კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყველაფერზე ძლიერი


სიყვარული ყველაზე ძლიერი ემოციაა – იმიტომ, რომ ის ერთდროულად ეუფლება თავს, გულსა და სხეულს... ამბობენ, რომ ქალი გაცილებით სუსტია სიყვარულის წინაშე, ვიდრე მამაკაცი, თუმცა, ასეც არ არის. უბრალოდ, მამაკაცს შეუძლია, დიდხანს მალოს გრძნობა თავის გულში, მაგრამ, იმიტომ არა, რომ ასე ურჩევნია. უბრალოდ, მას კომპლექსი აქვს, რომ უარს ეტყვიან და სწორედ ამის ეშინია. როცა ქალი უკარებას თამაშობს და ფიქრობს, რომ ამით მამაკაცი უფრო ინტრიგდება და „ებმება“, ის ძალიან ცდება. თუკი მამაკაცს იმის მცირე იმედიც კი არ გაუჩნდება, რომ მისი გრძნობა უპასუხოდ არ დარჩება, შეიძლება, საერთოდ არაფერი თქვას. ამიტომაც ამჩნევენ და იყვარებენ კაცები უფრო ხშირად აქტიურ, სულ მოღიმარ და კეკლუც ქალებს. ისინი ხომ, ნებსით თუ უნებლიეთ, თავისი საქციელით გამოწვევას გზავნიან და ისიც უპასუხოდ არ რჩება.

სიყვარული მართლაც ყველაფერზე ძლიერი გრძნობაა. არაერთხელ გვითქვამს და უკვე დადგენილია, რომ ეს ორგანიზმში სერიოზულ ცვლილებებსაც კი იწვევს. ზოგიერთი ექიმი სიყვარულს ავადმყოფობას ადარებს, რომლისგან განკურნებაც საკმაოდ რთულია. ალბათ, ეს არც არის საჭირო – ვის უნდა ცხოვრება უსიყვარულოდ?! ალბათ, ამიტომაც აღარ ცდილობს არავინ, გამოიგონოს წამალი, რომელიც კაცობრიობას ამ სენისგან განკურნავს. თუკი შეგიყვარდათ, გლოვას კი ნუ მიეცემით, გიხაროდეთ, რადგან, ხშირ შემთხვევაში, სიყვარული ადამიანში საუკეთესო ემოციებს იწვევს და ისეთ შესაძლებლობებს წამოწევს წინა პლანზე, რომლებზეც ადრე წარმოდგენა არ გქონდათ. დიახ, სიყვარული ზოგჯერ ჩვენზე ძლიერია. ამიტომ, არ ღირს, ბრძოლა გამოუცხადოთ მას. პირიქით, მიიღეთ, დანებდით და ისიამოვნებთ!


скачать dle 11.3