კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა სტერეოტიპს დაანგრევდა დათუნა სულიკაშვილი, ქართველი ქალის ადგილას რომ ყოფილიყო

დათუნა სულიკაშვილი ქალებს პროფესიამ დააკავშირა. წესით, მათი კარგად უნდა ესმოდეს და „ქალის ტყავში“ შესვლაც არ უნდა გასჭირვებოდა.  მასთან საუბრისას გავარკვიე, რომ ქართველი ქალები, არცთუ ისე სახარბიელო მდგომარეობაში ვყოფილვართ და ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს საბრძოლველი, ჩვენი უფლებების მოსაპოვებლად. რაც შეეხება იმას, როგორი ქალი იქნებოდა დათუნა თავად, ამ კითხვაზე, დიზაინერი თვითონ გაგვცემს პასუხს.

დათუნა სულიკაშვილი: ქალების მართლა ძალიან კარგად მესმის და ისიც ვიცი, რა უნდათ მათ. რა სჭირდებათ, იმისთვის, რომ ბედნიერები იყვნენ. იმაზე კარგადაც კი მესმის, ვიდრე მათ თავად წარმოუდგენიათ. გამოხედვა, მიმიკები, მზერა, ეს ყველაფერი ძალიან ბევრის მთქმელია. ვაღიარებ, რომ ეს ცოდნა პროფესიამ განაპირობა. ქალებთან მუშაობამ მასწავლა, მათი ენა.

– და როგორები არიან ისინი... ქალები?

– (იცინის) ძალიან საინტერესოები. ზოგჯერ არაადეკვატურები და არაპროგნოზირებადები, მაგრამ მაინც საუკეთესო ქმნილებები სამყაროში.

– ხომ შეიძლებოდა, შენც დაბადებულიყავი ქალად?

– მე ეს ვერ წარმომიდგენია, მაგრამ ალბათობა ყოველთვის არსებობს. ამიტომ, ალბათ, შეიძლებოდა. თუმცა, მე აბსოლუტურად მაკმაყოფილებს ის, რომ მამაკაცი ვარ.

– ანუ, არ გინდა ქალობა იმიტომ, რომ უფრო ადვილია იყო მამაკაცი...

– საქმე ის, არ არის, ქალობაა უფრო ადვილი, თუ მამაკაცობა. თუ რომელიმე მამაკაცი ამბობს, კიდევ კარგი, რომ ქალად არ დავიბადეო, ჩემი აზრით, ის სუსტი მამაკაცია. მას ეშინია ქალების და ქალობის. მე ეს არასოდეს მითქვამს. უბრალოდ ვამბობ, კმაყოფილი ვარ, იმის, როგორიც დავიბადე-მეთქი.

– ანუ ქალებს პრობლემები არა აქვთ?

– როგორ არა აქვთ. მით უმეტეს, საქართველოში. ევროპელ ქალებთან შედარებით, ძალიან ცუდ პირობებში ცხოვრობენ და ძალიან უუფლებოებიც არიან. ეს მარტო ჩემი აზრი არ არის. ბევრი დამეთანხმება, რომ ქართველი ქალი, უსარგებლო სტერეოტიპების ჩარჩოებშია მოქცეული. ნაკლები უფლებებიც აქვს და პასუხისმგებლობასაც მეტად სთხოვენ. შეიძლება ამიტომაც არის, რომ საქართველოში დაბადებულ მამაკაცებს, არ უნდებათ ქალობა. ევროპაში სხვა მდგომარეობაა.

– ევროპელ მამაკაცებს უნდებათ ქალობა?

– არა. ევროპელი ქალების მდგომარეობაა უკეთესი. ქართველი ქალის ადგილას რომ ვიყო, ყველაფერს გავაკეთებდი, იმ სტერეოტიპის დასანგრევად, რომელიც მას შეუქმნეს.

– რა სტერეოტიპზე ლაპარაკობ?

– იმაზე, რომ ქალს არაფერი ეპატიება, კაცს კი ყველაფერი. აბსოლუტურად გაუგებარია ჩემთვის ასეთი დაყოფა. რატომ აქვს მნიშვნელობა სქესს. თუ ვინმეს რამე უნდა ეპატიოს, რა მნიშვნელობა აქვს, ქალმა დააშავა, თუ მამაკაცმა. მგონი, ეს მარტო ქართველებს ახასიათებთ. ნორმალური ის არის, როცა უფლება-მოვალეობები თანაბრად არის განაწილებული. როცა შვილების წინაშე ორივე ერთნაირად არის ვალდებული და პასუხისმგებელი. როცა ერთგულება ორივეს თანაბრად მოეთხოვება. მე მამაკაცი ვარ და ამიტომ შეიძლება, ერთხელ მაინც გიღალატო, რა ლოგიკაა. მე ეს არ მესმის. ქალიც და მამაკაციც აბსოლუტურად თანასწორია.

– როგორ ფიქრობ, ღალატზე ღალატით უნდა უპასუხოს ქალმა?

– ჩემი აზრით, ეს ძალიან ბანალურია და ღირსეული ქალი, ასე არასოდეს იქცევა. მით უმეტეს, რომ ეს არ არის გამოსავალი. თუმცა, ქალს ეს შეუძლია. იმიტომ, რომ ის თავისუფალია თავის არჩევანში.

– წარმოიდგინე, რომ ერთ დღეს ყველაფერი გაიგე, რასაც ქალები ფიქრობენ...

