კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მწვანე კუთხე


კითხვა: მაინტერესებს, რით შეიძლება გავამრავლო ამარილისი?

პასუხი: ეს მცენარე იოლად მრავლდება ბოლქვის კბილებით. ამარილისის ღირსება ბოლქვის სიდიდეზეა დამოკიდებული. არსებობს ბოლქვი, რომლის გარშემოწერილობა 20-25 სანტიმეტრს აღწევს. ასეთი ბოლქვი გაცილებით ღონიერ მცენარეს და მოზრდილ ყვავილს იძლევა. ეს მცენარე ძალიან კარგად ხარობს ოთახში. ჩარგვისას გაითვალისწინეთ შემდეგი შემადგენლობის ნიადაგი: თითო წილი თიხა, ნეშომპალა და ნაკელი, ნახევარი წილი კი – მსხვილი სილა.

კითხვა: შესაძლებელია თუ არა ციკასის გადარგვა და რას მირჩევთ, რომელ სეზონზე შევუცვალო ჭურჭელი?

პასუხი: ამ მცენარის გადარგვა საჭიროა ხუთ წელიწადში ერთხელ. სასურველია, თუ ამას გაზაფხულზე გააკეთებთ. მცირე ზომის ჭურჭელი მოითხოვს კარგ დრენაჟს. გადარგვისას ფესვები არ შეაჭრათ. შეიძლება, ამან მცენარის დაზიანება გამოიწვიოს. გაითვალისწინეთ, ჭურჭელში ჭარბი ტენი ციკასის ფესვების ლპობას იწვევს. ამიტომ, ხშირად შეამოწმეთ ნიადაგი. არც ძალიან გამოაშროთ და არც ძალიან დაასველოთ.

კითხვა: როგორ ადგილას დავდგა ჭორიკანა და ხშირი მორწყვა სჭირდება, რომ არ გახმეს?

პასუხი: მცენარე აუცილებლად კაშკაშა სინათლეზე დადგით. ასეთ ადგილას ჭორიკანას ფოთლები ხასხასა ფერის და უფრო შთამბეჭდავია. თუ მცენარეს საკიდ კალათზე დაკიდებთ და ნათელ ადგილას მოათავსებთ, ის უკეთ იყვავილებს. ზაფხულში ჭორიკანა აქტიურად იზრდება, ამ დროს მისი მიწა ტენიანი უნდა იყოს. ზამთარში შედარებით იშვიათად დაუსხით წყალი, მაგრამ ყოველთვის ეცადეთ, რომ მიწა ძალიან არ გამოაშროთ. ზაფხულობით ნიადაგი რეგულარულად გაუნოყიერეთ.

კითხვა: როგორ მოვუარო მარანტას ოთახის პირობებში, რომ კარგად გაიხაროს?

პასუხი: მარანტას კარგი სინათლე უყვარს, თუმცა არ მოსწონს მზის პირდაპირი სხივები. თუ ზაფხული ცხელი იქნება, ეცადეთ, ტენი არ მოაკლოთ. მთელი წლის განმავლობაში შეინარჩუნეთ მინიმალური ტემპერატურა – 16 გრადუსი. მაღალი ტემპერატურის პირობებში, მცენარე ხშირად მორწყეთ. სიცივეში იშვიათად დაასხით წყალი. რაც უფრო თბილა, მარანტას მით მეტი ტენი სჭირდება. მტვერი და წყლის წვეთები ფოთოლს აუშნოებს. ამიტომ, ზემოდან ნუ მორწყავთ. ფოთლები სველი ნაჭრით გაუწმინდეთ. კარგია თუ სასტუმრო ოთახში, ჩრდილში დადგამთ. ამ მცენარეს სხვა დამატებითი პირობების შექმნა არ სჭირდება. თუ ამ ყველაფერს გაითვალისწინებთ, მარანტა მშვენივრად გაიხარებს ნებისმიერ სახლში.


скачать dle 11.3