაც გავაკეთე ოჯახში. პრეზენტაცია გვქონდა, მთელს ოჯახს მოეწონა. მე და სალომე – მაკას შვილი, შევიკეტეთ სამზარეულოში და თევზით, მაიონეზით, წიწიბურათი გემრიელი კერძი გავაკეთეთ. ბავშვსაც უხაროდა, რომ მეხმარებოდა. მერე ლამაზი სუფრა გავაწყვეთ. რაც შეეხება მოწესრიგებას, იცი, როგორი მოწესრიგებულია? შეიძლება, სახლი არეული იყოს და რომ მიიხედავ, ხუთ წუთში ყველაფერი თავის ადგილზე დევს.

– როცა სახლში მიდიხარ, როგორ ფორმაში გხვდება, ამას თუ აქცევ ყურადღებას?

– სიმართლე გითხრა, მაკა ბუნებრივი, მაკიაჟის გარეშე უფრო მომწონს. ასე უფრო ვეფერები. მაკიაჟით რომ არის ვერ მიეკარები და აკოცებ. ამიტომ, ვცდილობ, დისკომფორტი არ შევუქმნა. ყვითელი ფერის ფუმფულა ხალათი, წინდები და ჩუსტები აცვია. აქედან გამომდინარე, შევარქვი წიწილა. ძალიან საყვარელი შესახედია. რაღაცეებზე ვიცინით, ვმაიმუნობთ. საყვარელი გამონათქვამები აქვს და ძალიან მომწონს, ერთმანეთს მოფერებით სახელებს ვეძახით. ჩემი სიდედრი იტყვის ხოლმე – ამათ „გაუბერეს“, ნეტავ რაზე იცინიანო.

– იცი, როდის რა სჭირდება? ქალებს ხომ ბევრი რაღაც გვინდა?

– ალბათ, არ არსებობს ადამიანი, ახირება რომ არ ჰქონდეს. მაკა საერთოდ არ არის მომთხოვნი. არის შემთხვევები, როცა წუხს, ახლა რა ჩავიცვა, ეს იქ მეცვა, ეს – აქ... მგონი, ყველა ასეა. კონცერტზე ერთსა და იმავეს არ იცვამენ. მე მეკითხება ხოლმე, სად რა ეცვა, იმიტომ რომ, მე უფრო მახსოვს. არ არსებობს, რაღაც ახალი შეიძინოს და მე არ ვიცოდე. თუ მე არ ვიცი, რატიმ მაინც იცის. მამაკაცის აზრს ყოველთვის ითვალისწინებს. ისე არაფერს ყიდულობს. არ მახსოვს, მარტოს რამე ეყიდოს. ოთხი მაღაზია აქვს ამორჩეული და რამე ახალს რომ მიიღებენ, უპირველესად მაკას ურეკავენ. ფასს არ უყურებს, მთავარია, მოეწონოს და მოირგოს. თუ ძვირიანია, რა თქმა უნდა, ფიზიკურად ვერ შეძლებს მის შეძენას. ამ მაღაზიებიდან ერთია ისეთი, სადაც მამაკაცებისთვისაც იყიდება ტანსაცმელი და ჩემთვის იქ ვიძენ.

– ასეთი მომხიბვლელი ცოლი რომ გყავს, არ გეშინია, ვიღაცამ თვალი დაადგას და...

– ნამდვილად ვერ შევეგუები იმას, რომ ჩემი ცოლი არ მოსწონდეთ. თუ მამაკაცმა თვალი არ გააყოლა, ესე იგი, რაღაც ნაკლი აქვს. პირიქით, მსიამოვნებს, რომ ბევრს მოსწონს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სხვა შანსი არ აქვთ. იმას არ ვამბობ, რომ ყველაზე უკეთესი ვარ-მეთქი, მაგრამ, აბსოლუტურად არ მეშინია, საერთოდ არ მაქვს იმის კომპლექსი და განცდა, რომ შეიძლება მისი თავი ვიღაცამ წამართვას. არ ვართ იმ ასაკში, რომ რაღაც შეგვეშალოს. ამ წლის გეგმაში გვაქვს და ძალიან მინდა, რომ შვილი გვყავდეს. თუმცა, არ მინდა, ამის გამო სიმღერას თავი დაანებოს, პირიქით, მინდა, რომ თავის საქმეში ძალიან წარმატებული იყოს.


скачать dle 11.3