კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს


კითხვა: მყავს ავტომობილი „ოპელ-ასტრა„, 2001 წლის. ერთხელაც, სიჩქარის შეცვლისას, მოდების („ცეპლენიის“) პედალი ჩავარდა და სიჩქარეებში ჩაგდება შეუძლებელი გახდა. მითხრეს, რომ ტროსი გაწყდებოდაო. შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ ჩემი ავტმობილის მოდებას ტროსი საერთოდ არ ჰქონია. რა შეიძლებოდა ყოფილიყო მისი ჩავარდნის მიზეზი?

პასუხი: ამ წლის „ოპელებს“ ეგრეთ წოდებული, „ვიჟიმნოი პაჩებნიკის“ მოქმედებაში მომყვანი ჰიდრავლიკური სისტემა აქვთ, რომლის დანიშნულებაა, „პედალზე“ დაწოლისას გათიშოს მოდება და სიჩქარის გადართვის საშუალება მოგვცეს. ეს სისტემა განთავსებულია სიჩქარეთა კოლოფსა და ძრავას შორის. ის საკმაოდ სუსტია და მწყობრიდან იოლად გამოდის. მთელი უბედურება ისაა, რომ სხვა ავტომობილებისგან განსხვავებით, ამ დეტალის შესაცვლელად ძრავა და სიჩქარეთა კოლოფი ერთმანეთს უნდა დავაშოროთ.

კითხვა: გთხოვთ, აღგვიწეროთ „ჰონდა სიარვის“ მართვის ავტომატური და მექანიკური გადართვის მოდელები. რომელია უკეთესი და რა უპირატესობა აქვს?

პასუხი: ვიტყოდი, რომ „ჰონდა სიარვის“ ავტომატური კოლოფი ყველაზე სუსტი ნაწილია „ჰონდას“ ისტორიაში, მიუხედავად იმისა, რომ ის ბევრი სხვა მწარმოებლის მიერ გამოყენებულ ავტომატურ კოლოფებს ჯობია. მაგრამ, სანამ ის მწყობრიდან გამოვა, იდეალურად ანაწილებს ბრუნვას. თუმცა, მწყობრიდან მალე გამოდის. ძალიან ფაქიზ მოპყრობას ითხოვს და შესაკეთებლადაც რთულია. რაც შეეხება მექანიკურ კოლოფს, მისი მწყობრიდან გამოყვანა პრაქტიკულად, შეუძლებელია.

კითხვა: მყავს „ოპელ ვექტრა“, 1.4-იანი ძრავით, 1993 წლის, რომელიც რატომღაც ძალიან ბევრ საწვავს მოიხმარს. არადა, ანოტაციაში უწერია, რომ ას კილომეტრზე 5 ლიტრ საწვავს უნდა წვავდეს. იქნებ, მირჩიოთ, რა მოვიმოქმედო?

პასუხი: „ოპელ ვექტრამ“ ას კილომეტრზე ხუთი ლიტრი საწვავი რომ იმყოფინოს, ეს შესაძლებელია, მხოლოდ ერთ შემთხვევაში _ თუ გამუდმებით შევინარჩუნებთ ოთხმოც კილომეტრ სიჩქარეს საათში, იქნება მეხუთე სიჩქარეში და ნაკლებად ვაწვალებთ აქსელერაციის, ანუ „გაზის“ „პედალს“ – იგულისხმება ფეხის მკვეთრად აღება და მიდგმა. ქალაქის პირობებში კი რვა-ცხრა ლიტრი საწვავის მოხმარება ნორმალურია. ჩვენს პირობებში ძალიან დაბალი სიჩქარით გვიწევს სიარული, რაც გაცილებით მეტი საწვავის მოხმარებას მოითხოვს.


скачать dle 11.3