კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ მოკლა ყოფილმა პოლიციელმა მეზობელი


7 წლის გიორგი იმერლიშვილის უსასტიკესი მკვლელობისთვის მოსამართლე ლელა შკუბულიანმა ყოფილ პოლიციელს ჯემალ სამადაშვილს უვადო, ხოლო მის არასრულწლოვან შვილს, კახას, 12 წელი მიუსაჯა. ამის მიუხედავად, მშობლებისთვის დღემდე გაურკვეველი დარჩა, რატომ მოუკლეს ერთადერთი შვილი. ოფიციალური ვერსიით, ბავშვი ფულის გამოძალვის მიზნით გაიტაცეს, მაგრამ რეალურად მკვლელობის მოტივს პასუხი ვერც გამოძიებამ და ვერც სასამართლომ გასცა. უსასტიკესად ნაწამები და შემდეგ მოკლული 7 წლის გიორგი იმერლიშვილის გამო მთელი ფონიჭალა ფეხზე დადგა. მოკლედ, მომხდარის გამო ბრალდებულები მამა-შვილი სამადაშვილები გახდნენ. მაგრამ, არ იყო გამორიცხული, პასუხი ჯემალ სამადაშვილის მეორე შვილისთვის, არასრულწლოვანი სოფოსთვისაც მოეთხოვათ. სხვათა შორის, აქვე უნდა ითქვას, რომ მისი პირველი შვილიც მამის მსხვერპლია – კახა სამადაშვილს მამამისის თურმე იმდენად ეშინოდა, რომ მის ყველა ბრძანებას უსიტყვოდ ასრულებდა...

ამაზრზენი საქმის

უცნობი დეტალები

153-ე საჯარო სკოლის მოსწავლე, 7 წლის გიორგი, ქვემო ფონიჭალაში მცხოვრები ლია და გელა იმერლიშვილების ერთადერთი შვილი იყო. ოჯახი ხელმოკლედ ცხოვრობდა. ქმარი წისქვილკომბინატში, ხოლო ბავშვის დედა მისივე სადარბაზოს პირველ სართულზე, პოლიკლინიკაში ექთნად მუშაობდა.

მკვლელობაში ბრალდებული 43 წლის ჯემალ სამადაშვილი იმერლიშვილების, ფაქტობრივად, კარის მეზობელია. ისინი ერთ კორპუსში, მაგრამ გვერდიგვერდ სადარბაზოში ცხოვრობენ – გარდაცვლილის მამა და ჯემალ სამადაშვილი ერთად გაიზარდნენ. იმ პერიოდში სამადაშვილის მეუღლე თურქეთში იყო სამუშაოდ წასული, თავად კი მეცნიერებათა აკადემიის დაცვის თანამშრომელი გახლდათ. ოჯახებს შორის პირადი მტრობა სრულიად გამორიცხულია, მაგრამ რა გახდა მკვლელობის მოტივი? პასუხი არ არსებობს. დაკავებულის პირველი ვერსია, რომ მან ბავშვი ფულის გამოძალვის მიზნით გაიტაცა, თითქმის დაუჯერებელია, რადგან იმერლიშვილები ხელმოკლედ ცხოვრობენ. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ სამადაშვილებს ბანკიდან 10 ათასი ლარი სესხი ჰქონდათ აღებული.

