კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის იყო დავით გამყრელიძისთვის ნინო ბურჯანაძე უპასუხისმგებლო და პოლიტიკურად ამორალური და როდის ურჩია მას გაოპოზიციონერება


დღევანდელ რუბრიკაში ქართული მედიაარქივიდან ამონარიდი მასალების ჯაჭვი „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერს, ბატონ დავით გამყრელიძეს წარმოგიდგენთ. როცა დედაქალაქში საარჩევნო ციებ-ცხელების ქრონომეტრაჟი ჩართულია და ყველა პოლიტიკური ერთეული თავისი სიმართლის დამტკიცებას ცდილობს, „თბილისელებმაც“ იზრუნა მათზე და მათ პოლიტიკურ მეხსიერებაზე... შეგახსენებთ, როდის და რატომ ხდებოდა მუდამ სტანდარტებისა და ნორმების დამცველი დავით გამყრელიძე – გაწონასწორებული და კონსტრუქციული პოლიტიკოსიდან რადიკალი და აგრესიული ლიდერი.

„... 2008 წელს „ახლებმა“ რომ თქვეს, კონსტრუქციული ძალა ვართო, რეალურად, იცით, რა მოხდა? სააკაშვილი 3 მილიონს შეჰპირდა, მაგრამ ქუჩაში გაიქცნენ, რადგან გადააგდო... გამყრელიძეს შეჰპირდნენ 3 მილიონს იმისთვის, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიეღო. ამ თანხის ნაწილი – 600-700 ათასი, როგორც ვიცი, მიღებული აქვს... თქვენ გგონიათ, ის, ვინც ფულს აძლევდა, პარლამენტში არ ზის, ენა მოკლე აქვს და არ ყვება, ვინ მისცა და როგორ? ყველაფერს ყვებიან და ეს სხვა ლიდერებმაც გაითვალისწინონ...

ვაფრთხილებ, ცუდად დაამთავრებენ. მერაბიშვილის ჯიბეში გაზრდილები არ უნდა მეუბნებოდნენ – მერაბიშვილის პარტია ხარო. მის ჯიბეში რომ ვერ ნახეს სასუსნავი, ახლა პუტინის ჯიბეში გადასხდნენ“.

პარლამენტარი ლევან ვეფხვაძე

„ვერსია“, 15-16 მარტი, 2010 წელი.

„... ჩვენ ვცნობთ ამ პარლამენტის უფლებამოსილებას და მოვუწოდებთ ერთმანეთთან დაპირისპირებულ ორივე ძალას, წავიდნენ კომპრომისზე, რათა თავიდან ავიცილოთ სამოქალაქო დაპირისპირება...“

„ალია“, 22-23 ნოემბერი, 2003 წელი.

„... პოლიტიკოსის სერიოზულობა იმით უნდა განისაზღვროს, რამდენად შეუძლია, არაპოპულარული პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა. ამ ბოლო დროს დიდ კითხვის ნიშნებს სვამდნენ იმასთან დაკავშირებით, რატომ არ ვიყავით გაერთიანებულ ოპოზიციაში. 7 ნოემბრის აქციის წინ ჩვენ განვაცხადეთ, რომ თუკი ხელისუფლება ძალისმიერ მეთოდებს მიმართავს, ჩვენ ხალხის გვერდით დავდგებით და ასეც მოხდა. 7 ნოემბერს, დილის დარბევის შემდეგ „მემარჯვენეები“ მშვიდობიან მომიტინგეებს შევუერთდით...

თუმცა, არ მეგულება საქართველოში არც ერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ამ ხელისუფლების მიმართ ლოიალობას დაგვაბრალებს. როცა ეს ხელისუფლება მოდიოდა, მაშინ ღიად ვაცხადებდით, რომ მოდიოდა ნეობოლშევიკური ძალა, ყველა იმ პიროვნებას, ვინც დღეს სააკაშვილის ხელისუფლებაში ოდიოზურია, პარლამენტში ღიად ვუპირისპირდებოდით და ეს პროცესი არც არასდროს შეგვიწყვეტია. მაშინ, როცა დღეს ოპოზიციაში რომ არიან, ის ხალხი აპროტესტებდა – როგორ ვბედავდით „ახალ მესიაზე“ აუგის თქმას...

