კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ცივი მჭადიც შაქარია“


ანუ, რა სარგებლობა მოაქვს სიმინდს?

ჩვენს ხელისუფლებას ისე დაებედა, რომ ყველანაირი გახსნა-დასაჩუქრების ღონისძიებაზე ისე იღებს მონაწილეობას, როგორც ცენტრალური ფიგურა, მიუხედავად იმისა, რომ უმეტეს შემთხვევებში არც მჩუქებელია და არც გამხსნელი. ამ ტრადიციას არც ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი ღალატობს. კერძოდ, მან გასულ კვირას საქართველოში აშშ-ის ელჩთან ერთად, დევნილებს საჩუქრად 68 000 აშშ დოლარის ღირებულების სიმინდის თესლი გადასცა. თანაც, დასძინა, დევნილები ნაჩუქარ სიმინდს არა მხოლოდ დათესავენ, არამედ მოსავალიც სულ მათი იქნებაო (ვითომ, სახელმწიფოს უნდოდა წილში ჩაჯდომა?!). თუმცა თავისი ხვაშიადი ბ-ნმა სუბელიანმა მოგვიანებით უფრო დააკონკრეტა: „შედეგად ისინი ნაკლებად იქნებიან დამოკიდებულნი სახელმწიფოს დახმარებებზე და საკუთარ მოწეულ მოსავალს ისე მოიხმარენ, როგორც საჭიროდ ჩათვლიან“-ო (ნეტავ რა ეჭვი აქვს ამ ჩვენს მინისტრს, რამდენნაირადაა შესაძლებელი სიმინდის მოსავლის გამოყენება?!). ჯონ ბასმა კი განაცხადა, რომ, მოხარულია, რაკიღა ამერიკის მთავრობის მიერ გამოგზავნილი უმაღლესი ხარისხის სიმინდის სათესლე მასალის გადაცემას ესწრებოდა. ამ დახმარებით 2 000 დევნილი ოჯახი ისარგებლებს, სათესლე მასალით კი 800 ჰექტარ მიწას აითვისებენ. ბ-ნმა ბასმაც გამოთქვა იმედი, რომ „დევნილები კარგ მოსავალს მიიღებენ“. ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ბ-ნი სუბელიანიც იმავეს იმედოვნებს („ამის შემდეგ დევნილები ნაკლებად იქნებიან დამოკიდებული სახელმწიფოზეო“), დევნილებთან მიმართებაში ხელისუფლებას საქმე აუწყვია: მართლაცდა, თუ სიმინდი ექნებათ, მეტი, აბა, რაღა უნდათ?!


скачать dle 11.3