ანეგდოტები
***
კარზე აკაკუნებენ. ტიპი აღებს და ხედავს‚ ზღრუბლზე დგანან ჟირაფი‚ თუთიყუში და ზაზუნა.
– ა?!
– ჩვენთან მოვიდა ინფორმაცია‚ რომ აქ ბოროტად სარგებლობენ ბალახეულით!..
***
– როგორ უყურებენ რუსეთის ჯარებს თბილისიდან?
– ბინოკლით‚ ოღონდ, უკანა მხრიდან‚ რომ, რაც შეიძლება შორს მოეჩვენოთ.
***
– რატომ არის რუსეთის გერბზე ორი თავი და სამი გვირგვინი?
– ერთი თავი დასავლეთისკენ იყურება‚ მეორე – აღმოსავლეთისკენ, თავისი ქვეყნისთვის კი თავი სულაც არ სჭირდებათ.
***
ბრმა მათხოვარი მიწისქვეშა გადასასვლელთან ზის‚ მკერდზე მუყაოს ფირფიტა ჩამოუკიდია‚ რომელზეც წერია, „დამეხმარეთ‚ ბრმა ვარ“. გამვლელები თითქოს ვერ ხედავენო‚ ფულს არავინ აძლევს.
გამოიარა გამოცდილმა ჟურნალისტმა:
– ვინ დაგეხმარება‚ წარწერა არასწორად გაქვს შერჩეული...
მუყაო გამოართვა და მეორე მხარეს რაღაც დაწერა.
დაიწყო ფულის ცვენა. ბრმა ვერ მიხვდა‚ რა დაწერა ჟურნალისტმა მუყაოზე და ერთ-ერთ გამვლელს სთხოვა, წაეკითხა:
„მალე გაზაფხული მოვა‚ მე კი მას ვერ დავინახავ!“