– არ იქნება ცუდი. მე არ მიმაჩნია, რომ ქალები და მამაკაცები სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობენ. ერთმანეთს რომ გავუგოთ, სურვილია საჭირო. სისულელეა, იმის თქმა, რომ მამაკაცები და ქალები ერთმანეთს მხოლოდ იმიტომ ვერ უგებენ, რომ განსხვავებული სქესის არიან. მთავარია, ერთმანეთის გულებამდე მისასვლელი გზები ვიპოვოთ.

– ამბობენ, რომ ქალს უფრო სასტიკი შურისძიება შეუძლია, ვიდრე მამაკაცს.

– არც ამის მჯერა. ესეც ადამიანის ხასიათიდან გამომდინარეობს. თუ მამაკაცი მოინდომებს შურისძიებას, სისასტიკეში ქალს არაფრით ჩამოუვარდება. გამიგია კიდეც, საშინელებები რომ ჩაუდენიათ. შესაძლოა, განსხვავებული მეთოდები ჰქონდეთ, მაგრამ ეს საქმის არსს არ ცვლის.

– როგორც მივხვდი, გენდერული თანასწორობის მომხრე ხარ.

– აუცილებლად. ყველაფერში ვართ თანასწორები და არ მომწონს, ქართველი მამაკაცის დამოკიდებულება ქალის მიმართ. საშინელებაა, მე თუ მკითხავთ. რატომ? იმიტომ, რომ არსებობს, რაღაც სულელური, დაუწერელი კანონები, რომლებიც განსაზღვრავს საქართველოში ქალის და მამაკაცის ურთიერთობას. ქალზეა ოჯახის ტვირთის დიდი ნაწილი აკიდებული და მამაკაცი თავს მაინც რაინდობაზე დებს. სადღეგრძელოებში კი, ყველაფერი დალაგებულია, მაგრამ რეალობა, ნამდვილად არ არის ქალებისთვის სახარბიელო.

– როგორი ქალები გაღიზიანებენ?

– სულელი. საშინელებაა სულელი ქალი. კიდევ ისეთი, რომელიც სხვა პიროვნებას თამაშობს, სინამდვილეში კი სხვანაირია. მე ასეთ ადამიანებს, მოგონილებს ვეძახი და კაციც რომ იყოს ასეთი, მასთან ვერ შევძლებ ურთიერთობას. წარმოიდგინეთ, ადამიანი თვითონ რომ გამოიგონებს საკუთარ პიროვნებას და ცდილობს, დაგიმტკიცოს, ასეთი ვარო. ვერ ვიტან ასეთებს. მე მაშინვე ვხვდები, როდის არის ადამიანი ბუნებრივი და როდის თამაშობს. ერთი შეხედვაც მყოფნის ამისთვის. მინდა გითხრათ, რომ ქალები უფრო ხშირად თამაშობენ.

– რატომ?

– პასუხი მარტივია. იმიტომ, რომ მამაკაცებს თავი მოაწონონ. თამაში ქალებს უფრო სჭირდებათ, ვიდრე მამაკაცებს.

– მამაკაცები წუწუნებენ, რომ ქალებს ბევრ სისულელეს პატიობენ გარეგნობის გამო და ამით კარიერასაც ადვილად იკეთებენო.

– არა მგონია. უბრალოდ ქალი უფრო მიზანდასახულია და უფრო მყარად დგას მიწაზე. უფრო ჯიუტიც არის. არ გაჩერდება, არ დაიღლება, ოღონდ თავისი გაიტანოს. ყველა საშუალებას მიმართავს და ამიტომაც აღწევს მიზანს, მამაკაცზე ხშირად. ასე რომ, ნუ შურთ. მამაკაცი ქალთან შედარებით უფრო დაბნეულიც არის და უფრო...

– ზარმაციც.

– დიახ. უფრო ზარმაციც.

– მაშინ რატომ არის მამაკაცი აღიარებული სამყაროს ძლიერ ნახევრად?

– იმიტომ რომ, ეს მითი დიდი ხნის წინ შეიქმნა და მისი დღესაც სჯერათ მამაკაცებს. შეიძლება ფიზიკური ძალის გამო მოხდა, რომ ძლიერებად შევირაცხეთ. თორემ, თუ ისტორიას გადავხედავთ, ყველაზე მძიმე პერიოდები ქალებს გადაჰქონდათ საკუთარ მხრებზე.

– მამაკაცები ჩვენ გვაბრალებთ იმას, რომ სამოთხეში აღარ ცხოვრობთ.

– მე არ მივეკუთვნები ასეთ მამაკაცთა რიცხვს. სამოთხესთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ არ არის ყველაფერი გარკვეული. მთავარი დამნაშავე იყო გველი და არა ევა, რომელმაც ვერ სძლია ინტერესს და ადამსაც გადასდო ეს ინტერესი.

– ისე, ევა რომ არა, დიზაინერებს საქმე არ გექნებოდათ. ადამიანი დღესაც შიშველი ივლიდა.

– ამიტომაც ძალიან მადლიერი ვარ ევასი. (იცინის)

– როგორ ფიქრობ, ქალად რომ დაბადებულიყავი, მაინც დიზაინერი იქნებოდი, თუ მოდელი?

– არც დიზაინერი ვიქნებოდი და არც მოდელი. ახლა ასე ვფიქრობ და რეალურად რა იქნებოდა, არ ვიცი. ქალებს კი ვურჩევ, იბრძოლონ თავიანთი უფლებებისთვის. ნუ აძლევენ მამაკაცებს იმის უფლებას, რომ მათი ცხოვრება აკონტროლონ.

ნინო წულუკიძე


скачать dle 11.3