კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი დაავადება გადადის ცხოველიდან პატრონზე


თუ სახლში ცხოველი გყავთ, ისიც უნდა იცოდეთ, რომ არსებობს რამდენიმე დაავადება, რომლებიც ცხოველიდან ადამიანზე გადადის. ამიტომ, ურიგო არ იქნება, თუ ვეტერინარის რჩევებს გაითვალისწინებთ და საკუთარ ჯანმრთელობას დაიცავთ. საშიში და გადამდები დაავადებების შესახებ კი ვეტერინარი ზაქრო ბაჯიაშვილი მოგითხრობთ.

ზაქრო ბაჯიაშვილი: დაავადებებს, რომლებიც ცხოველიდან ადამიანზე გადადის, ზოოანთროპოზული დაავადებები ეწოდება. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე არის ოცდაათამდე საშიში დაავადება, რომლებიც, როგორც ძაღლისა და კატისთვის, ასევე ადამიანისთვისაც საშიშია. ესენია: ჰელმინთოზი, ლეპტოსპიროზი, ტოქსოპლაზმოზი, ცოფი და სხვა მრავალი. ადამიანი დაავადებულ გარეულ ან შინაურ ცხოველთან კონტაქტით ზოოანთროპოზული დაავადებით ავადდება. ლეპტოსპიროზი მწვავედ მიმდინარე დაავადებაა, რომლითაც ავადდებიან ძუძუმწოვრები და ადამიანები.

– დაავადება გადამდებია?

– დაავადება გადადის დაავადებული ცხოველის შარდთან ან დაბინძურებულ გარემოსთან უშუალო კონტაქტის დროს. ეს სარისკოა განსაკუთრებით ნესტიან ადგილებსა და დამდგარ წყალსაცავებში. ინფექციურ დაავადებას, ლისტერიოზს, ორგანიზმში ლორწოვანი გარსიდან და დაზიანებული კანიდან შეუძლია, შეაღწიოს. ის მრავლდება სისხლში, ღვიძლში, თირკმელებსა და სხვა ბევრ ორგანოში.

– პროფილაქტიკისთვის თუ გამოიყენება რამე?

– სპეციფიკური პროფილაქტიკისთვის გამოიყენება მრავალი სახის ასოცირებული ვაქცინა, მასობრივი იმუნიზაციისთვის კი, გამოიყენება ჰიპერიმუნური შრატები, რომლებიც ადამიანს ორი კვირის განმავლობაში იცავს. დასნებოვნების პროფილაქტიკისათვის რეკომენდებულია, რომ თქვენი ძაღლი დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინით აცრათ. მკურნალობა რაც შეიძლება ადრე უნად დავიწყოთ. თუ ცხოველი დაავადდა, მასთან კონტაქტის დროს აუცილებლად უნდა დავიცვათ პირადი ჰიგიენის წესები. დიაგნოზის დასმის დროს არ ჩავარდეთ პანიკაში და სასწრაფოდ მიაკითხეთ კვალიფიცირებულ ვეტერინარ ექიმს.

– ჰელმინთოზი რა არის?

– ჰელმინთოზი ადამიანისა და ცხოველის დაავადებაა, რომელიც გამოწვეულია პარაზიტული ჭიებით. სამწუხაროდ, ცხოველი, რომელიც ჰელმინთოზებით არის დაავადებული, დაავადების მატარებელია და უნარი აქვს, ადამიანიც დაასნებოვნოს.

არის შემთხვევები, როცა ძაღლი და მისი პატრონი ერთი თეფშიდან ჭამენ, ბავშვები კი ძაღლთან თამაშის დროს მთლად გალოკილები არიან. ეს დაუშვებელია, რადგან, ხშირ შემთხვევაში ამით საკუთარ ჯანმრთელობას უქმნით საფრთხეს.

– ჰელმინთოზის მკურნალობისთვის რა არის საჭირო?

