კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ტაშისცემის მოლოდინში


იგინივე და ვლადიმირი

მართალია, ამბობენ, შეჯიბრებებში მთავარი მონაწილეობააო, მაგრამ, რაც მართალია, მართალია, ვენაში გამართული ევროპის ჩემპიონატისთვის ეს თეზა ვერ გამოდგებოდა. ვერც გამოდგა: გულშემატკივრის გასახარად, ქართველმა ძიუდოისტებმა ოქროს მედლები მოიპოვეს, საქართველოს ხელისუფლების გასახარად კი ვლადიმირ პუტინი „საქართველოს ჰიმნსაც წამოუდგა და ქართველ სპორტსმენებს ტაშიც დაუკრა“. თუ გავიხსენებთ, რომ ეს ფაქტი ქართულმა საერთო მაუწყებლებმა ხაზგასმით გააშუქეს (ესე იგი, კიდეც გაუკვირდათ), გაჩნდა ეჭვი, რომ თავად, რუსეთის ნაკრების გამარჯვების შემთხვევაში, არც რუსეთის ჰიმნს წამოუდგებოდნენ და არც რუს სპორტსმენებს შეაწევდნენ ტაშს. მაგალითად, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარემ, ბ-ნმა ნაცვლიშვილმა, ის სცენარიც გაგვაცნო, რომელიც, მისი განმარტებით, ვლადიმირ პუტინს ჰქონია მომზადებული: რუსეთის ნაკრები პირველ ადგილზე უნდა გასულიყო, მეორეზე ან მესამეზე – ქართველები. რფ-ის უგვირგვინო მეფეს რუსი სპორტსმენებისთვის პირადად უნდა ჩამოეკიდა ოქროს მედლები და ქართველი სპორტსმენებისთვის ზემოდან დაეხედაო. იქიდან გამომდინარე, რომ ბ-ნი პუტინი ხანდახან ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ, როგორც ოკუპანტების ენაზე იტყვიან, „უ ნეგო ნე ვსე დომა“, ადვილი შესაძლებელია, ბ-ნი ნაცვლიშვილის ბაგეებმა სრული ჭეშმარიტება გვამცნეს. მეტიც, ისე მოხდა, რომ რფ-ელი სპორტსმენები იტალიელებმა ამოაგდეს და ამიტომ ფინალამდე ვერც კი მიაღწიეს. შესაძლოა, ნიუანსია, მაგრამ, მაინც სასიამოვნო, რომ ქართველმა ძიუდოისტებმა გაიმარჯვეს (მით უმეტეს, როდესაც რუსის ჯარმა ჩვენი ჯარი ხორბლის მინდორივით მოხნა). რაც შეეხება იმით აღტაცებას, რომ, თურმე, პუტინს ჩვენი სპორტსმენებისთვის ტაში დაუკრავს: ჩვენს მთავარსარდალ-სარდლებს რომ ევარგათ, მაშინ გენახათ, რა ტაშისცემას ატეხავდა მტერიც და მოყვარეც!


скачать dle 11.3