კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამ შთააგონა გალიანოს გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია და რატომ არის მოდაში ბუდუარის თოჯინები და რომანტიკული ქალები


ექსცენტრიკული, უცნაური, ყველასგან გამორჩეული, ექსპერიმენტებისა და ავანტიურების ყველაზე დიდი მოყვარული მოდის სფეროში, ჯონ გალიანო, მოდის კანონმდებლის, უდიდესი მეტრის, კრისტიან დიორის ადგილს იკავებს მისსავე მოდის სახლში. აღსანიშნავია, რომ მოდის სახლი, რომელიც ისეთ ქალბატონებს აცმევდა, როგორებიც არიან ოდრი ჰეპბერნი და ჰოლივუდის უამრავი ყველაზე გემოვნებიანი ვარსკვლავი, დღემდე მიიჩნევა კლასიკურობისა და სინაზის, ქალურობისა და ელეგანტურობის მთავარ ადგილად მთელ მსოფლიოში. მიუხედავად ექსცენტრიკულობისა, გალიანომ მაინც შეძლო დიორის ტრადიციების შენარჩუნება და საკუთარ, საოცრად მდიდარ და ზოგჯერ შოკის მომგვრელ ფანტაზიებს მხოლოდ „გალიანოს“ ოტ-კუტიურ კოლექციებში აქსოვს. ეს არის დიზაინერი, რომელსაც ნაკლებად აინტერესებს ტენდენციები და, თუ წამყვან დიზაინერებს სეზონზე მაღალმხრებიანი პიჯაკები ჰქონდათ წარმოდგენილი, გალიანომ „დიორისთვის“ სულ სხვა გზები და არჩევანი შემოგვთავაზა.

ამ სეზონზე ბატონ გალიანოს ორმაგი პატივისცემა ეკუთვნის როგორც მოდის მიმდევრების, ისე უმაღლესი ხარისხის შოუების მოყვარულთა მხრიდან და, პირველ ყოვლისა, იმის გამო, რომ მან თეთრეული და ღამის პერანგების ტიპის სამოსი მოდის თანამედროვე დღის წესრიგში ხელახლა დააბრუნა. ჯერ კიდევ გასულ ივლისში მან კერვის საოცარი ოსტატობა აჩვენა „დიორის“ ოტ-კუტიურ კოლექციაში და, დღეს უკვე, პრეტ-ა-პორტე კოლექციაში, ქვედაკაბები და კაბები ღამის პერანგის მსგავსად გიპიურებითა და მაქმანებით გააფორმა.

საკუთარი უპირატესობა გალიანომ კიდევ უფრო მეტად მაშინ გაზარდა, როდესაც პოდიუმზე ორმოციანი წლების კინოს მიერ ინსპირირებული მოდელები გამოვიდნენ. გალიანომ თავადვე თქვა, რომ სინემატიკური სიგნალი მაშინ მოვიდა მის გონებაში, როდესაც ლორენ ბაკალზე ფიქრობდა. „ის დიორის დიდებული, ერთ-ერთი ყველაზე ერთგული მომხმარებელი იყო. სალონში მისი და დიორის საოცრად ამაღელვებელი ფოტოები ინახება. ის სიცოცხლის ბოლომდე არლეტად დარჩა (მისი საუკეთესო როლი კინოში). ის არის ცენტრალური, მთავარი პერსონაჟი – პროვოკატორი თავისი ხასიათით, რომელიც თავიდან ბოლომდე ამართლებს საბედისწერო ქალის იმიჯსა და სახეს თავისი გარეგნული ნიშნებით: ნახევარ სახეზე ჩამოყრილი თმით, რომელიც ცალ თვალს მუდმივად მალავს, ტუჩებზე წითელი საცხი უსვია. ამ ქალმა, თავისი გარეგნობით, საშუალება მისცა დიორს, ემეფა იმ სახელმწიფოში, სადაც გარდერობის მოთხრობებსა და სცენარებს წერდნენ“, – ამბობს გალიანო. ყველაფერი დაიწყო დამოკლებული სამხედრო სტილის მოსაცმელებისა და ლაბადების შექმნით, რომელსაც ოდნავ „ესროდა“ სინაზის ისრებს ვერცხლისფერი აბრეშუმის მოკლე კაბები.

გალიანომ მოდას დაუბრუნა ქალის ძალიან ვიწრო, აბრეშუმით დამუშავებული პანტალონები და სატინის „ტედი“, მოკლე, მოხერხებული შარვლები. ის არჩევანს აკეთებს თანამედროვე თხელ, თოჯინის შორტებსა და კომფორტულ სათამაშო კოსტიუმებზე. პოდიუმზე ერთმანეთს ცვლიდნენ ბუდუარის კოხტა თოჯინები და ყვავილებით გაფორმებულ ნაზ კაბებში გამოწყობილი ქალბატონები. გრძელი კაბები დიზაინერმა ძალიან საინტერესოდ შემოგვთავაზა – შავ ტულში მაცდუნებლად ჩანდა ქალის კორსეტი და ტრუსი ან შიდა კაბა, რომელიც გარე კაბასთან შედარებით ძალიან მოკლე იყო.

ღამისთვის გალიანომ თავისი ქალი უფრო შორს წაიყვანა, როდესაც მას მკვეთრი ვარდისფერი, თითქმის ჟოლოსფერი კორსეტი და გრძელი, მენთოლისფერი მწვანე ქვედაბოლო ჩააცვა, რომელსაც ბრჭყვიალები ჰქონდა მიფრქვეული. როგორც მოდის კრიტიკოსებმა შეაფასეს, პირველად მოხდა, რომ გალიანომ დიორის რომანტიკული კუტიური პრეტ-ა-პორტეში გადმოიტანა და ამოცანა ასპროცენტიანი წარმატებით დაძლია.

ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ძალიან ძვირი ეღირება, მაგრამ, ისეთი მაცდურია!..


скачать dle 11.3