ეს ჩვენი პოლიტიკური არჩევანია, რომ გარკვეულ საზღვარს არასდროს გადავდივართ და ვცდილობთ, ჩვენი სტანდარტები და ნორმები დავადგინოთ პოლიტიკაში. არ შეიძლება, შენი მიზნის მისაღწევად, წარმატების მოსაპოვებლად ყველაფერზე წახვიდე და ყველაფერი გაწირო. ჩვენ უარი ვთქვით ოდიოზურ, დამნაშავე პოლიტიკურ ფიგურებთან გაერთიანებაზე... ძალიან მწვავედ დავსვით საკითხი და ვამხილეთ ხელისუფლება, მაგრამ ხომ არ შეიძლება, ამხილო ოქრუაშვილი, რომელიც ხელისუფლებაშია და მის გვერდით დადგე, როცა ხელისუფლებას დაუპირისპირდა?!.

მინდა, ზუსტად განვმარტო ჩემი პოზიცია – ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ წინააღმდეგნი ვართ სააკაშვილის გადადგომისა, მაგრამ ხალხი უნდა მიეჩვიოს, რომ ხელისუფლებას ვცვლით არა ქუჩის აქციით, არა ძალადობით, არამედ არჩევნებით. ახლა სწორედ ეს შანსია და უნდა გამოვიყენოთ. სწორედ ამიტომ არ შეიძლებოდა პროცესების რადიკალიზაცია – მესამე დღეს შიმშილობა, მეოთხე დღეს კარვების ქალაქი და ასე შემდეგ. ამას ლოგიკურად უნდა მოჰყოლოდა ძალადობა ან ერთი, ან მეორე მხრიდან. თუმცა, რაც ხელისუფლებამ 7 ნოემბერს ჩაიდინა, გამართლება არ აქვს...

არ გამოვრიცხავ, შეიძლება, ვიღაცას მართლაც უნდოდა, ხელისუფლება გამოეწვია, შეიძლება, ქვეყნის გარეთ თუ შიგნით, ძალიან ბევრი დაინტერესებული ყოფილიყო ხელისუფლების გაკოტრებით, მაგრამ ეს მის ქმედებას არანაირად არ ამართლებს. პირველი პირის ფუნქცია სწორედ ისაა, რომ ქვეყნისთვის ექსტრემალურ სიტუაციაში სწორი გადაწყვეტილება მიიღოს. ამიტომაც, მთელი პასუხისმგებლობა პირადად მიხეილ სააკაშვილს ეკისრება და თუ ვინმეს სჭირდება დღეს ლეგიტიმაცია, პირველ ყოვლისა, სწორედ მას. თუ იგი წააგებს არჩევნებს, მისთვის ესაა შანსი, მთელ მსოფლიოს დაუმტკიცოს, რომ მართლაც იყო საფრთხე და ძალა ამიტომ გამოიყენა და შემდეგ დემოკრატიული არჩევნების შედეგად წავიდა პოსტიდან... თუ სააკაშვილმა კვლავ გაიმარჯვა, ჩვენთვის ძალიან სამწუხარო იქნება, მაგრამ ეს იქნება ის არჩევანი, რომელსაც უნდა დავემორჩილოთ და მივეჩვიოთ ჩვენივე გადაწყვეტილების პატივისცემას...

არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთის გარკვეული სამსახურები მართლაც მუშაობდნენ იმაზე, რომ აქ არეულობა ყოფილიყო. აქედან მოგებულია მხოლოდ რუსეთის ის ჯგუფი, რომელიც დიდი ხანია ცდილობს, საქართველო მიუღებელი იყოს ნატოსთვის, დასავლეთისთვის და მან მიზანს მიაღწია...

ჩანაფიქრი იმისა, რომ შენი ხალხის ბუნებრივი აგრესია, პროტესტი გამოიყენო საკუთარი მიზნებისთვის, ეს უკვე დანაშაულია. რაც არ უნდა გძულდეს ხელისუფლება, არ შეიძლება მშვიდობიანი ხალხის ბოროტად გამოყენება. შეიძლება, ამას დიდი მსხვერპლი მოჰყოლოდა. თუმცა ხელისუფლება იმისთვის არსებობს, რომ უნდა ჰქონდეს ინფორმაცია და მანამდე გაანეიტრალოს ეს ხალხი, ყველა აგენტი, ვინც ჯაშუში და შეთქმულია: იგი ვალდებულია, აღკვეთოს ასეთი ფაქტები... მე არავისთან ბოდიში არ მაქვს მოსახდელი, რადგან ყველა ეტაპზე ისე ვმოქმედებდი, რომ ჩემს გადაწყვეტილებას სერიოზული შეცდომები არ მოჰყოლია. ჩემთვის მთავარი მოწინააღმდეგე სააკაშვილია, მთელი ჩემი სტრატეგიაც სწორედ ამისკენ იქნება მიმართული...

