კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პორნოჟურნალი – ბრმებისთვის


დიდ ბრიტანეთში გამოვიდა ახალი პორნოგრაფიული ჟურნალის პირველი ნომერი. ჟურნალი განკუთვნილია ადამიანებისთვის, რომლებსაც მხედველობის დეფექტი აქვთ. ტექსტები ამ ჟურნალში ბრაილის შრიფტით არის მოცემული, ილუსტრაციების ნაცვლად კი ქალებისა და კაცების შიშველი სხეულების ამობურცული გამოსახულებებია წარმოდგენილი.

ჟურნალს Tactile Minds ჰქვია, რაც შეიძლება ითარგმნოს, როგორც „შეგრძნებადი შეგნება“. იდეის ავტორია კანადელი ლაიზა მერფი. მან განაცხადა, რომ ამ ჟურნალის გამოშვება იმიტომ გადაწყვიტა, რომ დაინახა ცარიელი საბაზრო ნიშა. „ბაზარზე არ არის არც ერთი გამოცემა ზრდასრული შიშველი ადამიანების დაქტილური გამოსახულებებით“.

მართლაც, 1970-1985 წლებში ამერიკულმა ჟურნალმა „ფლეიბოიმ“ გამოსცა ვერსია ბრმებისთვის, მაგრამ მისი მხოლოდ წაკითხვა შეიძლებოდა, ტექსტები აკრეფილი იყო ბრაილის შრიფტით, მაგრამ, ჟურნალში არავითარი გამოსახულება არ იყო.

ჟურნალ Tactile Minds-ის პირველი ნომერი შეიცავს 17 პიკანტურ ფოტოგრაფიას, რომლებსაც შეიძლება, ხელი შევახოთ. გამოსახულებათა შორისაა ქალი დისკოს პოზაში, ქალი შესანიშნავი ბიუსტით და მამაკაცი სექს-რობოტი. ჟურნალის ერთი ეგზემპლარი 150 ფუნტი სტერლინგი ღირს.


скачать dle 11.3