კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მოხდა “იურმალის„ შესარჩევ კონკურსზე და რატომ გამოეთიშა მას ბორის ბედია, რომელსაც რუსულ სერიალში იღებენ


ახლახან მომღერალი ბორის ბედია მოსკოვში „იურმალის“ შესარჩევ კონკურსზე იმყოფებოდა, სადაც, მისი თქმით, ჟიურის მხრიდან უმაღლესი შეფასებები დაიმსახურა. მასთან ერთად საქართველოდან კონკურსში მონაწილეობდნენ თიკა ჯამბურია და მოსკოვში მცხოვრები ქართველი გოგონა სოფო ავაზაშვილი. ბორია იმავდროულად მონაწილეობდა ტელეკომპანია „მირის“ მიერ გამართულ კონკურსში, რომლის ჟიურიში იყვნენ ნიკიტა მიხალკოვი და იოსიფ კობზონი, სადაც მან „გრან-პრი“ აიღო. ოქტომბერში ის რუსულ-ევროპულ პროექტში – მუსიკალური სერიალის გადაღებებში მიიღებს მონაწილეობას და ერთ-ერთი მეფის როლს შეასრულებს.

ბორის ბედია: ინტერნეტის საშუალებით გამოცხადდა „იურმალის“ შესარჩევი კონკურსი, მე ჩემი ხუთი ფოტო, ავტობიოგრაფია, „ლაივ“ და სტუდიური ჩანაწერები გავგზავნე. პასუხი არ მოუწერიათ და მეც აღარ მიმიქცევია ყურადღება. ერთ დღეს კი დამირეკეს და მეუბნებიან, რომ ტელეკომპანია „მირი“ ატარებს საერთაშორისო კონკურსს „პესნია ო სალდატე“, რომელშიც 15 ქვეყანა იღებს მონაწილეობას და, გვინდა, რომ შენც ჩამოხვიდე და მონაწილეობა მიიღოო. გავედი შესარჩევ კონკურსში და გავიმარჯვე, მოსკოვიდან მომივიდა მოწვევა. ჩავფრინდი 14 აპრილს და იქ ჩემს ახლობლებს დაურეკეს „იურმალიდან“, გვინდა ბორია მოვიდეს 15 აპრილს კონკურსზეო. ისე დაემთხვა, რომ სწორედ იმ დროს მოსკოვში ვიმყოფებოდი. ბოლო ქასთინგზე მივედი, ქართველებიდან დამხვდნენ თიკა ჯამბურია და ერთი გოგონა, სოფო რომელიც მოსკოველი ქართველია და საქართველოს სახელით გამოდიოდა. ასზე მეტი ადამიანი გამოვიდა ქასთინგზე, ყველას თითო-თითო სიმღერას ამღერებდნენ, ერთი-ორს ამღერეს ორი სიმღერა და მე მამღერეს სამი. ჩემი შესრულების შემდეგ, იგორ ნიკოლაევმა, იგორ კრუტოიმ და რევზინმა ასეთი სიტყვები თქვეს: „პრივოსხოდნო“, „მოლოდეც“, „ლუჩშე ნე მოჟეტ ბიტ“, „ფენომენალნი გოლას“. ფრედი მერკურის, ტომ ჯონსის სიმღერები რომ ვიმღერე, მთელი დარბაზი დაინგრა. ერთი რუსული სიმღერაც შევასრულე – „ია ლუბლიუ ტებია დო სლიოზ“. რუსებს ძალიან ძლიერი მომღერალი ჰყავთ – ალექსანდრე სეროვი, მე არავის ვედრები, მაგრამ, კრუტოიმ თქვა ასეთი ფრაზა: „ეტუ პესნიუ ბორია პოიოტ ლუჩშე სეროვაო“. კულისებიდან გაოცებულები მიყურებდნენ მონაწილეები, მილოცავდნენ. მიხაროდა, ვიფიქრე, გავიმარჯვე-მეთქი. თანაც, კონკურსანტების შემადგენლობა ძალიან სუსტი იყო.

– როგორ შეაფასეს დანარჩენი ქართველები?

– სოფო ჩემამდე გამოვიდა, ალბათ, ძალიან ემოციურია, ცუდად ვარო და წყალი მოითხოვა. რა თქმა უნდა, არ მოეწონათ, დეტონაციებით მღეროდა. თიკა მასთან შედარებით ძალიან კარგად გამოვიდა, ცუდი არაფერი უთქვამთ, მაგრამ, როგორც ყველას, მასაც მხოლოდ –„სპასიბა“ უთხრეს. არ ვიცი, რა მოხდა, შეიძლება, პოლიტიკაც თამაშობს დიდ როლს – ალბათ, არ აწყობდათ, რომ ისევ საქართველოს გაემარჯვა, რადგან კონკურსანტების შემადგენლობა ძალიან სუსტი იყო. ბოლოს რევზინმა ყველა ქვეყანა გამოაცხადა და თქვა, საქართველო არ მიიღებს კონკურსში მონაწილეობასო. თბილისში ჩამოსვლის შემდეგ კი მესმის, ბორის ბედიაც იღებდა მონაწილეობას, მაგრამ თიკაზე გაგიჟდნენო. ყველამ ჩემი გამოსვლის ჩანაწერი ნახოს და მიხვდებიან, ვისზე გაგიჟდნენ და ვის გამოსვლაზე დარჩნენ გაკვირვებულები. ჯერჯერობით ვერავინ მიდის კონკურსზე, მაგრამ, როგორც ამბობენ, თუ ტრანსლაციის ფულს გადაიხდიან, თიკა წავაო. მე თიკას დიდი პატივს ვცემ, წარმატებებს ვუსურვებ, უბრალოდ, არ მინდა შედარებები და სიმართლე უნდა ითქვას. მჯობზე მჯობი არ დაილევა, მაგრამ, მე რომ სიმართლეს არ ვამბობდე, ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი.


скачать dle 11.3