კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ნასამ“ ზემაღალი ხილვადობის მზის გამოსახულება წარადგინა


ამერიკის შეერთებულ შტატებში „ნასას“ გოდარდის სახელობის ცენტრში საზეიმო ვითარებაში პირველად წარმოადგინეს ზემაღალი ხილვადობის მზის გამოსახულება, რომელიც მიღებული იქნა SDO (Solan Dynamic Observatory) აპარატით.

სადგური SDO, რომლის მასა 3 100 კილოგრამია, გეოსტაციონარულ ორბიტაზე 2010 წლის 11 თებერვალს გაიყვანეს. აპარატი განკუთვნილია ვიწრო სპექტრალურ არეებში მაღალი კუთხური და, რაც მთავარია, დროითი ხილვადობის მქონე მზის გამოსახულების მისაღებად.

SDO აპარატით მიღებული მზის გამოსახულების პირველი თანმიმდევრობის ანალიზს დრო დასჭირდება. ჯერჯერობით, მათ, შეიძლება, მხოლოდ „განსაცვიფრებელი“ და „მომაჯადოებელი ვუწოდოთ“.

გეგმის თანახმად, SDO დოკუმენტურად აღნუსხავს მზეზე მიმდინარე პროცესებს ხუთი წლის განმავლობაში. ამ დროში სწავლულები იმედოვნებენ, მიიღონ პასუხები მრავალ კითხვაზე, მათ შორის, თუ რა გავლენას ახდენს მზის აქტივობა ჩვენს პლანეტაზე.

მეცნიერები დიდ იმედებს ამყარებენ SDO-ზე. ექსპერტების აზრით, მზის დინამიკის ობსერვატორიამ, შეიძლება რევოლუცია მოახდინოს ჰელიოფიზიკაში, დაახლოებით იმგვარად, როგორც ეს ტელესკოპმა „ჰუბლემ“ – ასტრონომიაში და კოსმოლოგიაში.


скачать dle 11.3