კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჰოლივუდის რომელ ლამაზმანს აქვს ყველაზე ლამაზი მკერდი


ყველაზე სექსუალური და ყველაზე ლამაზი ვარსკვლავების რეიტინგებს საკმაოდ ხშირად ადგენენ, გულახდილ და პროვოკაციულ რეიტინგებს კი – ნაკლებად. ყველაზე ლამაზი ბიუსტების რეიტინგი სწორედ ასეთ იშვიათობად ითვლება, რადგან ყველაზე ლამაზი მკერდის მფლობელ ჰოლივუდელ ლამაზმანებს შორის საუკეთესოს გამოყოფა არცთუ იოლი საქმეა, რადგან კანდიდატი ძალიან ბევრია. პოპულარულმა ამერიკულმა სატელევიზიო გადაცემა „აქსეს ჰოლივუდმა“ გარისკა და საზოგადოებას ყველაზე ლამაზი მკერდის მქონე ჰოლივუდელი ლამაზმანების ტოპ-ათეული წარუდგინა.

პირველი ადგილი და, შესაბამისად, ყველაზე ლამაზი მკერდის მფლობელი ჰოლივუდელი ლამაზმანი სკარლეტ იოჰანსონი გახდა. „მატჩ პოინტისა“ და „უკანასკნელი ბოლეინის“ ვარსკვლავი სკარლეტი, უკვე რამდენიმე წელია, ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ ვარსკვლავად ითვლება, რომელსაც ისეთ ცნობილ მამაკაცებთან რომანებს მიაწერდნენ, როგორებიც არიან: ჯოშ ჰარტნეტი, ჯასტინ ტიმბერლეიკი და მარკ უოლბერგი. 2008 წელს სკარლეტმა, რომელიც ახლო მომავალში ბლოკბასტერ „რკინის კაცის“ სიქველში მოგვევლინება, თავისი ცხოვრება რაიან რეინოლდს დაუკავშირა და წყვილმა ვანკუვერში იქორწინა. და რაც მთავარია, სკარლეტ იოჰანსონის მკერდი ნამდვილად ბუნებრივია და ვარსკვლავს არანაირი პლასტიკური ოპერაციები არ გაუკეთებია.

მეორე ადგილზე სექსუალური პოპშემსრულებელი და მსახიობი ჯესიკა სიმპსონი გავიდა, რომლის მკერდსაც ცალკე ფან-კლუბი აქვს გახსნილი ინტერნეტში. ამბობენ, რომ ჯესიკას არაერთი პლასტიკური ოპერაცია აქვს გაკეთებული, თუმცა, ამ ფაქტს მისი გულშემატკივრები დიდ ყურადღებას არ აქცევენ. სხვათა შორის, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავის მომავალ ფილმში ჯესიკა მთლიანად გაშიშვლებას გეგმავს, რაც მოსალოდნელიც კი არის, რადგან ასეთი ფორმების ტანსაცმლით დაფარვა ნამდვილად ცოდვაა.

პოპულარული ტელეწამყვანი და მოდელი ტაირა ბენქსი მესამე პოზიციაზე განთავსდა. იგი თანამედროვე მოდის სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ტოპ-მოდელად ითვლება, რომელმაც კარიერა ტელევიზიაში განაგრძო. იყო დრო, როდესაც ტაირა ათ ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელს შორის ფიგურირებდა და მის სხეულს თავიანთი კლიპებისთვის ჯავშნიდნენ მაიკლ ჯექსონი, ტინა ტერნერი და ჯორჯ მაიკლი.

მეოთხე ადგილის მფლობელი კარმენ ელექტრა, მრავალი წელია, ჰოლივუდის და არა მარტო ჰოლივუდის, სექსსიმბოლოდ მიიჩნევა. მისი სექსუალური ფორმებით არაერთი თაობის მამაკაცია მოხიბლული და თითქმის 40 წელს მიტანებული ვარსკვლავი დღემდე არ თმობს პოზიციებს ყველანაირი სილამაზის რეიტინგებსა და გამოკითხვებში. პოპულარობა კი მას 1996 წელს გამოსულმა „ფლეიბოიმ“ მოუტანა, რის შემდეგაც სილიკონიანი მკერდის მქონე ლამაზმანი „მალიბუს მაშველებმა“ გადაიბირეს.

