ანეგდოტები
***
ექიმი შედის ბანკში‚ ჩეკზე ხელი უნდა მოაწეროს და ჯიბიდან იღებს რექტალურ თერმომეტრს. ცდილობს, დაწეროს და მიხვდება‚ რომ ეს ავტოკალამი არ არის.
– ჯანდაბა! რომელმა ტ...მა ჩაყლაპა ჩემი კალამი?
***
– გადათარგმნე ინგლისურ ენაზე: „ცოლმა და სიდედრმა ბავშვები აგარაკზე წაიყვანეს“.
– YES!
***
ტიპი ავარიაში მოყვა და ექიმს უყვება:
დროდადრო გონებას ვკარგავდი‚ მაგრამ, აზრზე მოვდიოდი თუ არა‚ შიმშილს ვგრძნობდი და ფეხებზე მციოდა. ამით ვხვდებოდი‚ რომ ცოცხალი ვარ.
– ეს როგორ?
– მკვდარი რომ ვყოფილიყავი ან სამოთხეში მოვხვდებოდი‚ ან – ჯოჯოხეთში. სამოთხეში შიმშილს ნამდვილად ვერ ვიგრძნობდი, ჯოჯოხეთში კი ფეხებზე ნაღდად არ შემცივდებოდა.
***
ხანში შესული კაცი სახლში მივიდა და ცოლს ეუბნება:
– აბა‚ უცბად გაიხადე‚ სწრაფად და – საწოლში! უკვე ვეღარ ვითმენ!
– რაა? როგორ თუ გავიხადო? სამი წელია‚ ასეთი რამ აღარ ყოფილა. აღარც კი მიფიქრია... – აფუსფუსდა გაოცებული ბებია...
– ჩქარა გაიხადე და გარწმუნებ‚ ნამდვილ სექსს გაჩვენებ!
– ახლავე‚ ამ წუთას?
– გაიხადე? მზად ხარ? უჰ!.. საპირველაპრილოდ ძლივს არ მოვატყუე ერთი ადამიანი?!