აზიაში ყველაზე მაღალ ტელეანძას მეხი დაეცა
შანხაიში მეხანძრეები ერთი საათის განმავლობაში აქრობდნენ ცეცხლს, რომელიც აზიის ყველაზე მაღალ ტელეანძას „აღმოსავლეთის ბრილიანტს“ გაუჩნდა. ჩინეთის პოლიციის მონაცემებით, არავინ დაშავებულა, მნიშვნელოვანი ზიანი არც ნაგებობას მიადგა.
როგორც სინხოკის სააგენტო იტყობინება, ცეცხლი, სავარაუდოდ, მეხის დაცემამ გამოიწვია, რადგან ხანძრის გაჩენას წინ საშინელი გრგვინვა უძღოდა.
ტელეანძა 468 მეტრი სიმაღლისაა და ორი სფეროსგან შედგება, რომლებიც ერთმანეთთან კოლონებითაა შეერთებული. ანძა შანხაის ფინანსურ ცენტრში – პუდინის რაიონში დგას და მრავალ ტურისტს იზიდავს.