„ლუი ვიტონის“ სახის და ჟურნალ „მაქსიმის“ გამოკითხვით, 2007 წლის ყველაზე სექსუალური ქალის, ლინდსი ლოჰანის პირადი ცხოვრება, დიდი ხანია, საზოგადოების ინტერესის სფეროში მოექცა. იგი ცნობილია თავისი ექსპერიმენტებით ალკოჰოლთან და ნარკოტიკებთან დაკავშირებით, ასევე, მას მიაწერენ ლესბოსურ კავშირებს ქალებთან, მაგრამ, მიუხედავად ამ ყველაფრისა, თავისი ლამაზი მკერდით, რომელიც ბუნებრივია, ის საპატიო მეხუთე პოზიციაზე განთავსდა.

სერიალ „გრეის ანატომიის“ ვარსკვლავი, მომხიბლავი ქეთრინ ჰეიგლი, კომედია „ცოტათი ფეხმძიმეს“ შემდეგ გახდა პოპულარული. ამ ფილმში იგი ყურადღებას აქცევდა თავის მკერდს, რომელიც ორსულობის გამო იბერებოდა და, ალბათ სწორედ ამიტომ, ამერიკელებმა ის „ყველაზე ლამაზი ძუძუების“ რეიტინგში შეიყვანეს და მეექვსე პოზიციაზე განათავსეს.

სულ ახლახან, სერიალ „ვამპირების დღიურის“ ვარსკლავმა და „ემტივიზე“ გადაცემა „ჰილსის“ წამყვანმა, ოდრინა პატრიჯმა, ჟურნალ „მაქსიმისთვის“ გაიხადა და საზოგადოებას თავისი უნაკლო სხეული წარუდგინა. ამბობენ, რომ ოდრინს მკერდზე მცირე პლასტიკური კორექცია აქვს გაკეთებული, თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ მისი მკერდი ნამდვილად უნაკლოა, რადგან ამერიკელი მამაკაცების უმეტესობა „ვამპირების დღიურებს“ სწორედ მის გამო უყურებს.

ყველაზე ბევრი კითხვის ნიშანი ამ რეიტინგში ჯენიფერ ანისტონის გამოჩენამ გამოიწვია. რატომ ამჯობინეს ის და არა, მაგალითად, სელმა ჰაიეკი ან ჰოლი ბერი – უცნობია. ბრედ პიტის ყოფილ მეუღლეს და სერიალ „მეგობრების“ ვარსკვლავს არაერთი პლასტიკური ოპერაცია აქვს გაკეთებული სხეულზე, მათ შორის – მკერდზეც. ჟურნალისტებმა ჯენიფერის თინეიჯერობის დროინდელი ფოტოებიც კი მოიძიეს, სადაც ვარსკვლავი ფიცარს უფრო წააგავს, ვიდრე დიდმკერდიან სექსბომბას, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მე-8 პოზიცია რეიტინგში „აქსეს ჰოლივუდმა“ სწორედ მას მიაკუთვნა.

მეგან ფოქსი ჰოლივუდის ახალი სექსსიმბოლოა, რომელსაც მილიონობით მამაკაცი ეთაყვანება. „ტრანსფორმერების“ ვარსკვლავი ყველაზე ლამაზებისა და სექსუალურების გამოსავლენად ჩატარებული უამრავი გამოკითხვის გამარჯვებული, ანუ, პირველი ადგილის მფლობელია, თუმცა, მისი ლამაზი მკერდი, რომელსაც რამდენიმე ტატუ ამშვენებს, მხოლოდ და მხოლოდ მე-9 ადგილს დასჯერდა „აქსეს ჰოლივუდის“ რეიტინგში. სხვათა შორის, ახლო მომავალში ჰოლივუდში „წითური სონიას“ რიმეიქის გადაღება იგეგმება, რომელშიც მეგანი მთავარ როლს შეასრულებს და, ვარაუდობენ, რომ როლისთვის იგი მცირე პლასტიკურ ოპერაციას გაიკეთებს – მკერდს რამდენიმე ზომით გაიზრდის.

მე-10 ადგილი ბიონსე ნოულზს ხვდა წილად. შავკანიანი მომღერალი და მსახიობი კარიერის პიკზე იმყოფება და მის შესახებ უამრავი ჭორი ვრცელდება, თუმცა, ყველა ერთხმად აღიარებს, რომ ბიონსეს სხეული უნაკლოა და მის მშვენიერ მკერდს გაცილებით მაღალი ადგილი უნდა ეკავოს რეიტინგში, თუმცა, ამერიკელმა ჟურნალისტებმა ასე გადაწყვიტეს და რეიტინგის საბოლოო პოზიცია „სინგლ ლეიდის“ – ბიონსე ნოულზს მიაკუთვნეს.


скачать dle 11.3