კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ „გადავივადოთ“ სიბერე


თანამედროვე ესთეტიკური მედიცინა საშუალებას გვაძლევს, არა მარტო შევინარჩუნოთ ახალგაზრდობა, არამედ გამოვასწოროთ ჩვენი გარეგნული ნაკლი ან მოვახდინოთ მისი კორექტირება. ამისთვის კი მაღალკვალიფიციური სპეციალისტია საჭირო.

ცელულიტისგან თავის დასაღწევად, შესაბამისი კვების პარალელურად უნდა გავიკეთოთ თერმაჟი, ანუ რადიოტალღური ლიფტინგი. პროცედურა შეიძლება ჩატარდეს ერთჯერადად ან 3-5-ჯერ.

შედეგი: 6 თვის შემდეგ.

ეფექტი: 5-დან 7 წლამდე.

მეზოთერაპია გლუვს ხდის „ფორთოხლისებრ“ კანს, აქრობს წვრილ ნაწიბურებს, კორექტირებას უკეთებს კანის ასაკობრივ ცვლილებებს (მოდუნებას, ნაოჭებს), ატენიანებს და ელასტიკურს ხდის მას. ამ მეთოდის საფუძველია კანში ბიოლოგიურად აქტიური ინგრედიენტების შეყვანა. ინიექციას აკეთებენ ნემსით, მეზოროლით (უამრავი წვრილი და მოკლე ნემსით დაფარული ცილინდრით) ან ელექტროპოციით.

შედეგი: პროცედურების კურსის დამთავრებისთანავე.

ეფექტი: დამხმარე პროცედურების ჩატარების შემთხვეაში – 1 წელი.

ინიექცია – ბუტოლოტოქსინის ინიექცია აქრობს ან ამცირებს მიმიკურ ნაოჭებს (ძირითადად – სახეზე), ასწორებს ეგრეთ წოდებულ „ბატის კანს“, კურნავს ოფლიანობას (იღლიებში, ხელისგულებზე).

შედეგი: 3-დან მაქსიმუმ 14 დღემდე.

ეფექტი: 3-დან 6 თვემდე.

პილინგი – ფოტოდაბერების გარეგნული გამოვლინება ძალიან ჰგავს კანის ჩვეულებრივ დაბერებას (ნაოჭები, პიგმენტაცია, კანის მოდუნება, გამოშრობა, მორუხო ფერი).

პილინგი არსებობს სამგვარი: ზედაპირული, შუალედური და ღრმა. ის იყოფა მექანიკურ (ჩვეულებრივი სკრაბი), ფერმენტულ (მათი გამოყენება შეიძლება, როგორც შინაურ პირობებში, ისე პროფესიული მოვლის დროს), მჟავურ, ულტრაბგერით და ლაზერულ (მისი გაკეთება დასაშვებია მხოლოდ კლინიკაში) მეთოდებად. პილინგი აშორებს პიგმენტურ ლაქებს, წვრილ ნაოჭებს, ატენიანებს კანს, აღადგენს მის ელასტიკურობას.

პროცედურის ჩატარების შემდეგ საჭიროა სპეციალური მოვლა.

შედეგი: ზედაპირული პილინგის შემდეგ – მაშინვე; შუალედური და ღრმა პილინგის შემდეგ – მხოლოდ კანის აღდგენის შემდეგ.

ეფექტი: 1-2 წელი.

ფოტოგაახალგაზრდავება – ეს არის დერმის ღრმა შრეებზე ლაზერით ზემოქმედება და მიმართულია კანის ასაკობრივი ცვლილებების გამოსასწორებლად. პროცედურა აახალგაზრდავებს და კუმშავს „ჩამოკიდებულ“ კანს, აქრობს პიგმენტურ ლაქებს და ავიწროებს ფორებს.

შედეგი: პროცედურების კურსის დასრულებისთანავე.

ეფექტი: 1-დან 2 წლამდე.

P. S. ნებისმიერი მეთოდის შერჩევისას, ცხადია, უნდა მოაწესრიგოთ თქვენი კვების რეჟიმი, შეარჩიოთ სათანადო რაციონი და აუცილებლად, თუნდაც ძალიან მსუბუქად, მაგრამ, უნდა დაიწყოთ ვარჯიში.


скачать dle 11.3