კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ განიკურნა ნაღვლის ბუშტის მძიმე დაავადებისგან 26 წლის ქალბატონი ლელა გეჯაძის დამზადებული პრეპარატით, რომელსაც მამა აკაკის კურთხევა აქვს

ვინც ჩვენი ჟურნალის ფურცლებს ადევნებს თვალს, კარგად ეცოდინება, რომ ლელა გეჯაძის მიერ ფილიპინური რეცეპტით დამზადებულმა წამალმა ძალიან ბევრი ადამიანი განკურნა ნაღვლის ბუშტის დაავადებისგან. ერთ-ერთი მათგანი 26 წლის დიანა თევდორაშვილია, რომელიც თითქმის ორი წლის განმავლობაში ნაღვლის ბუშტის საშინელი ტკივილებით იტანჯებოდა, ვერაფერს ჭამდა, კომაში ვარდებოდა და არანაირმა მკურნალობამ არ უშველა.

დიანა: დაახლოებით ორი წელია, რაც ნაღვლის ბუშტი მაწუხებს. როდესაც ექიმთან მივედი, აღმოჩნდა, რომ ორგანო არ ფუნქციონირებდა, ვერ გამოყოფდა ნაღველს, რითაც საჭმელი მუშავდება, ამის გამო კი ხშირად ვკარგავდი გონებას, კომაში ვვარდებოდი, ვერ ვსუნთქავდი, გული მიხდებოდა ცუდად. ყველა ორგანო ჩათრეული იყო: გული, თირკმელები, საშინელი ჭვლები მქონდა. გარდა იმისა, რომ ასე ცუდად ვიყავი, საერთოდ ვერაფერს ვჭამდი. საშინელი შიშები დამჩემდა, მეშინოდა, რამე რომ შემეჭამა, ისევ ცუდად არ გავმხდარიყავი. ისეთი ტკივილები მქონდა, რომ ვეღარ ვუძლებდი.

– როდის დაიწყეთ ლელას დამზადებული პრეპარატის გამოყენება?

– ჩემი მეუღლის მამიდაშვილი მამა აკაკის მრევლია, მან მითხრა, რომ ლელა ამზადებდა პრეპარატს, რომელიც ნაღვლის ბუშტთან დაკავშირებულ პრობლემებს მომიხსნიდა. გამაცნო ლელა და დავიწყე მკურნალობა. პირველივე კურსის ჩატარების შემდეგ თავი კარგად ვიგრძენი, ნაღვლის ბუშტმა ფუნქციონირება დაიწყო და თავს მსუბუქად ვგრძნობდი. ჭამასაც მოვუმატე, ნერვული სისტემაც მომიწესრიგდა. ახლა ვისვენებ და მერე მესამე კურსს ჩავიტარებ. საერთოდ ამ წამლის მიღების შემდეგ შეგიძლია, ყველაფერი მიირთვა: მწარე, ცხარე, ნიგვზიანი, ცხიმიანი – ყველა არადიეტური საკვები. მეც დავიწყე ყველაფრის ჭამა, ახლა ლუდიც შემიძლია დავლიო და არაყიც, არაფერი აღარ მაწუხებს. როდესაც მეორე კურსი დავიწყე, თირკმელები ამტკივდა. ლელას დავურეკე, მითხრა, თირკმელები იწმინდება და ტკივილის შეგრძნებას ეს იწვევსო. ისეთი სამსახური მაქვს, დილიდან საღამომდე ფეხზე ვდგავარ და, შესაბამისად, სულ მტკიოდა ფეხები. რაც ამ წამალს ვსვამ, ფეხების ტკივილი საერთოდ აღარ მაწუხებს, ალბათ, სახსრებსაც უხდება. თქვენი დახმარებით, მინდა, ლელას მადლობა გადავუხადო. გარდა იმისა, რომ უნიკალურ წამალს ამზადებს, ლელა საოცრად კარგი ადამიანია, გულისხმიერი და ღვთისნიერი. ლელამ და მისმა წამალმა ყველაფრის იმედი დამიბრუნა. გათხოვილი ვარ, შვილი არ მყავს და ექიმებთან არ მივდიოდი, ახლა გადავწყვიტე, ამ კუთხითაც ვიმკურნალო. ამ ნაყენის გამოყენების შემდეგ ვიგრძენი, რომ ორგანიზმი მთლიანად გაიწმინდა, გასუფთავდა.

P.S. ვისაც გსურთ, ამ პრეპარატის შესახებ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია, დარეკეთ ტელეფონის ნომერზე: 895 26-32-17.



ნათია უტიაშვილი


скачать dle 11.3