კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ღარიბი გულშემატკივრის ბედნიერება


ცალკალოშიანი „შემოდგომის აზნაურები“

მართალია, ქართველი გულშემატკივარი მთლად ისეც ვერ არის განებივრებული, რომ საკუთარი გუნდის წარმატებებით დატკბეს, სამაგიეროდ, მის ბედნიერებაზე „იტნერამერიკა სპორტი“ ზრუნავდა (მხოლოდ მისი სახელწოდება რად ღირს!), ზრუნავს და კვლავაც იზრუნებს. ჰოდა, რაკი ასეა, ამ ჩვენს სამშობლოში თვით მარადონა ჩამოიყვანა. შესაბამისად, „ინტერამერიკა სპორტის“ თავკაცი, ნიკო პატარქალიშვილი, თავმომწონედაც შენიშნავს, არავინ ელოდა, რომ თბილისში მარადონა ჩამოვიდოდა, მაგრამ, ჩამოვიდაო (აბა, აწი რაღა მოგვკლავს?!), ოღონდ, ბ-ნ პატარქალიშვილს აი, ის კი აღარ გახსენებია, რამდენმა ქართველმა გულშემატკივარმა მოახერხა მარადონასთვის ნატურაში თვალის შევლება. ჰოდა, რაკი არც გახსენებია, გვპირდება, რომ ახლა უკვე პელეს ჩამოყვანაზე მუშაობს, პელეს წარმომადგენელთან მოლაპარაკება უკვე გაიმართა და, ისე გადაირია სიხარულით, მადლობაც კი გვითხრაო (აბა, ხელს ხომ არ გაარტყამდა?!), თუმცა, კონკრეტული თარიღი მომავალში უნდა გაირკვეს (პელეს მეტად დატვირთული გრაფიკი აქვსო). მეტიც, არა მხოლოდ პელესი, მასთან ერთად სამხრეთამერიკელი ახალგაზრდა მსოფლიო ტალანტების ჩამოყვანაც სდომებიათ. როგორც უნდა მოხდეს, ისიც საქმეა, თუ გამარჯვებას დანატრულ ამ ჩვენს გულშემატკივარს ასე მაინც გაახალისებენ. ოღონდ, თუ გავიხსენებთ, რომ მარადონას მატჩზე დასასწრებად ბილეთებს ცეცხლის ფასი ეკიდა და იმაზე მეტი გულშემატკივარი იყო სტადიონის გარეთ, ვიდრე – ტრიბუნებზე, პელეს ჩამოყვანასაც კლდიაშვილისეული ცალ-ცალკალოშიანი „შემოდგომის აზნაურების“ ელფერი დაჰკრავს.


скачать dle 11.3