კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დედამიწაზე სიცოცხლის უძველესი ფორმა წყნარ ოკეანეში იპოვეს


საერთაშორისო სამეცნიერო ექსპედიციამ სულ ახლახან აღმოაჩინა სიცოცხლის უძველესი ფორმა, რომელიც დედამიწაზე გამქრალად ითვლებოდა. ეს არის მიკრობები, რომლებიც აზოტით სუნთქავენ. ამ მიკრობების გიგანტური ველების სერია ლათინური ამერიკის დასავლეთით, წყნარ ოკეანეში დიდ სიღრმეზე მდებარეობს.

ამ ცოცხალ ორგანიზმებამდე, რომლებიც წყლის მასის დიდი წნევის ქვეშ იმყოფებიან, მზის სინათლე ვერ აღწევს. ისინი იკვებებიან ოკეანის წყალში არსებული სულფიდებით და სუნთქავენ აზოტით.

როგორც ექსპედიციის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, ჩილელმა პროფესორმა ვიქტორ გალარდომ განაცხადა – „ლაპარაკია ცოცხალი ორგანიზმების ისეთ ფორმებზე, რომლებიც დედამიწაზე არსებობდნენ დაახლოებით 3 მილიარდი წლის წინათ და შემორჩნენ დღემდე“. მიკროორგანიზმების კოლონიები იმ ეკოსისტემების მსგავსია, რომლებიც დედამიწაზე 2,5 მილიარდიდან 650 მილიონამდე წლის წინა პერიოდში არსებობდნენ.

თავის მხრივ, კანადელმა პროფესორმა რონ ოდორმა განაცხადა, რომ „მიკრობებს დღეისთვის ცნობილი სიცოცხლის ფორმებიდან ყველაზე ძველი დნმ აქვთ“.

ექსპედიციაში, რომელმაც წყალქვეშა მიკრობული ველები ეკვადორის, პერუსა და ჩილეს სანაპიროებთან აღმოაჩინა და მიიღო სახელწოდება – „ზღვის ცხოვრების აღწერა“, მუშაობდა 80 ქვეყნის 2 ათასი სწავლული. მათი ამოცანა სწორედ ზღვის ცხოველებისა და ორგანიზმების ახალი სახეობების მოძებნა იყო. პროექტი ათი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და 2010 წლის ნოემბერში დამთავრდება.

ზღვის ბიომასის 50-90 პროცენტს მიკრობები შეადგენენ. მათი შესწავლა გვეხმარება, გამოვავლინოთ ოკეანეების განვითარების, მათ შორის, კლიმატთან და გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებული ტენდენციები.

ცოცხალი ორგანიზმების უმსხვილესი პოპულაციების რიცხვში შედის ოკეანის ფსკერზე განლაგებული კოლონიები, რომლებიც მრავალუჯრედიანი გიგანტური ბაქტერიებისგან შედგება. ისინი გრეხილი მაკარონებივით გამოიყურებიან.

მსოფლიო ოკეანეში შეიძლება არსებობდეს ბაქტერიების დაახლოებით მილიარდი სახეობა. მიკროორგანიზმებს ყველგან პოულობენ: 150 გრადუს ცელსიუსის ტემპერატურის მქონე გეიზერებშიც, ზღვის ფსკერზეც 1 626 მეტრ სიღრმეზე და წყლის კლდეებზეც.


скачать dle 11.3