კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფეხბურთის სამი ვარსკვლავი, რომელთა სატრანსფერო ღირებულება 150 მილიონ დოლარზე მეტია, შეიძლება ციხეში გამოამწყვდიონ


რამდენიმე დღის წინ, უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ განაცხადა, ვწუხვარ, მაგრამ, ჩემი ქვეყნის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატების შანსი პრაქტიკულად არ აქვსო.

„საფრანგეთს ჰყავს ძლიერი ფეხბურთელები, მაგრამ არ ჰყავს ისეთი დონის შემსრულებლები და ლიდერები, როგორიც, მაგალითად, თავის დროზე მე ვიყავი, ბოლოს კი – ზინედინ ზიდანი. მსოფლიოს ჩემპიონატს ინგლისის, ესპანეთისა და ბრაზილიის ნაკრებების სახით სამი გამოკვეთილი ფავორიტი ჰყავს, საფრანგეთი კი მეორეხარისხოვანია. მუნდიალზე ღირსეულად რომ გამოვიდეთ, მთავარია, იქამდე მაინც ისე მივიდეთ, რომ ფეხბურთელები რაიმე სკანდალში არ გაეხვიონ და ამით დამატებითი ფსიქოლოგიური პრობლემები არ შეექმნათ“, – განაცხადა პლატინიმ – ლეგენდარულმა ფრანგმა, ალბათ, ეჭვით იცოდა, რომ ევროპული პრესა რაღაცას ქექავდა.

ევროპული პრესა კი მართლაც ქექავდა და ისეთ რამეს მიაგნო, ფრანგები ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც რომ ვერ ნახავდნენ: საფრანგეთის ნაკრების სამ ვარსკვლავს – მადრიდის „რეალის“ ფორვარდს, კარიმ ბენზემას, მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველს, ფრენკ რიბერისა და „ლიონის“ თავდამსხმელს, სიდნი გოვუს, ციხე ელით. ჟურნალისტებმა მაროკოელი გოგო გამოჩხრიკეს, რომელმაც სიხარულით უამბო მედიას, თუ როგორ ერთობოდა ის ამ სამეულთან და როგორ დაფრინავდა მიუნხენში, ლიონსა და მადრიდში მხოლოდ იმიტომ, რომ ფეხბურთელებთან ერთი ღამე გაეტარებინა. გარდა გზის ხარჯებისა, გოგონას, რომელსაც ზაია დეარი ჰქვია, ფეხბურთელები სოლიდური „ჯამაგირითაც“ ანებივრებდნენ და თითო ჩასვლაზე ორიდან სამი ათას ევრომდე სჩუქნიდნენ.

„პირველად რიბერი გავიცანი. მას ძალიან მოვეწონე და ტელეფონის ნომერი გამომართვა. მერე კი, როცა დამირეკა და შევხვდი, მითხრა, თუ სურვილი გაქვს, რეკომენდაციას ჩემს მეგობრებთანაც გაგიწევო. რა თქმა უნდა, დავთანხმდი. ჯერ ერთი, ეს ჩემი სამსახურია და, მეორეც – ფეხბურთი ყოველთვის მიყვარდა. ახლაც თამამად შემიძლია, განვაცხადო, რომ რიბერიც, ბენზემაც და გოვუც სიგიჟემდე მიყვარს. უკვე ორი წელია, მათ ვხვდები და, ასე მგონია, ეს დაუსრულებლად გაგრძელდება“, – განაცხადა ზაიამ.

ყველაზე საინტერესოც ამ განცხადების შემდეგ დაიწყო. გოგონამ აღიარა, რომ ახლა 18 წლის არის, ანუ ორი წლის წინ 16 წლის იქნებოდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ფეხბურთელებს ურთიერთობა არასრულწლოვანთან ჰქონდათ, რაც კანონით ისჯება და თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ფეხბურთელებმა გადაწყვიტეს, ყველაფერი მშვიდად და აურზაურის გარეშე ჩაეფარცხათ, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა – პირველივე დაკითხვის შემდეგ უკვე მთელმა ევროპამ იცოდა, რომ სამეულს ბრალი ედება და, დიდი ალბათობით, შესაძლოა, ციხეშიც გამოამწყვდიონ. ამის შემდეგ რიბერი იძულებული გახდა, პრესის წინაშე წარმდგარიყო და ყველაფერი მოეთხრო.

„დამნაშავე არ ვარ, რადგან, არ ვიცოდი, თუ გოგონა არასრულწლოვანი იყო. მე შესაბამისი ფირმის მომსახურებით ვისარგებლე, ანუ, ქალი გამოვიძახე, რომელიც ადგილამდე დაცვამ მოაცილა. ორი საათის შემდეგ ის უკან წაიყვანეს, მე კი ტელეფონი გამოვართვი. დარწმუნებული ვიყავი, რომ ის სრულწლოვანი იყო, რადგან ასეთ სამსახურებში აყვანისას გოგონებს პირველ ყოვლისა ასაკს ეკითხებიან და, მგონი, კლიენტი არ არის ვალდებული, ასაკი თავად არკვიოს“, – განაცხადა რიბერმა.