– ჰელმინთოზის მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის საჭიროა, დავიცვათ პირადი ჰიგიენა, ჩავუტაროთ პროფილაქტიკური დეჰელმინთიზაცია (ჭიაზე დამუშავება) როგორც ჩვენს ცხოველს, ასევე საკუთარ თავსაც, ყოველ 3 თვეში ერთხელ. სასურველია, ხორცსა და ხორცის პროდუქტებს, რომელიც უნდა გამოიყენოთ ცხოველის საკვებად, თერმული დამუშავება ჩავუტაროთ.

ცოფი მსოფლიო მნიშვნელობის დაავადებაა, რომლის წყაროდ ითვლება შინაური და გარეული ცხოველი. კბენის დროს ვირუსი ხვდება ქსოვილში, საიდანაც მიგრირებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში პერიფერიული ნერვების საშუალებით. ინკუბაციური პერიოდის ხანგრძლივობა 12 დღიდან იწყება და, შეიძლება, გასტანოს ერთ წლამდე, მაგრამ, ძირითადად, 4-6 კვირა გრძელდება.

აღნიშნული პერიოდი მცირდება ვირუსის მაღალი კონცენტრაციის და თავზე ან კისერზე კბენის დროს. ცოფის მკურნალობა არ არსებობს და კლინიკის გამოვლინების დროს გამოსავალი ყოველთვის სასიკვდილოა. ამიტომ, ვაქცინაცია პროფილაქტიკის ეფექტური საშუალებაა, რომელიც აუცილებელია ყველა ძაღლისა და კატისათვის – აუცილებელია ჩავუტაროთ ყოველწლიურად.

– რაც შეეხება ტოქსოპლაზმოზს?

– ტოქსოპლაზმოზი არის პროტოზოული, უმარტივესი ერთუჯრედიანი, დაავადება, რომლითაც ავადდებიან კატა და ადამიანი. ის გამოწვეულია უჯრედშიდა პარაზიტით, რომელსაც ახასიათებს განვითარების ორი ფაზა: უსქესო გამრავლების, რომელიც ხდება შუალედური მასპინძლის ორგანიზმში და სქესობრივი გამრავლება, რომელიც ხდება საბოლოო მასპინძლის ორგანიზმში, კერძოდ, კატისა და ზოგიერთი გარეული ცხოველის ნაწლავებში.

– რა იწვევს ამ დაავადებას?

– ცხოველი ავადდება დაავადებული უმი ხორცის ჭამით, ადამიანი კი – დაავადებული ცხოველისგან, რომელიც გამოყოფს პარაზიტს.

რაც შეეხება ტოქსოპლაზმოზით დაავადების პროფილაქტიკას, ესაა ხორც-პროდუქტების სწორი მომზადება (ხანგრძლივი თერმული დამუშავება) როგორც ცხოველებისთვის, ასევე ადამიანისთვისაც.

– მუნიც გადადის ცხოველიდან ადამიანზე?

– მუნი კანის სოკოვანი დაავადებაა, რომლის გამომწვევიც არის ორი სახის სოკო: ტრიქოპითოზი და მიკოსპოროზი. დაავადება გადადის ადამიანზე კონტაქტით. მისი განვითარების ძირითადი მიზეზია იმუნოდეფიციტი. ამიტომ, ის განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისა და მოხუცებისთვის. სასურველია, თავი ავარიდოთ დაავადებულ ცხოველთან კონტაქტს. დაავადებული ცხოველი ადვილად იკურნება სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებით. უნდა დავიმახსოვროთ, რომ ცხოველის მეპატრონეები პასუხს ვაგებთ არა მარტო საკუთარი თავისა და ჩვენი ცხოველის ჯანმრთელობაზე, არამედ გარშემო მყოფებზეც. გახსოვდეთ, საშიში ზოოანთროპოზული დაავადებების პროფილაქტიკა – დროული ვაქცინაციაა!


скачать dle 11.3