ლია იმერლიშვილი, გარდაცვლილის დედა: „ბავშვი მკვლელობამდე ოთხი დღით ადრე ჩამოვიყვანე სოფლიდან. გატაცების წინა დღეს, ჯემალ სამადაშვილი ეზოში თავის ავტომანქანას ღებავდა, გიორგი მასთან იყო და ეხმარებოდა – როგორც ჩანს, ბავშვს იჩვევდა. ბავშვი რომ მოვიკითხე, ჯემალმა მიპასუხა – ნუ გეშინია, ჩემთანააო. მეორე დღეს, ჩემი სახლის პირველ სართულზე, პოლიკლინიკაში ვიყავი, სადაც ექთნად ვმუშაობ. ბავშვი თან მყავდა, მაგრამ ეზოში სათამაშოდ გამოვიდა. ზუსტად 15 წუთში გამოვხედე და იქ აღარ იყო. ვერსად ვიპოვე. ისე შევშინდი, გული შემიწუხდა და მეზობლებმა მომასულიერეს. დამნახავი არავინ იყო, მაგრამ ის ნამდვილად ვიცოდი, რომ ბავშვი უცხოს არ გაჰყვებოდა. მთელი უბანი ეძებდა, მაგრამ მალე ჩემს მეუღლეს დაურეკეს. გელა ხარო? ჰკითხეს და კიო, რომ უპასუხა გაუთიშეს. ამის შემდეგ, მესიჯი მოვიდა: „თქვენი შვილი ჩემთანაა, არ ინერვიულოთ, 2 დღეში დაგიკავშირდებით, პოლიციას არ შეატყობინოთ. თუ შეატყობინებთ, თქვენს შვილს ვეღარ ნახავთ“. იმავე ნომერზე დავრეკეთ, მაგრამ როგორც ჩანს, სიმბარათი უკვე გადაგდებული ჰქონდა. რადგან მესიჯი მოიწერეს, ვიფიქრე, ფულს ითხოვდნენ, მაგრამ ვერ დაველოდებოდით, განვაცხადეთ და დაახლოებით, სამის ნახევარზე პოლიციაში წაგვიყვანეს. მთელი ღამე იქ ვიყავით. პოლიციას ის ნომერი გადავეცით, საიდანაც მესიჯი მოვიდა და იმავე ღამეს კომპიუტერმა ჩვენს თვალწინ სამადაშვილის ფოტო ამოაგდო. ძალიან დავიბენით. კომპიუტერითვე გაირკვა, რომ მას ბანკიდან 10 ათასი ლარი ჰქონდა გამოტანილი და პოლიციაში დაიბარეს. მეორე დღის 2 საათამდე ველოდებოდით მის მოყვანას. როგორც გავიგეთ, თავს იგიჟებდა, მე არ ვიყავიო. მისი მოყვანის შემდეგ ჩვენ წამოვედით და ზუსტად ამ დროს მისი შვილი, კახაც მოიყვანეს.

არადა, იმ პერიოდში, როდესაც მთელი უბანი ბავშვს ეძებდა, მისი გოგო ადიოდა და ჩადიოდა კიბეზე, თან გვეკითხებოდა – ვერ იპოვეთო? თვითონ ჯემალიც იქ ტრიალებდა, მეზობლებს ეკითხებოდა იპოვესო? მოკლა და თან კითხულობდა“...

მკვლელობაცაა და მკვლელობაც. ბავშვი ისე იყო ნაწამები, ეჭვიც კი ეპარებოდათ, რომ გარდაცვლილი ნამდვილად გიორგი იყო. მიცვალებული საკუთარ ფოტოს ოდნავადაც არ ჰგავდა. მთლიანად ყავისფერი მიცვალებულის ნახვა იმდენად შემზარავი იყო, პანაშვიდზე მისული ხალხი ცუდად ხდებოდა...

ჯემალ სამადაშვილმა დაკავებისთანავე განაცხადა: „დღის 12 საათისთვის დავინახე ბავშვი. ჩავედი ეზოში, მანქანა იქით გავაჩერე და ვუთხარი გაგასეირნებ-მეთქი. წავედით სოფელში. იქ ვაპირებდი, რომ დამება და მერე ოჯახისთვის რაღაც მომეთხოვა. სოფელში არის დიდი მილი, მიწისქვეშ, 20 მეტრია. ხელი ვკარი და დავარდა. შეიძლება რაღაც იტკინა. ჩავხტი მეც, ბავშვი თოკით შევბოჭე, რომელიც წინასწარ მქონდა მომარაგებული და პირი კი ნაჭრებით ავუკარი. მერე გავგზავნე მესიჯი, რომ ასე და ასეა საქმე, ჩემთან არის და არ ინერვიულოთ, პოლიციას არ შეატყობინოთ, დაგიკავშირდებით ერთ-ორ დღეში-მეთქი... ბავშვს რომ თოკი მოვხსენი, ძალიან აგრესიული იყო... ძალიან შემეშინდა და მოვგუდე. მერე ამოვათრიე ზემოთ, მანქანით წავედი და იქ ჩავაგდე“.

