კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ იწყება სმენის დაქვეითება ასაკის მატებასთან ერთად


სმენის დაქვეითებას ბევრი დაავადება იწვევს. სმენის თანდათან დაქვეითებას კი ადამიანი პროგრესულ სიყრუემდე მიჰყავს.

სრული სიყრუე არის როგორც თანდაყოლილი, ასევე შეძენილიც. თანდაყოლილი სიყრუის მიზეზი შეიძლება იყოს მემკვიდრეობითი, ორსულობის პერიოდში გადატანილი ინფექციები, მიღებული მედიკამენტები და ასე შემდეგ. სრული სიყრუე კი შეიძლება გამოიწვიოს ვირუსულმა ინფექციამ, დიდმა ხმაურმა, ოტოტოქსიკურმა პრეპარატებმა და ასე შემდეგ. სხვათა შორის, სიყრუეს ყბაყურაც იწვევს.

არსებობს ისეთი გაურკვეველი ეტიოლოგიის დაავადებაც, რომელიც უეცარი სიყრუის, ანუ მწვავე ნევრიტის სახელით არის ცნობილი. კერძოდ, არის შემთხვევები, როცა ადამიანი ჯანმრთელი იძინებს, გამოღვიძების დროს კი ამჩნევს, რომ სმენა მკვეთრად დაქვეითებულია. ამ დროს შიგნითა ყურში სმენის ნერვის ნეიროეპითელზე ნერვის დაბოლოებები კვდომას იწყებს და სრული სიყრუეც კი შეიძლება, განვითარდეს.

ბავშვებში სმენის დაქვეითების მიზეზი ხდება ოტოტოქსიკური პრეპარატები ან დედის ორსულობის პერიოდში მიმდინარე დარღვევები. ასევე, გადატანილი ინფექციები – ყბაყურა, ქუნთრუშა, წითელა, მენინგიტი და სხვა.

ასაკის მატებას თან ახლავს სმენის დაქვეითება. ამას ფიზიოლოგიური სმენის დაქვეითება ეწოდება, რომელიც სმენის ნერვზე ასაკობრივი ცვლილებებისა და ნეიროეპითელის კვდომის გამო ვითარდება. სხვათა შორის, ამ დროს სმენის სრული აღდგენა შეუძლებელია, მაგრამ სიყრუის შეჩერება – შესაძლებელი.

ნაწილობრივი სმენის დაქვეითება ბევრი სახის შეიძლება იყოს, მაგალითად, ჩირქოვანი ანთების შემდგომი, ტრავმების შემდგომი, ოტოსკლეროზით გამოწვეული, ცხვირით სუნთქვის დარღვევის შედეგი და ასე შემდეგ. სრული სიყრუე კი ყოველთვის სმენის ნერვის პათოლოგიის შედეგია.

სმენის ნერვის ნერვული დაბოლოებები ძალიან მგრძნობიარე და სუსტია. მასზე ადვილად მოქმედებს ყველა ოტოტოქსიკური ფაქტორი, მაგალითად, მედიკამენტები, ხმაური, ინფექციები.

ასევე, სმენის დაქვეითების ერთ-ერთი რისკ-ფაქტორია სიგარეტის მოწევა და ალკოჰოლიანი სასმელების ხშირი გამოყენება.

მედიკამენტებით სრული სიყრუის მკურნალობა ეფექტს ვერ იძლევა, მაგრამ თუ ეგრეთ წოდებული ნარჩენი სმენა აღინიშნება, მისი შემანარჩუნებელი მკურნალობა აუცილებელია.

სიყრუის პროფილაქტიკას გაცილებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ვიდრე მის მკურნალობას, რადგან შესაძლოა, შეძენილი სიყრუის თავიდან აცილება. ასევე, აუცილებელია, მოერიდოთ ხმაურს, ორსულობის პერიოდში გადამდებ ინფექციებს, ნერვულ სტრესს და ასე შემდეგ.


скачать dle 11.3