მეგობრობა კი, ჩემი და ლევან გაჩეჩილაძის არ იყოს (ბავშვობის მეგობრები ვართ და მეგობრებად დავრჩებით, მიუხედავად სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებებისა), პოლიტიკაში გადამწყვეტი არ არის. ყველას გვაქვს ჩვენი ხედვა და არ შეიძლება, მეგობრობის გამო რამე გადაწყვეტილება მივიღოთ. პოლიტიკა პასუხისმგებლობაა ქვეყნის წინაშე და არ შეიძლება, პიროვნული იმაზე მაღლა დავაყენოთ, ვიდრე ქვეყანა“.

„ვერსია“, 14-15 ნოემბერი, 2007 წელი.

„... დღეს სააკაშვილმა და ბურჯანაძემ გადაწყვიტეს, რომ ოპოზიცია მოდუნდა, მოდუნდა პროტესტი და ახლა ჩვეული სტილით შეიძლება არჩევნების გაყალბება და ხელისუფლებაში დარჩენა სამუდამოდ. მაგრამ, ჩვენ არ დავუთმობთ ხელისუფლებას იმ ადამიანებს, რომლებსაც ის არ ეკუთვნის...“

„ახალი თაობა“, 10 მარტი, 2008 წელი.

„... ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ უპასუხისმგებლო, პოლიტიკურად აბსოლუტურად ამორალური გადაწყვეტილებების ავტორი ნინო ბურჯანაძე გადადგეს. მას არ აქვს არც პოლიტიკური, არც ადამიანური უფლება, დარჩეს ამ თანამდებობაზე ყოველივე იმის შემდეგ, რაც ხდება და რაც მოხდა საქართველოში...“

„ახალი თაობა“, 15 მარტი, 2008 წელი.

„...მინდა განვმარტო, რატომ არის მნიშვნელოვანი ბურჯანაძის გადადგომა... მუდმივი ტყუილები, რომლებიც შეიძლება კარგად შეფუთო და ასე ლამაზად მიაწოდო საზოგადოებას, ბოლოს მაინც თავს წარმოაჩენს...“

„ახალი თაობა“, 19 მარტი, 2008 წელი.

„... მგონი, ბატონ ივანიშვილსაც, უფრო სწორად, „ქართუ ჯგუფსაც“ გავუგზავნე თხოვნის ბარათი, დავეფინანსებინე, მაგრამ მათგან არც ერთი ლარი არ მიგვიღია...“

ერთი მხრივ, ნინო ბურჯანაძე 35 მილიონ დოლარად ღირებულ ნაკვეთს იღებს წყნეთში, დემოკრატიის განვითარების სანაცვლოდ, ხოლო, მეორე მხრივ, ბურჯანაძე აყალიბებს ფონდს, რადგან ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას საფრთხე ექმნება. თუ ნინო ბურჯანაძე აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას აპირებს, მას მინიმუმ, უარი მაინც უნდა ეთქვა მსგავს საჩუქარზე, რადგან არ მეგულება მეორე ქვეყანა, რომლის პოლიტიკოსებიც ასე საჯაროდ ეპატრონებიან სახელმწიფო ქონებას. არ ვიცი, იქნება თუ არა ნინო ბურჯანაძე ოპოზიციონერი, ჯერჯერობით მე მისგან მსგავსი განცხადება არ მომისმენია. მაგრამ, თუ ბურჯანაძე ოპოზიციურ ნიშას არ დაიკავებს, მაშინ დემოკრატიისთვის რაიმეს გაკეთება შეუძლებელია, რადგან ეს ხელისუფლება სხვა საშუალებას არ გიტოვებს. თუ პოლიტიკაში ხარ, ან ხელისუფლებაში უნდა იყო, ანდა ოპოზიციაში, მესამე გზა არ არსებობს!.. თუ ბურჯანაძე იმას აპირებს, რომ გარედან მხარდაჭერით მოიპოვებს სააკაშვილის სავარძელს, ასეთი პროექტი უკვე აღარ გამოვა და მეორეც, მეეჭვება, სააკაშვილი პუტინის მსგავსად მოიქცეს და ნინო ბურჯანაძეს მედვედევის როლი შესთავაზოს“...

