საფინა საფეხბურთო კლუბს ყიდულობს
ჩოგბურთელები, რომლებიც კორტზე მილიონებს შოულობენ, საკუთარ შემოსავალს ძირითადად სამოდელო ბიზნესში, რესტორნების ქსელში ან უძრავი ქონების შეძენაში აბანდებენ. რუსმა ჩოგბურთელმა, ტოპ-სამეულში მყოფმა დინარა საფინამ კი გადაწყვიტა, საფეხბურთო კლუბი იყიდოს.
„ფეხბურთი ძალიან მიყვარს და ამ სიყვარულს ასე ავინაზღაურებ. ჯერ ვერ გეტყვით, კონკრეტულად რომელი რუსული კლუბის შეძენა მსურს, მაგრამ მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და დარწმუნებული ვარ, მომავალ წელს ჩემი გუნდი მეყოლება“, – განაცხადა დინარამ.
სავარაუდოდ, საფინას ახალი შენაძენი ქვედა დივიზიონში მოთამაშე კლუბი იქნება, რადგან რუსულ პრემიერლიგაში მოთამაშე კლუბების ბიუჯეტი ათეულობით მილიონი დოლარია, დინარამ კი კორტებზე ჯერჯერობით მხოლოდ 15 მილიონი იშოვა.