კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოკლა ლეგენდარულმა ქართველმა მზვერავმა კარგად დაცული ამერიკელი სამხედრო მეტალურგი ქაიროში


ცნობილი საბჭოთა ქართველი მზვერავის, მიხეილ სანაძის წიგნი „ბეწვის ხიდზე“ უხილავი ფრონტის მებრძოლთათვის ქრესტომათიულ სახელმძღვანელოდაა მიჩნეული. საბჭოთა უშიშროების დამსახურებული თანამშრომელი, მრავალი სახელმწიფო ჯილდოს მფლობელი, პოლკოვნიკი მიხეილ სანაძე, 25 წლის განმავლობაში საბჭოთა მთავრობის სპეცდავალებებს ასრულებდა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. საბჭოთა კავშირის დაშლის მერე კი იგი კუბაში გადასახლდა საცხოვრებლად და 1999 წელს ჰავანაში გარდაიცვალა. პოლკოვნიკი სანაძე მოსკოვშია დასაფლავებული. ამ პუბლიკაციაში გთავაზობთ ნაწყვეტს მისი გახმაურებული წიგნიდან.

საბედისწერო მოგზაურობა

უშიშროების სამყაროში ყველაზე რთული პროფესიაა მზვერავი-არალეგალი, ან, უბრალოდ, არალეგალი, როგორც მას ჩვენ ვუწოდებთ. შეიძლება ითქვას, რომ დაზვერვაში მთავარი არალეგალურობაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ყველაფერი უნდა ხელეწიფებოდეს, რადგან, მისი მუშაობის სტილიდან გამომდინარე, შეიძლება, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული დავალებების შესრულება მოუწიოს. ამას კი, მრავალმხრივობა სჭირდება – დღეს რომ პროფესორი ხარ, ხვალ, შეიძლება, მენაგვეობა დაგჭირდეს, ზეგ მეტალურგობა, მაზეგ კი, სულაც, ნარკომანობა... ჩემი არალეგალური სადაზვერვო ცხოვრება-საქმიანობის განმავლობაში უამრავი პროფესია მაქვს მორგებული, რასაც ჩემ მიერ რვა ენის საფუძვლიანად ცოდნა (ქართულისა და რუსულის გარდა) მნიშვნელოვანწილად უწყობდა ხელს.

1968 წელს შოტლანდიური წარმოშობის ტერი მაკარტის პასპორტით ლონდონში ვცხოვრობდი და „უემბლის“ სტადიონის ტექნიკურ სამსახურში საფეხბურთო გაზონის მკრეჭავად ვმუშაობდი. ივნისის დასაწყისში ცენტრიდან გამოგზავნილმა მეკავშირემ მითხრა:

– ხელმძღვანელობის ბრძანებაა, რომ სასწრაფოდ ამსტერდამში გაემგზავროთ და ადამ რონსონის ლიკვიდაცია განახორციელოთ. რონსონი, ჩვენი ცნობებით, იქ კიდევ სამი კვირა დარჩება და შემდეგ ნიუ-იორკში დაბრუნდება. მას პროფესიონალი მცველები ჰყავს და ახლოს არავის აკარებენ, თუმცა, არც შორიდანაა მისი მოკვლა ადვილი და ლიკვიდაციის საშუალება თქვენ თვითონ უნდა მონახოთ. გეტყვით იმას, რომ რონსონი სასტუმრო „პალასში“ ცხოვრობს და ჰომოსექსუალია.

აქვე ვიტყვი, რომ რონსონი პროფესიით მეტალურგი იყო და ადრე საბჭოთა კავშირში მუშაობდა. შემდეგ კი, ერთ-ერთი სამსახურებრივი მივლინების დროს, როდესაც ის ლონდონში მეტალურგთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას ესწრებოდა, სასტუმროდან გაიპარა, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს შეაფარა თავი და ამერიკის მოქალაქეობა ითხოვა, რაც უმალვე დააკმაყოფილეს. მას მერე ადამ რონსონი ნიუ-იორკში ცხოვრობდა და სპეციალური დაცვის ქვეშ იმყოფებოდა, რადგან ამერიკულ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში მუშაობდა და სუპერჯავშნის დამზადების ხელოვნებას ფლობდა. სწორედ ამის გამო გაიცა 40 წლის ადამ რონსონის ლიკვიდაციის ბრძანება და ეს „პატივი“ მე მხვდა წილად...

