კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ფორბსმა“ უმდიდრეს რუს ბიზნესმენთა ასეული დაასახელა


როგორც ჟურნალ „ფორბსის“ რუსული გამოცემა აღნიშნავს, უმდიდრესი რუსი ბიზნესმენები უკანასკნელი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გამდიდრდნენ. რუსეთში მილიარდერთა რაოდენობა გაორმაგდა. მათ მფლობელობაში ამჟამად 297 მილიარდი დოლარია, მაშინ, როცა ერთი წლით ადრე ეს მაჩვენებელი 142 მილიარდს შეადგენდა. „ფორბსის“ მონაცემებით, ამჟამად უმდიდრესი რუსი ბიზნესმენი ნოვოლიპეცკის მეტალურგიული კომბინატის მფლობელი ვლადიმირ ლისინია. მისი ქონება ბოლო წლის განმავლობაში 10,6 მილიარდი დოლარით გაიზარდა. ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზე კომპანია „ინტერროსის“ ხელმძღვანელი ვლადიმირ პოტანინია. პირველ ათეულში ასევე მოხვდნენ „ალფა ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მიხაილ ფრიდმანი, რომან აბრამოვიჩი და დიმიტრი რიბალოვლევი. წელს, 2004 წლის შემდეგ პირველად, უმდიდრეს რუსთა ასეულში ვერ მოხვდა სკანდალურად ცნობილი ბორის ბერეზოვსკი. საინტერესოა, რომ ჟურნალის პირველ ასეულში 11 „ახალწვეულია“. მათ შორის 6 ბიზნესმენი ქვანახშირის მრეწველობასთან არის დაკავშირებული. „დებიუტანტთა“ შორის ყველაზე მდიდარი კომპანია „სიბურის“ ყოფილი ტოპ-მენეჯერი და ამჟამად ჰოლდინგ „ურალხიმის“ თანამფლობელი დიმიტრი მაზეპინია. ის 950 მილიონი დოლარით რეიტინგში 70-ე ადგილზეა. როგორც ჟურნალი „ფორბსი“ წერს, ხელისუფლება და ბიზნესი რუსეთში ისევ მჭიდროდ არიან ერთმანეთთან დაკავშირებული. რუსული „ფორბსის“ რეიტინგში ქართველი ბიზნესმენებიც აღმოჩნდნენ – ბიძინა ივანიშვილი (4,800 მილიარდი დოლარი) და ალექსანდრე ჯაფარიძე (1,100 მილიარდი დოლარი).


скачать dle 11.3