კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ ეძებს თავის ბიოლოგიურ მშობლებს სოხუმში და როგორ გაიგო 20 წლის გოგონამ თავისი გაშვილების ისტორია


38 წლის ირინა გრანტის ასული ტონოევა ეძებს ბიოლოგიურ მშობლებს.

ისტორია: ვეძებ ჩემს მშობლებსა და ნათესავებს. საბუთების მიხედვით, დავიბადე 1971 წლის 22 ოქტომბერს (სინამდვილეში – 13 დეკემბერს), ქალაქ სოხუმის სამშობიარო სახლში. ორმოცი დღის რომ გავხდი, მიშვილეს ჩემმა ამჟამინდელმა მშობლებმა და წამიყვანეს ერევანში. რამდენიმე წლის წინ გავიგე, რომ, თურმე, ჩემი აღმზრდელები ჩემი ნამდვილი მშობლები არ არიან და მას შემდეგ ვეძებ ბიოლოგიურ მშობლებს. ამჟამად სომხეთში, ქალაქ ერევანში ვცხოვრობ და ვატარებ ჩემი აღმზრდელი მშობლების გვარს.

– ირინა, პირველად ვისგან და როგორ გაიგეთ, რომ ნაშვილები ხართ და რა რეაქცია გქონდათ?

– ჩემი ამჟამინდელი მშობლები, ჩემი აღმზრდელები, არასდროს გამოირჩეოდნენ ჩემდამი დიდი სიყვარულითა და მზრუნველობით. მეტ-ნაკლებად ყოველთვის მქონდა ეჭვი იმისა, რომ მე მათი ღვიძლი შვილი არ ვიყავი. მაგრამ 20 წლის ასაკში პირველად გავიგე სიმართლე – თურმე, სხვისი შვილი ვარ და ჩემს მშობლებს ჩემზე უარი უთქვამთ. ამიტომ, სოხუმის სამშობიარო სახლიდან ერევანში წამომიყვანეს. ეს ამბავი თავად ჩემმა აღმზრდელმა მამამ წამომაძახა და არცთუ ისე რბილი ფორმით. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ინტერესი გამიჩნდა, სიმართლე გამეგო. რამდენიმე ხანში სახლში ვიპოვე დოკუმენტებიც, რომლებითაც გავიგე, რომ დაბადებული ვარ სოხუმის სამშობიაროში 1971 წლის 13 დეკემბერს. იმ პერიოდში ბებიაჩემი (ანუ, აღმზრდელი ბებია) ერევანში მუშაობდა ერთ-ერთ საავადმყოფოში. ჩემი დაბადების დროს კი სოხუმის სამშობიაროში მუშაობდა ბებიაჩემის ნათესავი ქალი, გვარად ავაკიანი, ის მედდა იყო. სწორედ მისგან გაიგო ბებიამ ჩემი დაბადების შესახებ და ასე გადაწყდა ჩემი შვილად აყვანა, თუმცა, მე ამას შვილად აყვანას ვერ დავარქმევ, რადგან ეს ყველაფერი ჩემი ბიოლოგიური მშობლებისგან დამოუკიდებლად, მათი ნებართვის გარეშე მოხდა. როგორც ჩანს, ჩემმა მომავალმა აღმზრდელებმა ექიმების მოქრთამვით, მალულად მიშვილეს, როგორც კი 40 დღის გავხდი. ჩვილი მიშვილეს და მალულად გადამიყვანეს ერევანში. საბუთებში არეულია ჩემი დაბადების წელი და პირველად ამან დამაეჭვა.

– საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია, საიდან გაჩნდა პირველი ეჭვი იმის შესახებ, რომ თქვენი საბუთები გადაკეთებულია?