რა გაარკვია სასამართლომ

ოფიციალური საქმის მასალებით, ჯემალ სამადაშვილმა 7 წლის ბავშვი გამოსასყიდის გამო გაიტაცა და განზრახვა შვილს, არასრულწლოვან კახა სამადაშვილს გაანდო. 2009 წლის 16 ივლისს, დაახლოებით, 12 საათზე, სამადაშვილის ვაჟი სამალავის მომზადებისა და მეთვალყურეობის გასაწევად, მამის დავალებით გარდაბნის რაიონის სოფელ მუხრანთელეთში წავიდა. მამამ კი ეზოში სათამაშოდ მყოფი ბავშვი თავის ბინაში აიყვანა, რომ ხელსაყრელ მომენტში მუხრანთელეთში გადაეყვანა. შესაძლო ტირილისა და ხმაურის თავიდან ასაცილებლად, სამადაშვილმა არასრულწლოვანს ალკოჰოლი მიაღებინა, დაელოდა მის დათრობას და დაახლოებით, 14 საათზე თავისი ტელეფონიდან გატაცებული ბავშვის მამას – გელას, ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა. კატეგორიულად გააფრთხილა, რომ ბავშვი მასთან იმყოფებოდა და პოლიციასთან დაკავშირების შემთხვევაში, შვილს ვეღარ იხილავდა. გათავისუფლების სანაცვლო პირობას კი, ორ დღეში შეატყობინებდა.

თუმცა, მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ მშობლებმა პოლიციას მიმართეს, გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად, განსაკუთრებული სისასტიკით ჯერ სცემა მძევალს, რითიც მრავლობითი დაზიანება მიაყენა, ხოლო შემდეგ, ბლაგვი საგნის თავში ჩარტყმით მოკლა. დაუდგენელი პირი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო სამადაშვილმა შვილს – კახას შეატყობინა და აღნიშნული პიროვნების დახმარებით, გარდაცვლილის გვამი მუხრანთელეთში მდებარე მათი საცხოვრებელი სახლის ეზოში დამარხა...

სამადაშვილი იმავე ღამეს დააკავეს. მისი ბინიდან – საბრძოლო მასალა, ხოლო მისი შვილის ოთახიდან დიდი რაოდენობით ჰეროინი ამოიღეს. ამიტომ, მამა-სამადაშვილს – ბრალად ედება მკვლელობა, ხოლო მის შვილს – მძევლად ხელში ჩაგდება და ნარკოტიკული საშუალების განსაკუთრებით დიდი რაოდენობით შეძენა-შენახვა.

განსასჯელთა ვერსია

ჯემალ სამადაშვილი ყველა დაკითხვაზე მომხდარს სხვადასხვანაირად აღწერდა, სასამართლოზე კი სრულიად განსხვავებული ჩვენება მისცა.

პატიმრის განცხადებით, იმ დღეებში დედასთან უსიამოვნების გამო განერვიულებული იყო. იმ დილით კი, დაახლოებით, 11 საათზე ავარია მოუხდა – მანქანა სწრაფად მიატრიალა და გიორგის დააჯახა. მისი თქმით, ვეღარ აზროვნებდა, ბავშვი ბინაში აიყვანა და ცდილობდა წყლით მოესულიერებინა, მაგრამ მიხვდა, რომ უკვე მკვდარი იყო. გადაწყვიტა, გადაემალა. შინ მისი გოგონა იყო და გააფრთხილა, ოთახიდან არ გამოსულიყო. მისი ჩვენებით, ეზოში ბავშვი დიდი ჩემოდნით ჩაიტანა. უკანა საბარგულში ჩადო და შვილთან, კახასთან ერთად სოფელში წავიდა. ჩვენების თანახმად, სოფელში მისვლისას, ბავშვის გვამი სათავსოში შეიტანა ისე, რომ არ უწამებია. მერე კი უკან, სახლში დაბრუნდა და შვილს – სოფოს უთხრა, ისიც თან გაჰყოლოდა. ამის შემდეგ, ბავშვის მამას მესიჯი გაუგზავნა. ერთხელ დაელაპარაკა კიდეც, უთხრა, რომ ბავშვი მასთან იყო და ისევ დაუკავშირდებოდა. მისივე თქმით, შემდეგ ბავშვის მშობლებთან სოფოსაც დაარეკინა... „ღამის 4 საათზე მე და კახა ავედით. ვფიქრობდი, ბავშვი გადამემალა, ან მიწა მიმეყარა. ორმო ცოტაზე ამოთხრილი იყო და თხრა კიდევ დავიწყე. შევამჩნიე, კახა მითვალთვალებდა და ვუყვირე, მომშორებოდა. შემდეგ ბავშვი გამოვიყვანე, ორმოში ჩავაწვინე და მიწა მივაყარე, მაგრამ შევამჩნიე მანქანა მოდიოდა. ამის გამო ვეღარ მოვახერხე დამემარხა, ან უკან წამეყვანა და სადმე სხვაგან გადამემალა. ჩემოდანი სოფელში დავწვი და მალევე ჩაიფერფლა. კახას დაველაპარაკე, ვუთხარი, რომ სასწრაფოდ სამსახურში მიბარებდნენ, იქ მივდიოდი და თუ შეძლებდა, ბავშვის გვამი მოეცილებინა. ბენზინს ვასხამდი სოდის თანამშრომლებმა რომ წამიყვანეს.

