კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი ლითონი გამოირჩევა მაგიური თვისებებით და რატომ უნდა შეარჩიოთ ძვირფასი სამკაული სწორად


ადამიანებისთვის აუცილებელია უარყოფითი ენერგიისგან დამცველი საშუალებების ტარება, თავდაცვის მექანიზმი მაშინაც კი აუცილებელია, როცა ადამიანი თავს ჯანმრთელად, მხნედ, წარმატებულად და უსაფრთხოდ გრძნობს.

ამ მხრივ, დიდი ძალა აქვს ძვირფას ლითონებს, რადგან ისინი თითოეულ ჩვენგანს საუკეთესოდ იცავს, გამოირჩევა სამკურნალო თვისებებით, გვარიდებს უიღბლობას და არეგულირებს გარშემო მყოფებთან ურთიერთობას.

ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობებს გამორჩეული, სამკურნალო, თვისებები აქვს. ისინი არ იჟანგება, არ განიცდის კოროზიას, აქვთ ბაქტერიოციდული აქტივობა და შეუძლიათ ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლის შესრულება, რადგან გვიცავენ უარყოფითი ენერგიების საფრთხისგან.

გეტყვით, რომ არა მარტო ძვირფას ლითონებს გააჩნიათ უარყოფითი ენერგიებისგან დამცველი უნიკალური თვისებები. მაგალითად, რკინა პლანეტა მარსის ენერგიის მატარებელია. მისგან დამზადებული სამკაულები კარგად იცავს ვერძისა და მორიელის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს. მისი ტარება კი ეკრძალებათ უკონფლიქტო, ზარმაც და რბილი ხასიათის მქონე პირებს, ასევე, გაუბედავ ადამიანებს.

მზის ლითონი და მისი ენერგიების გამტარია ოქრო. ის ჩამოყალიბებულ ადამიანებს მეტ ძალას აძლევს, მაგრამ ამ ლითონის სამკაულის ტარება არ არის რეკომენდებული გარდატეხის ასაკში მყოფი მოზარდებისთვის. ოქრო ახდენს ენერგიის მაქსიმალურ კონცენტრაციას, აძლიერებს ნერვულ სისტემას, ამაღლებს იმუნიტეტს, ასევე, გვეხმარება ცხოვრების რეალურ აღქმაში. დადგენილია, რომ მარჯვენა ხელზე ოქროს სამკაულის ტარება მკვეთრად ახანგრძლივებს სიცოცხლეს, გვაშორებს ავ თვალს, აძლიერებს ჩვენში მზის ენერგეტიკას, ხელს უწყობს ორგანიზმის რეპროდუქტიულ შესაძლებლობებს. ოქროსგან დამზადებული სამკაული აუცილებლად უნდა ატარონ ვერძის, ლომის, მშვილდოსნის, თხის რქის, მერწყულის, კუროსა და ტყუპების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულმა ადამიანებმა; ხოლო თევზების, კირჩხიბის, სასწორის, ქალწულისა და მორიელის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულმა ადამიანებმა ოქრო პერიოდულად უნდა ატარონ. უმჯობესია, თუ კირჩხიბის ზოდიაქოთი დაბადებული ადამიანი უფრო ხშირად ვერცხლისგან დამზადებულ სამკაულს ატარებს.

სპილენძი ფლობს ერთგვარ მაგიურ თვისებებს. მისგან დამზადებული სამკაულის ტარება ადამიანს ეხმარება, უკეთ გაერკვეს გრძნობებში. ის პლანეტა ვენერას ენერგიის მატარებელია და ამის გამო ხელს უწყობს სიყვარულისა და კონფლიქტური სიტუაციების დარეგულირებას. ის უნდა ატარონ კუროსა და სასწორის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულმა ადამიანებმა.

ვერცხლის სამკაული ხელს გვიწყობს ინფორმაციის ათვისებასა და მის სწორად გაანალიზებაში. ეხმარება უიღბლო ადამიანებს და ბევრ დაავადებას კურნავს. ზოგადად, სწორად შერჩეული ლითონის სამკაული ადამიანებს იცავს ნეგატიური მუხტისგან და მისი ტარება ჩვენთვის ხანდახან, აუცილებელიც კი ხდება.


скачать dle 11.3