დავალების მიღებისთანავე „უემბლიზე“ დავბრუნდი და სამსახური დავტოვე. მე, რა თქმა უნდა, შვებულების აღებაც შემეძლო, მაგრამ მზვერავის ალღომ და წლების განმავლობაში გამომუშავებულმა ინტუიციამ მიკარნახა, რომ დავალების შესრულება დროში გაიწელებოდა, გრძელვადიან შვებულებას კი არავინ მომცემდა... ამსტერდამში 1968 წლის 8 ივნისს ჩავედი. ამჯერად „ბრძენი კომერსანტი“ ვიყავი და სასტუმრო „პალასში“ დავბინავდი, სადაც, სამი დღის განმავლობაში ვცდილობდი ადამ რონსონთან მიახლოებას, მაგრამ, ამაოდ. ერთადერთი, რაც დავადგინე, ის იყო, რომ რონსონი თითქმის არ გამოდიოდა სასტუმროს ნომრიდან და მის მცველებს „საყვარელი ბიჭები“ პირდაპირ სასტუმროში მიჰყავდათ... აი, აქ კი გონება გამინათდა და მივხვდი, თუ როგორ უნდა მივახლოებოდი რონსონს. ანუ, იმავე დღესვე, ბერძენი კომერსანტიდან ამსტერდამელ მეძავ ბიჭად ვიქეცი და შესაფერისი ტანსაცმლით შევიმოსე, თმა შევიღებე და ჰომოსექსუალების ბირჟაზე დავდექი... რონსონთან შეხვედრის „ბედნიერება“ მესამე დღეს მერგო წილად. ისე მოხდა, რომ მას ძალიან მოვეწონე, თუმცა, ჩვენ შორის ნამდვილად არაფერი მომხდარა. მას, უბრალოდ, შევუყვარდი და მასთან ერთად ეგვიპტეში მოგზაურობა შემომთავაზა, რაზეც დავთანხმდი. რადგან დაცვა მას გვერდიდან არ შორდებოდა და მისი იქ ლიკვიდაცია არ მოხერხდა, იგივე გრძელდებოდა ეგვიპტეშიც: მე და ადამი პროფესიონალი მკვლელების თანხლებით ვსეირნობდით კაიროს ზღვისპირა ბაღებში და არანაირი შანსი არ მქონდა მის მოსაკლავად. ასე გავიდა სამი კვირა. 1968 წლის 9 ივლისს კი ადამმა მითხრა:

„გადავწყვიტე, საყვარელო, ხვალ მე შენ დაგნებდები და ზღაპრული ეგვიპტური ღამე გვექნება...“

მეც, მეტი რა მინდოდა. „ეგვიპტური ღამისთვის“ საფუძვლიანად მოვემზადე და, როდესაც ადამმა სასტუმროს ნომერი ჩარაზა და ქალის ჰაეროვან კაბაში გამოწყობილი მომიახლოვდა, რომ დამნებებოდა, კისერი მოვტეხე. რომ დავრწმუნდი, მკვდარი იყო, ფანჯრიდან ქუჩაში გადავძვერი, ჯერ საბჭოთა მეკავშირეს შევხვდი და მისგან ფული და ახალი საბუთები მივიღე, შემდეგ კი გარეგნობა მოვიწესრიგე, საშუალო ევროპელის ჰაბიტუსი მივიღე და ნორვეგიაში გავემგზავრე... ასეთი შედეგით დასრულდა ადამ რონსონისთვის საბედისწერო ეგვიპტური მოგზაურობა და, რაც მთავარია, მასთან ინტიმურ ურთიერთობასაც გადავრჩი...


скачать dle 11.3