კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სვით მაყვლის ფოთლების ჩაი

ყველა სახის მაყვლის ნაყოფი იჭმევა. ის შეიცავს 10 პროცენტამდე შაქარს; 1,8 პროცენტამდე პექტინოვან ნივთიერებებს, 1,5 პროცენტამდე ლიმონის მჟავას, A და C ვიტამინებს.

მაყვალი გამოიყენება შემკვრელ საშუალებად კუჭაშლილობის დროს, ასევე, კუჭ-ნაწლავის კატარის დროს და კუჭში სისხლჩაქცევისას. 4 ჩაის კოვზ წვრილად დაჭრილ ფოთოლს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ ცოტა ხნით. ეს ნაყენიც უებარია ზემოთ ხსენებული დაავადებების დროს.

მაყვლის ჩაი კი შემდეგნაირად მზადდება: ახლად შეგროვებული მაყვლის ნედლი ფოთლები კარგად გარეცხეთ, მოათავსეთ ჭურჭელში და თავზე კარგად დაახურეთ. ასე დატოვეთ, ვიდრე ფოთოლი არ გაშავდება. შემდეგ ჰაერზე გაახმეთ. ასეთნაირად ფერმენტირებული ფოთლების ჩაი იძენს განსაკუთრებულ არომატს და გემოს. ჩაი ჩვეულებრივ დააყენეთ დაფხვნილი ფოთლებით და ცხელი წყლით.

მაყვალი უძველესი დროიდან გამოიყენება ქართულ ხალხურ მედიცინაში.

მკურნალობის მიზნით გამოიყენება მაყვლის ფოთლები, მწიფე ნაყოფი და ფესვები.

აიღეთ 2 სუფრის კოვზი მაყვლის წვრილად დაჭრილი ფოთლები, დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, დააყოვნეთ ერთი საათით, შემდეგ გაწურეთ და სვით დღის განმავლობაში. ამავე მიზნით შეიძლება გამოიყენოთ მაყვლის ფესვების ნახარში, როგორც ოფლის მომგვრელი და კუჭის შემკვრელი საშუალება. ნედლ, დანაყილ ფოთლებს კი იდებენ ტროპიკულ წყლულებზე და სხვა ძნელად შესახორცებელ იარებზე.


скачать dle 11.3