მალდინის ციხე ემუქრება
იტალიური ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდა პაოლო მალდინი სერიოზულ შარშია გახვეული. იტალიის საგადასახადო სამსახური მას შემოსავლების დამალვასა და გადასახადების გადაუხდელობაში ედავება. ამ საქმესთან დაკავშირებით, მილანის პოლიციამ როგორც პაოლო, ისე მისი ცოლი დაჰკითხა. პრესისთვის კომენტარი კი მოგვიანებით ფეხბურთელის ადვოკატმა გააკეთა.
„ვაღიარებ, რომ მალდინის საქმეში პატარ-პატარა შეცდომები არის, მაგრამ არა ისეთი, დავის დაწყებად ღირდეს. არ მგონია, მორიგება არ მოხდეს. პაოლო მზად არის, დანაკლისი აანაზღაუროს“, – ასეთია ადვოკატის განცხადება.
იტალიური მედია კი წერს, რომ მალდინის საქმეში რამდენიმე მილიონ ევროზეა საუბარი და დიდი შანსია, პაოლო ციხეში გამოამწყვდიონო.