მისი შვილის, კახა სამადაშვილის ჩვენებით, იმ დილით მამამ დაავალა ძაღლი გაესეირნებინა და ეზოში ჩავიდა. ცოტა ხანში კი უთხრა, რომ სოფელში წასულიყვნენ. კახას თქმით, მას წასვლა არ უნდოდა, მაგრამ მაინც გაჰყვა. აღელვებული მამისთვის რომ უკითხავს, რა მოხდაო, უპასუხია, რომ ბავშვი შემოაკვდა. სოფელში მისვლისას მამამისი სახლში არ შესულა. 20-25 წუთის შემდეგ ისევ უკან წასულა და დაახლოებით, 3 საათში მის დასთან ერთად დაბრუნებულა. ცოტა ხანში კი სამივენი ისევ თბილისში, ფონიჭალაში წამოსულან. ხოლო როცა დაბნელდა, ბიჭი მამას ისევ სოფელში წაუყვანია და სახლში კვლავ არ შესულა. უკვე ღამე იყო. კახა თავადაც ეზოში გასულა. დაუნახავს, რომ მამამისი მიწას თხრიდა და ყველაფერს მიმხვდარა: „დამიყვირა სახლში შედიო... მანქანები შეამჩნია. 10 წუთში დამიძახა, სამსახურიდან მირეკავენ ტელეფონზე ამაწრიალეს და უნდა წავიდე, შენ ბავშვი ზემოთ დაასვენეო. არ შემიძლია-მეთქი, ვუთხარი, მიყვირა, მეჩხუბა და მლანძღავდა... სახლში დავბრუნდი, ცოტა ხანში მოვიდნენ და მითხრეს გაქცეულს ვეძებთო, სახლი დაათვალიერეს. მეორე დილით, 10-11 საათი იქნებოდა სოდში რომ წამიყვანეს. პოლიციელებს ნებაყოფლობით გავყევი და ვაჩვენე ის ადგილი, სადაც ბავშვი ესვენა. ისიც ვთქვი, მამაჩემმა, რაც ჩაიდინა“.

არასრულწლოვანი კახა სამადაშვილის ადვოკატი განაჩენის გასაჩივრებას ზემდგომ ინსტანციაში აპირებს, რადგან მიიჩნევს, რომ კახა უდანაშაულოა. აფექტურ მდგომარეობაში მყოფ მამას წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა, რადგან არ იყო გამორიცხული მისთვისაც რამე დაეშავებინა. რაც შეეხება ნარკოტიკს, ადვოკატი ამბობს, რომ ის პოლიციამ ჩაუდო. თუმცა, ექსპერტიზის დასკვნით, კახა სამადაშვილის სხეულში ნარკოტიკი აღმოჩნდა. განსასჯელი ამბობს, რომ სოდის თანამშრომლებმა კოკა-კოლას ბოთლით რაღაც სითხე ძალით დაალევინეს და შესაძლოა, ამიტომ აღმოჩნდაო...

სკანდალური საქმის განხილვა სავარაუდოდ, სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდება და ზემდგომი ინსტანცია გადაწყვეტს, არის თუ არა არასრულწლოვანი კახა სამადაშვილი დამნაშავე.


скачать dle 11.3