„ალია“, 10-11 ივლისი, 2008 წელი.

„... ნატომ სრული სოლიდარობა გამოგვიცხადა, რუსეთს კარი მიუჯახუნა და თქვა, თუ რუსეთი საქართველოდან ჯარებს გაიყვანს და შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას, მერე იფიქრებენ რუსეთთან ურთიერთობაზე...

ნატო-საქართველოს კომისიის შექმნა, ეს არის მკაფიო გზავნილი იმისა, რომ დაჩქარდება საქართველოს ნატოში გაერთიანება. ყველასთვის ცნობილი იყო, ამ მინისტერიალზე არ გადაწყდებოდა „მაპის“ მიცემის საკითხი. ამ შეხვედრის მიზანი იყო, რომ პრინციპულად მომხდარიყო პოზიციების თანხვედრა...

მანამდე ძალიან მნიშვნელოვანი იყო გერმანიის კანცლერისა და საფრანგეთის პოზიცია. როგორც აღმოჩნდა, მინისტერიალი ერთსულოვანია, რომ დეკემბერში საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროგრამაში ჩართვა განხორციელდეს...

ხელისუფლებამ ამ პერიოდში სწორი აქცენტი გააკეთა დასავლეთზე, საერთაშორისო თანამეგობრობაზე, ერთადერთი გამოსავალი დღეს ის არის, რომ ჩვენ მკაფიო მხარდაჭერა მივიღოთ დასავლეთისგან. რუსეთის შეჩერების ერთადერთი იარაღი არის ცივილიზებული სამყარო. ფაქტია და მანამდე ჩემთვის ცნობილი იყო, რომ შეიარაღებულ დაპირისპირებაში ჩვენ რუსეთს ვერ მოვერეოდით. ვინმეს ამის ილუზია თუ ჰქონდა, ტყუილად. არა იმიტომ, რომ ჩვენი ბიჭები ცუდად იბრძოდნენ, არა. რუსეთის შეიარაღება და ჯარი ჩვენს შესაძლებლობებს ბევრად აღემატება. რაც შეეხება ქართულ სარდლობას, ბევრი კითხვა მაქვს და როგორც კი ყველაფერი დასრულდება, ეს კითხვები დაისმევა...

ამ ეტაპზე არ მიმაჩნია კორექტულად საუბარი იმაზე, თუ რა ტიპის მოქმედებები დაიწყება, ეს არ არის პირველი რიგის ამოცანა. ვფიქრობ, რომ სააკაშვილისა და მისი გუნდის დასაძლევია გადაუდებელი პრობლემების მოგვარება, ის, რომ ჯარი დაუყოვნებლივ იქნას გაყვანილი, ეკონომიკა გახდეს სტაბილური, დევნილები დაბრუნდნენ, აღდგეს ინფრასტრუქტურა...

პრესის საშუალებით შევუთვლიდი მიხეილ სააკაშვილს, რომ ცოტა ხანი თავისი ექსცენტრიკული ქმედება შეცვალოს, როცა კი გამოცხადდება ჯარების გასვლის თარიღი, სააკაშვილი იწყებს შიდა ფიარს და რუსეთის მისამართით მკაცრი განცხადებების კეთებას. ვფიქრობ, ეს კიდევ აღიზიანებს რუსეთის ხელმძღვანელობას. ახლა თავდაჭერილი და მოზომილი პოზიცია უფრო წაადგება ქვეყანას, რომ დროულად გავიყვანოთ ოკუპანტები საქართველოს ტერიტორიიდან. ახლა ქულების ჩაწერის დრო არ არის, მთელი საზოგადოება დაინტერესებულია, რომ საქართველოში მშვიდობამ დაისადგუროს...

ყველაფერი როგორც კი დამთავრდება, პასუხისმგებლობა აუცილებლად უნდა დადგეს, რაც არ ნიშნავს, რომ კონკრეტულად ვიღაცის გადაყენება უნდა მოითხოვონ. ამ ეტაპზე სააკაშვილის გადაყენება ჩვენი მტრის ინტერესში შეიძლება, მართლა იყოს...“

„ალია“, 20 აგვისტო, 2008 წელი.

