გია მურღულიას კოლექციიდან
***
ქურდი შევიდა სახლში და ასუფთავებს. უცბად ხმა ესმის:
– ალაჰი ყველაფერს ხედავს!
გაშეშდა. დაათვალიერა ყველაფერი, მაგრამ ვერავინ შენიშნა. დამშვიდდა და გააგრელა თავისი საქმე.
– ალაჰი ყველაფერს ხედავს!
გაგიჟდა ქურდი. უცბად შენიშნა გალიაში თუთიყუში. გაეცინა და ეკითხება:
– შენ რა გქვია?
– მუხამედი.
– რომელმა კრეტინმა დაგარქვა მუჰამედი?
– აი, ვინც ბულტერიერს ალაჰი დაარქვა, იმან.
***
– მიხო, ი ქალი ცოლად აღარ მოგყამს?
– არა, სიფილისი ჰქონია.
– რა იცი.
– თვითონ მითხრა, ისეთ სიყვარულს გაჩუქებ, მთელი ცხოვრება გემახსოვრებაო.
***
სვანი ეუბნება მეგობარს:
– რა კარგი თბილი ქუდი გახურავს, რისი ბეწვია?
– აი, ის, დამავიწყდა, წყალში რომ დაცურავს.
– კატერი?
***
ორი მეგობარი საუბრობს:
– ჩემი ბიჭი სულ იმას მეკითხება, ბავშვები საიდან ჩნდებიანო.
– ბუნებრივია, აინტერესებს.
– ჰო, მაგრამ სამი წელია, რაც ცოლი მოიყვანა...
***
სინათლე გვირაბის ბოლოს გამორთულია დავალიანების გამო.
***
– ძალიანაც ნორმალური პულსი გაქვთ. – ეუბნება ექიმი პაციენტს.
– ექიმო, მეორე ხელზე გამისინჯეთ, ეს პროთეზია.
***
თუკი თქვენ ღირსება დაკარგეთ, ისეთი სახე მიიღეთ, თითქოს ის თქვენი არ იყო.
***
ჩვენ ყველანი სიღარიბის ზღვარზე ვდგავართ, ოღონდ.... სხვადასხვა მხარეს.
***
– გაიგეთ, ჩვენი გუნდის ფორვარდს თავის მოკვლა უცდია.
– მერე?
– არაფერი, როგორც ყოველთვის – ააცილა.
***
გოგონა მირბის დედასთან.
– დედიკო! თივებში შიშვლები არიან!
– ნუ ღელავ, გენაცვალოს დედა, ალბათ ვიღაც ველურები იქნებიან...
– ჰო, ქალი ველურია, აი, მამა კი ჩვენია!
***
ცოლი კურორტზე მიდის და ქმარს ეკითხება:
– აბა, მითხარი, რა ჩამოგიტანო?
– რაც გინდა, ახლა ყველაფერს მკურნალობენ.
***
შვილი ეკითხება მამას:
– მამი, რა არის ფული?
მამა მეოცნებე ხმით:
– ფული, შვილო, ეს არის მანქანა, კონიაკი, ლამაზი ქალები...
– და ფული თუ არ გაქვს?
– მაშინ – ტრამვაი, ჩაი და დედაშენი...