– პასპორტის მიხედვით, მე ვარ 1972-წლიანი, მაგრამ, მაქვს აქაური ბავშვთა პოლიკლინიკის ანკეტა, რომელშიც წერია დაბადების წელი – 1971. ჩემი აზრით, მაშინ ჯერ კიდევ არ ჰქონდათ ჩემი ყველა საბუთი, მაგრამ, იძულებულები გახდნენ, პოლიკლინიკაში ანკეტა შეევსოთ, რადგან მე ავად გავხდი. ჩემი ნამდვილი სახელი და გვარი არ ვიცი, ყველგან ირინა გრანტის ასულ ტონოევად ვწერივარ. იმ დროს ყველაფრის გაკეთება შეიძლებოდა ფულით, ამიტომ, დიდ სირთულეს არ წარმოადგენდა ჩემი (ანუ ახალშობილი ბავშვის) ჩამოყვანა სოხუმიდან სომხეთში. რამდენადაც ვხვდები, ჩემს მშობლებს ძალიან უნდოდათ, შვილი ჰყოლოდათ და, ამისთვის, როგორც ხედავთ, ყველა ხერხს მიმართეს. ჩემი ბიოლოგიური მშობლების შესახებ რაც კი რამე ვიცი, ყველაფერი არაოფიციალური წყაროებიდან მაქვს მოძიებული. ბებიაჩემი (ანუ აღმზრდელი დედის დედა) ბავშვთა ექიმად მუშაობდა ერევანში. ამიტომ, როგორც ზემოთ ავხსენი, მისთვის არც ისე რთული იქნებოდა (თუკი მის კავშირებს გავითვალისწინებთ) უსაბუთო ბავშვისთვის ანკეტის გახსნა. ძალიან მინდა ჩემი მშობლების პოვნა, მაგრამ, ინფორმაციის სიმწირის გამო, ეს თითქმის წარმოუდგენელია. სავარაუდოდ, დედაჩემი (ბიოლოგიური დედა) აფხაზი არც კი ყოფილა. იმ დროს საბჭოთა კავშირი იყო და, შეიძლება, ის ჩამოსული ტურისტი იყო, ან, უცხოელი. მამის ვინაობაც უცნობია.

– ბავშვის შვილად აყვანამდე, როგორც წესი, აღმზრდელი მშობლები ინტერესდებიან სასურველი ბავშვის გენეტიკით, მისი მშობლების ვინაობით. იქნებ, თქვენმა აღმზრდელებმა იციან თქვენი ბიოლოგიური მშობლების შესახებ რაიმე მნიშვნელოვანი, რაც მათ პოვნაში დაგვეხმარებოდა?

– ერთადერთმა, ვინც ჩემი ბიოლოგიური მშობლების ვინაობა იცოდა, იყო ბებიაჩემი, რომლის კავშირებითა და მოწადინეობითაც მე მიშვილეს, მაგრამ ის გარდაიცვალა, როდესაც მე 16-17 წლის ვიყავი და არც მანამდე უთქვამს ჩემთვის არაფერი, ამიტომ, მეტ ინფორმაციას ვერანაირად ვერ მოვიპოვებ. ერთადერთ იმედად ის მრჩება, რომ ჩემი ბიოლოგიური მშობლებიც მეძებენ, მაგრამ, მე ხომ არ ვიცი, რა ზღაპარი უამბეს მათ ჩემ შესახებ.

– ირა, როგორც ვიცი, დიდი ხანია, ეძებთ თქვენს მშობლებს. მაინც, რეალურად, უფრო მეტად რაზე ამყარებთ იმედს?

– ყველა იმ გზებიდან, რომლებისთვისაც მე მიმიმართავს, თქვენი მონაწილეობა ამ ისტორიაში ჩემთვის ყველაზე საიმედოა, დღემდე არ მქონია გამოხმაურება ჩემს განაცხადზე და ეს მანაღვლებდა. მე და ჩემს მეუღლეს გადაწყვეტილი გვქონდა, ჩავსულიყავით სოხუმში, მაგრამ ბავშვები პატარები გვყავს და ვერ მოვახერხეთ.

– როგორც ვიცი, როდესაც ბიოლოგიური დედა უარს ამბობს შვილზე, ყველა საბუთი, ანუ, მისი ხელწერილი ამ საკითხთან დაკავშირებით, სამშობიარო სახლის არქივში რჩება.

– საქმეც ეგაა, რომ, როდესაც მშობელი დედა ან მშობლები უარს აცხადებენ შვილზე, ბავშვი, პირველ ყოვლისა, ახალშობილების სახლში ხვდება, მაგრამ, მე, როგორც მიხვდი, პირდაპირ უშვილო ცოლ-ქმრის ხელში მოვხვდი, თან, სომხეთში მცხოვრები წყვილის. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი საეჭვო იყო და არის. შესაძლებელია, დედაჩემისთვის ეთქვათ, რომ მისი შვილი გარდაიცვალა და ამით დაემთავრებინათ ჩემი ისტორია. მახსოვს, ცხოვრებაში ერთადერთხელ, აღმზრდელმა მამამ მომაძახა, რომ ჩემი ბიოლოგიური დედის გვარია ვოლკოვა, მაგრამ, ისიც კი არ ვიცი, სიმართლეა თუ არა, რადგან, როდესაც ეს მითხრა, მთვრალი იყო. შემდეგ კი თვითონვე უარყო თავისი სიტყვები.


скачать dle 11.3