ბენზემა და გოვუ პრესას ემალებიან, თუმცა, სასამართლოს წინაშე ისინიც წარდგნენ და დაადასტურეს, რომ ზაიასთან ურთიერთობა ჰქონდათ და ამ გოგონას მათთან რეკომენდაცია რიბერმა გაუწია, ისინიც ადასტურებენ, რომ ზაიას ასაკის შესახებ მათ არაფერი იცოდნენ. პრინციპში, გოვუსა და ბენზემას შეუძლიათ, მშვიდად იყვნენ, მათ მეგობარი გოგონები ჰყავთ და ამ ამბავს, ფეხბურთელების მილიონების ხათრით, როგორმე, გადაიტანენ, მაგრამ, რიბერი შავ დღეშია – მას ცოლი და ორი შვილი ჰყავს და თავისი მეორე ნახევრისთვის ასახსნელი აქვს, ორი წელი რატომ ღალატობდა. თანაც, რიბერის ცოლი უბრალო ვინმე არ გეგონოთ – ვაჰიბა ბელჰამი მუსლიმანია, ქმარიც თავის სარწმუნოებაზე გადაიყვანა და მისი ძმებიც მუდმივად იმას იმეორებენ, სიძით ვამაყობთ, მაგრამ, თუ ჩვენს დაიკოს გააბრაზებს, არ ვაპატიებთო. ჰოდა, ახლა რიბერის მართლმსაჯულებაზე მეტად ცოლის ძმების შურისძიების ეშინია. ამას გარდა, თუ ვაჰიბა გადაწყვეტს და რიბერის დაშორდება, ქონების გაყოფის შემდეგ, მსოფლიოში ერთ-ერთ უმდიდრეს ქალად იქცევა. ჟურნალისტები უფრო შორსაც მიდიან და ამბობენ, რომ თუ ვაჰიბას გაყრა აქვს გადაწყვეტილი, ზაფხულამდე მოიცდის. ზაფხულში რიბერიმ გუნდი უნდა გამოიცვალოს და, სავარაუდოდ, მადრიდის „რეალს“ უნდა მიაშუროს, სადაც ახალი, ბევრად გაუმჯობესებული კონტრაქტი ექნება და ვაჰიბა სწორედ იმ კონტრაქტის წილში ჩაუჯდება.

არ გეგონოთ, რომ არასრულწლოვნებთან ურთიერთობაში ფრანგები პირველი მერცხლები არიან. სხვადასხვა დროს ამის გამო არაერთი ვარსკვლავი გახვეულა შარში და მათგან ყველაზე გამოსარჩევები, ბრაზილიელები – რონალდო და რონალდინიო არიან. რონალდინიომ ეს პრობლემა მალე მოაგვარა, რადგან, თურმე, როცა გოგონა სააბაზანოში შევიდა, მან მისი საბუთები ნახა და როგორც კი შეიტყო, რომ ქალი არასრულწლოვანი იყო, მაშინვე დაემშვიდობა. გოგონამ ხმაური ატეხა, რონალდინიოსთან ურთიერთობა მოვასწარი და მერე გამომაგდოო, მაგრამ ექსპერტიზამ ფეხბურთელის უდანაშაულობა დაამტკიცა.

რონალდოს რაც შეეხება, გოგონამ პირველი ღამის შემდეგ უთხრა, არასრულწლოვანი ვარო და ფეხბურთელმა ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა. ორი თვის შემდეგ კი გოგონამ კომპენსაციის სახით ორი მილიონი მოითხოვა, რაზეც უარი მიიღო და სასამართლოში იჩივლა. „კიჭას“ მაშინ ჯარიმა აკმარეს და ასი ათასი გადაახდევინეს, თუმცა ეს ყველაფერი მას ცოლთან დაშორებად დაუჯდა. არადა, დანიელა ჩიკარელისთან ფეხბურთელს ჯვარი ორი კვირის დაწერილი ჰქონდა და ჯვრისწერისთვის მან საფრანგეთის ერთ-ერთი ციხესიმაგრე შეარჩია, რომლის ქირაობაც ორი მილიონი დაუჯდა, თავად ცერემონია კიდევ ორი მილიონი, გაყრის შემდეგ დანიელას ფეშქაშად ექვსი მილიონიც გაატანა.

ძალიან დიდი ალბათობით, ფრანგი ფეხბურთელები მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებენ და, ეგებ, სოლიდური ჯარიმებითაც გამოძვრნენ, მაგრამ, თუ სასამართლო მოინდომებს, სამივე მათგანს, რომელთა საერთო სატრანსფერო ღირებულება 150 მილიონ დოლარს აჭარბებს, ციხეში გამოამწყვდევს.


скачать dle 11.3