სტაფილოს სასარგებლო თვისებები
სტაფილო სხვა ბოსტნეულისგან გამოირჩევა კალიუმის მარილების შემცველობით, ეს უკანასკნელი კი აუცილებელია გულის, სისხლძარღვებისა და თირკმელების დაავადებების დროს.
თუ სტაფილოს ხშირად მიირთმევთ, პირის ღრუში მავნე მიკრობების რაოდენობა მნივშნელოვნად მცირდება.
სტაფილოს გამოყენება რეკომენდებულია ბევრი დაავადების დროს. სამკურნალოდ კი უპირატესობა ენიჭება ნატურალურ პროდუქტს ან ახალგამოწურულ წვენს. მისი ჭამა არ არის რეკომენდებული წვრილი ნაწლავის ანთების, კუჭის წყლულის გაღიზიანებისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადების დროს.
სტაფილო კარგია სურდოს დროს. მისი წვენი ცხვირში ჩაიწვეთეთ დღეში 6-7-ჯერ. ასევე, სურდოს დროს სტაფილოს ახალგამოწურულ წვენსა და მცენარეულ ზეთს, 1:1 თანაფარდობით, დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ნივრის წვენი, კარგად აურიეთ ერთმანეთში და ჩაიწვეთეთ ცხვირში, დღეში რამდენჯერმე.
ანგინის დროს ყელში გამოსავლებად სტაფილოს წვენს შეურიეთ ცხელ წყალში გახსნილი ნატურალური თაფლი. ყელის ტკივილის ან ხველის დროს კარგია სტაფილოს წვენის სიროფის დალევა.
ღრძილების ანთებისა და სტომატიტის დროს პირის ღრუში ივლეთ სტაფილოს ახლად გამოწურული წვენი.
მიოკარდიუმის ინფარქტის დროს პირველივე დღეებიდან სვით სტაფილოს წვენი, 100 მილილიტრი, დღეში 2-3-ჯერ. ის კაროტინის საბადოა და ამ დროს დადებითი ეფექტი აქვს.
სექსუალური უძლურების დროს, პოტენციის ასამაღლებლად კარგია სტაფილოს წვენისა და თაფლის ნარევის მიღება. ერთი სადილის კოვზი ნარევი მიიღეთ ჭამამდე, დღეში 4-ჯერ. ამ დროს ასევე გამოიყენება სტაფილოს თესლიც. კერძოდ, მისი დაფქული თესლისგან მოამზადეთ ნაყენი და მიიღეთ 100 გრამი 3-ჯერ დღეში.
ზედმეტი წონის დასაკლებად რეკომენდებულია სტაფილოს ჭამა კომბოსტოსთან ერთად. ეს ორივე ბოსტნეული იოდს შეიცავს.
ბუასილისა და კუჭში შეკრულობის დროს ძილის წინ მიიღეთ ერთი ჩაის ჭიქა გახეხილი სტაფილო. სტაფილოს წვენი ბავშვებისთვისაც კარგი სასაქმებელი საშუალებაა.