კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დერიპასკამ წელს 70 მილიონი გამოიმუშავა


მსოფლიოში ალუმინის ყველაზე დიდი მწარმოებელი კომპანიის, „რუსალის“ ხელმძღვანელმა ოლეგ დერიპასკამ წელს ბონუსად 70.3 მილიონი დოლარი მიიღო ჰონკონგში კომპანიის აქციების წარმატებით გაყიდვის წყალობით. კომპანია „რუსალი“ პირველია რუსულ კორპორაციებს შორის, რომელმაც კრიზისიდან წარმატებით გამოსვლის შესახებ განაცხადა. 2009 წელს ამ კომპანიის სუფთა მოგება 821 მილიონი დოლარია. წინა წელს „რუსალმა“ 5,98 მილიარდი დოლარი იზარალა. დერიპასკა ბონუსს ფასიანი ქაღალდებით მიიღებს. ამ კომპანიის სხვა მენეჯერები მოგების სახით 14 მილიონ დოლარს მიიღებენ. იმის მიუხედავად, რომ „რუსალის“ აქციების ფასი დაეცა, როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, დერიპასკამ განსაკუთრებული ღვაწლი გასწია კომპანიის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ჟურნალ „ფორბსის“ ექსპერტების განცხადებით, დღესდღეობით დერიპასკა 10,7 მილიარდის მფლობელია. გამოცემა „ფინანსის“ ინფორმაციით კი ის 13,8 მილიარდ დოლარს ფლობს. დერიპასკა „რუსალის“ სათავეში 2009 წლის დასაწყისში მოვიდა – იმ პერიოდში, როდესაც კომპანია მისი არსებობის პერიოდში ყველაზე ცუდ ვითარებაში იმყოფებოდა. მისი დავალიანება 16,6 მილიარდი დოლარი იყო და ის კრედიტორებთან მძიმე მოლაპარაკებებს აწარმოებდა. „რუსალი“ შემოსავლის მიხედვით რუსულ კომპანიებს შორის ათეულში შედის და აქტივებით მე-4 კომპანიაა. „რუსალის“ თანამშრომელთა რაოდენობა 75 ათას ადამიანს აღწევს და მისი კაპიტალიზაცია 18,3 მილიარდი დოლარია.


скачать dle 11.3