კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პოლიტიკური კალეიდოსკოპი


ნამცხვრების მოყვარული ობამა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ბარაკ ობამას მრჩეველმა, დევიდ აქსელროდმა ჯეი ლენოს პოპულარულ საღამოს თოქშოუში განაცხადა, რომ ობამა არაჯანსაღი საკვებით იკვებება და ნამცხვრებს, ფუნთუშებს და ჰამბურგერებს ანიჭებს უპირატესობასო. აქსელროდის თქმით, ცომეულს ობამა მას შემდეგ დაეჩვია, რაც თეთრ სახლში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც იქაური შეფ-მზარეული სასწაულ ნამცხვრებს აცხობს. „ასოშეითედ პრესის“ ცნობით, აქსელროდმა ამ განცხადებით ობამაზე „შური იძია“, რადგან ეს უკანასკნელი თავის მრჩეველს დიდი ხანია დიეტაზე დაჯდომას ურჩევს და ზედმეტი კილოგრამების დასაკლებად სატრენაჟორო დარბაზში ვარჯიშისკენ მოუწოდებს: სხვათა შორის ახლახან ბარაკ ობამას ჯანმრთელობის სრული გამოკვლევა ჩაუტარდა და ექიმები პრეზიდენტს, სისხლში ქოლესტერინის ნიშნულის დაკლების მიზნით, კვების რეჟიმის შეცვლას ურჩევენ. აგრეთვე, ამ გამოკვლევიდან ცნობილი გახდა, რომ ბარაკ ობამა ჯერჯერობით არ გადაჩვევია სიგარეტის მოწევას, რასაც ის თავისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში, მოსახლეობას ჰპირდებოდა.

სამხრეთ აფრიკის ლიდერს გაუპატიურებაში სდებენ ბრალს

სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა ჯეიკობ ზუმამ შიდსზე ჩაბარებული ანალიზის შედეგები გამოაცხადა. „ბიბისის“ ცნობით, ანალიზის პასუხი უარყოფითი იყო. ანალიზის ჩატარება ზუმამ მთავრობის მიერ წარმოებული შიდსთან ბრძოლის პროგრამის მხარდაჭერის მიზნით გადაწყვიტა. პრეზიდენტის თქმით, მას რამდენჯერმე ჰქონდა ჩატარებული ტესტი შიდსზე, თუმცა შედეგები პირველად გააცნო საზოგადოებას. ჯეიკობ ზუმას გაპრეზიდენტებამდე ოპოზიცია აივ-ინფიცირებული ქალბატონის გაუპატიურებაში ადანაშაულებდა, რის დამტკიცებაც ვერ მოხერხდა. გარდა ამისა, სამი კანონიერი ცოლის მეუღლეს 2010 წლის დასაწყისში უკანონო შვილიც ეყოლა. სამხრეთ აფრიკაში მოსახლეობის 20 პროცენტი, 5,5, მილიონი აივ-ინფიცირებულია.

ვიქტორ იანუკოვიჩის შვილმა ავტორალიში გაიმარჯვა

უკრაინის პრეზიდენტის ვაჟიშვილმა, ვიქტორ იანუკოვიჩ-უმცროსმა ტროფირეიდის (რბოლა უგზოობაში) ერთ-ერთ ეტაპზე გაიმარჯვა. იანუკოვიჩმა და მისმა შტურმანმა – სერგეი ოსადჩიმ ხარკოვის ოლქში, ვოლჩანსკის რაიონში გამართულ რბოლაში, თ 3-ის ტიპის კატეგორიაში გამოდიოდნენ. რბოლის ორგანიზატორის, გენადი მაკარენკოს თქმით, იანუკოვიჩი ასი პროცენტით დაიხარჯა რბოლის დროს და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. იყო ადგილები, სადაც პრეზიდენტის შვილის მანქანა თითქმის ერთმეტრიან ჭაობში მიდიოდა, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია გამარჯვებაში, – დაამატა მაკარენკომ. იანუკოვიჩი-უმცროსი დიდი ხანია, ცნობილია თავისი სიყვარულით ავტომობილების და ავტორბოლების მიმართ. უკრაინის რადაში იგი ავტოტრანსპორტის კომიტეტს თავმჯდომარეობს.

შვედეთში პრინცესა ვიქტორიას ქორწილისთვის ემზადებიან

შვედეთის სამეფოს ტახტის მემკვიდრე ვიქტორია ფონ შვედენი ქორწილისთვის ემზადება. მისი რჩეული ფიტნეს-მწვრთნელი დენიელ ვესტლინგია, რომელიც პრინცესამ ჯერ კიდევ 2001 წელს სტოკჰოლმის ერთ-ერთ ფიტნეს-ცენტრში გაიცნო. ცხრა წლის განმავლობაში ვიქტორია და დენიელი ერთმანეთს ხვდებოდნენ და ამ პერიოდში პრინცესა დენიელის გულწრფელ გრძნობებს ტესტირებას უტარებდა. მას უბრალოდ, აინტერესებდა მართლა უყვარს თუ არა ის დენიელს. ქორწილი ორ თვეშია დაგეგმილი. აღსანიშნავია, ის ფაქტიც, რომ მსგავს ტესტირებას უტარებდა თავის რჩეულს ვიქტორიას უმცროსი დაც – პრინცესა მადლენი. მაგრამ, მისდა სამწუხაროდ, მან თავისი საქმრო – იონას ბერგსტრემი ღალატში გამოიჭირა და დაგეგმილი ქორწინება ჩაიშალა.


скачать dle 11.3