„... საქართველოს მოქალაქეს, საქართველოში რეგისტრირებულ ქართულ კომპანიას არ ეკრძალება დააფინანსოს ოპოზიცია, პირიქით, ნებადართულია ეს დაფინანსება. მოსკოვში კრემლის მიერ აკრძალული იქნა რუსეთში მოღვაწე ქართველი მეწარმისთვის ოპოზიციის დაფინანსება. ჩემი ინფორმაციით, არც ერთი ოპოზიციური პარტია არ დაფინანსებულა არც 9 აპრილამდე და არც მერე რუსეთში მოღვაწე ქართველი მეწარმეებისგან. ამიტომ, ეს არის ყურით მოთრეული და ხელისუფლების ფიარსვლა, რომ მათი წარუმატებლობები გადაფარონ. ეს ყველაფერი იმით იფუთება, რომ სააკაშვილი ტერიტორიების დეოკუპაციისთვის იბრძვის...“

„ახალი თაობა“, 23 ივნისი, 2009 წელი.

„...რუსეთი და პუტინი პირადად ძალიან არის დაინტერესებული სწორედ სააკაშვილის რეჟიმის შენარჩუნებით. ამის ერთ-ერთი გამოხატულება არის ქართველი მეწარმეებისთვის, რომლებიც რუსეთში მოღვაწეობენ, კატეგორიული აკრძალვა ქართული ოპოზიციის დაფინანსებისა...

როდესაც ლევანი დაფინანსებაზე საუბრობდა, იქ სხვებს გულისხმობდა, რომლებიც რუსეთში არ მოღვაწეობენ. ხელისუფლების შიშით, გამოდის, ჩვენ ქუჩაშიც არ უნდა გამოვიდეთ, არ უნდა ვაკრიტიკოთ და ყველანი, როგორც ადრე მოხდა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ გადავბარგდეთ...“

„ახალი თაობა“, 25 ივნისი, 2009 წელი.

„... ზურაბ ნოღაიდელს „ახალი მემარჯვენეები“ მწვავედ ვაკრიტიკებდით ჯერ კიდევ შევარდნაძის მთავრობაში საქმიანობისას, როდესაც ის ფინანსთა მინისტრი იყო. ნოღაიდელი იყო იმ დანაშაულებრივი მთავრობის ხელმძღვანელი, რომელიც ხალხს კლავდა, ქონებას ართმევდა, ციხეებში სვამდა, გაუმჭვირვალე პრივატიზაციას ატარებდა. ტყუილია, რომ ზურაბ ნოღაიდელთან თანამშრომლობის სურვილი მქონდა. არ ვიცი, თანამშრომლობას იმას თუ უწოდებს, დაჟინებული თხოვნის შემდეგ რომ დავთანხმდი შეხვედრაზე. მე ყველას ვხვდები: ხელისუფლების წარმომადგენელსაც, ოპოზიციონერსაც და დამნაშავესაც, ეს პოლიტიკოსის ვალია...

ახლა პრაიმერის იდეას ემხრობა ნოღაიდელი, რომელმაც 7 ნოემბერს ამაყად გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა და ორ კვირაში გადატრიალებისგან ქვეყნის გადარჩენისთვის „წმიდა გიორგის ორდენით“ დაჯილდოვდა (რაც სოლიდურ ფულად ჯილდოს, ხელფასის 300 ოდენობას გულისხმობს. ნოღაიდელისთვის ამ ჯილდომ 900 ათასი ლარი შეადგინა). ნოღაიდელი საეჭვო წარმომავლობის დიდ ფულს ხარჯავს იმისთვის, რომ ოპოზიციური ერთობა დაშალოს, სხვა პარტიის წევრები გადაიბიროს...

ხელისუფლებასთან ხელჩართული ბრძოლა კობა დავითაშვილთან, კახა კუკავასა და ზვიად ძიძიგურთან ერთად გადაგვიტანია და გული მწყდება, რომ „ახალი მემარჯვენეების“ ნაცვლად არჩევანი ნოღაიდელზე შეაჩერეს...

სანამ ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტიკური დევნილია, მის უფლებებს დავიცავ, მაგრამ პოლიტიკოს ირაკლი ოქრუაშვილს არ ვაღიარებ პარტნიორად...“

„კვირის პალიტრა“, 22-28 თებერვალი, 2010 წელი.


скачать dle 11.3