გია მურღულიას კოლექციიდან
– გოგონა, თქვენ მართლა არ ეწევით, არ სვამთ, კაცებს არ ხვდებით?
– დიახ.
– რატომ?
– მომბეზრდა...
***
პარლამენტარს მისდის ტელეგრამა საავადმყოფოში:
„გისურვებთ გამოჯანმრთელებას 125 ხმით 64-ის წინააღმდეგ”.
***
ჭიჭიკია წიგნს კითხულობს,
მოდის ბიჭიკია.
– რა წიგნია?
– ეკონომიკა.
– ჰო, ვიცი, წაკითხული მაქვს, ბოლოს კვდება...
***
– რა გირჩევნია – ხუთი ათასი დოლარი თუ ხუთი ქალიშვილი?
– ხუთი ქალიშვილი.
– რატომ?
– იმიტომ რომ, რვა მყავს.
***
ექიმი ეუბნება პაციენტს:
– თქვენ გენიშნებათ მკაცრი დიეტა.
– ჭამამდე თუ ჭამის შემდეგ?
***
სვანი ქალაქობანას თამაშობს. ეუბნებიან:
– შენი ჯერია, აბა, თქვი ქალაქი „ს”-ზე.
– სტრუდქალაქი...
***
ბუზი თავის შვილთან ერთად მელოტ თავზე სეირნობს.
– შვილო, შენხელა რომ ვიყავი, აქ უღრანი ტყე იყო.
***
ტიპი მღვდელთან მიდის:
– მიხსენი, მამაო, 12 ადამიანი ვცხოვრობთ ოთახნახევრიან ბინაში. ისე ვიწროდ ვართ, ისე ვიწროდ, რომ ზოგჯერ ცხენივით ფეხზე გვძინავს ხოლმე, მამაო.
– ილოცე, შვილო ჩემო, ილოცეთ ყველამ და უფალი მოვა თქვენთან.
– გაგიჟდი, მამაო? ხომ გითხარი, ჩვენ ძლივს ვეტევით-მეთქი?!
***
ტიპი მიდის ცალი ფეხსაცმლით. შეხვდება მეგობარს.
– რა გჭირს, ფეხსაცმელი დაკარგე?
– არა, ტო, ვიპოვე!
***
ახალგაზრდა ვაჟმა ქალი საცეკვაოდ გამოიწვია.
– ნება მიბოძეთ, მენუეტზე გამოგიწვიოთ.
ქალი სასტიკად აღშფოთდა:
– როგორ მიბედავთ, თქვენხელა შვილი მყავს!
***
ცოლ-ქმარი ზოოპარკში პირველად შევიდა. ქალმა ბეჰემოთი რომ დაინახა, შეეშინდა და დაიყვირა:
– ვაიმე, დედა!
ქმარი მიუბრუნდა:
– იცანი არა დედაშენი.
***
მეგრელი და სვანი ლიფტში გაიჭედნენ, სვანმა ყვირილი დაიწყო:
– მიშველეთ, მიშველეთ!
მეგრელი:
– მოდი, ერთად ვიყვიროთ.
სვანი:
– ერთად! ერთად!
***
– დოდო! ისლამმა დარეკა, დღეს სტუმრები მყავს, არ მცალია და იქნებ ჩემ მაგივრად თავი აიფეთქოსო – რა!