კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბრიტანეთის უმდიდრესი ადამიანები კვლავაც მდიდრდებიან


გაზეთმა „სანდი თაიმსმა“ ბრიტანეთის უმდიდრეს ადამიანთა ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა. მისი პირველი სამეული წინა წლის შემდეგ არ შეცვლილა. რეიტინგში პირველი კვლავაც წარმოშობით ინდოელი ბიზნესმენი ლაქშმი მიტალია, მეორე – რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი, მესამე კი – ვენსმინსტერის მეექვსე ჰერცოგი ჯერალდ კავენდიშ გროვენორი. ერთადერთი ცვლილება, რომელიც მათ შეეხო, ის არის, რომ ისინი კიდევ უფრო მდიდრები გახდნენ: „სანდი თაიმსის“ მონაცემებით, ლაქშმი მიტალის ქონება ამჟამად 34,4 მილიარდი დოლარია. მას ბევრად ჩამორჩება რომან აბრამოვიჩი თავისი 11,4 მილიარდით, ვენსმინსტერის მეექვსე ჰერცოგი ამჟამად მხოლოდ 10,3 მილიარდ დოლარს ფლობს. როგორც გამოცემა აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ახლა იწყებს რეცესიიდან გამოსვლას, უმდიდრეს ბრიტანელთა ქონება ჯამში 30 პროცენტით გაიზარდა. ეს ყველაზე სერიოზული ზრდაა ბოლო 21 წლის განმავლობაში, ანუ, მას შემდეგ, რაც გაზეთმა „სანდი თაიმსმა“ უმდიდრესთა რეიტინგის შედგენა დაიწყო. ბრიტანული გამოცემა ამ ზრდას საფონდო ბირჟაზე გაუმჯობესებულ მდგომარეობასა და უძრავი ქონების ღირებულების სერიოზულ მატებას უკავშირებს. 2009 წელს ბრიტანეთში 43 მილიარდერი იყო, ამჟამად კი – 53-ია.


скачать dle 11.3