ბექჰემი ისევ პირველია
ამერიკულმა ჟურნალმა „ფორბსმა“ მსოფლიო ფეხბურთელთა რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელიც მოთამაშეების შემოსავლებზე მეტყველებს. როგორც მოსალოდნელი იყო, პირველ ადგილზე კვლავ დევიდ ბექჰემია, რომელიც წლიურად 40 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. ინგლისის ნაკრების ნახევარმცველის ძირითადი შემოსავლები „ადიდასთან“, „მოტოროლასთან“ და „ჯორჯო არმანისთან“ გაფორმებულ კონტრაქტებზე მოდის. იმის გათვალისწინებით, რომ ეს კონტრაქტები რამდენიმე წელს კიდევ იმოქმედებს, ბექჰემს კონკურენტი, ალბათ, არ გამოუჩნდება.
მეორე მხრივ, დევიდის შემდეგ უმდიდრესად კრიშტიანუ რონალდუა დასახელებული. პორტუგალიელის შემოსავალი 30 მილიონ დოლარს ითვლის და თუ რონალდუმ თამაში სტაბილურად განაგრძო, ეგებ ბექჰემის ჰეგემონია დაამხოს.