კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს


კითხვა: მყავს ავტომობილი „ოპელ-ვექტრა“. შევიძინე ახალი სამუხრუჭე ხუნდები, რომელმაც ხმარებიდან სულ ცოტა ხნის შემდეგ წრიპინი დაიწყო. მთელი დღის განმავლობაში ეს ხმა აქვს და არ ვიცი რა ვუშველო. ზოგადად, ხუნდების ბრალია ეს, სამუხრუჭე სისტემის თუ სხვა რამეა მიზეზი?

პასუხი: თუკი ხუნდები შეცვალეთ და ის აწივლდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ნაკლებად ხარისხიანი აღმოჩნდა. ხუნდებს რამდენიმე თვისება უნდა ჰქონდეს: ერთი ის, რომ არ უნდა ხმაურობდეს, მეორე – იოლად არ უნდა ცხელდებოდეს და მესამე – კარგად უნდა იჭერდეს. თუ ამ სამიდან რომელიმე დარღვეულია, ნიშნავს, რომ უკვე პრობლემები გაქვთ. ყველაზე მნიშვნელოვანი და ყურადღების მისაქცევი, რა თქმა უნდა, მესამე თვისებაა. თუ ხუნდები არ იჭერს, ის სასწრაფოდ გამოსაცვლელია. თუ თქვენი ხუნდები პირველ ორ თვისებას აკმაყოფილებს, მაშინ მისი მოხმარება შეგიძლიათ, მაგრამ, რადგან წივილის ხმას გამოსცემს, სათუოა რომ ის სხვა დანარჩენ ფუნქციას კარგად ასრულებდეს. თუმცა, არსებობს ხუნდები, რომლებიც არ ხმაურობს, მაგრამ მთელ სისტემას ჭამს, ყველაფერს ცვეთს. ამიტომ, შეიძინეთ ნორმალური, ცნობილი ბრენდის ხუნდები.

კითხვა: მყავს ავტომობილი „მიცუბიში პაჯერო იო“, 1999 წლის. ამ ბოლო დროს შევატყვე, რომ აღმართზე უკუსვლით ასვლა უჭირს, თითქოს საბურავები „ბუქსაობს“ და ოდნავ წინ მიგორავს. რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს?

პასუხი: ამის რამდენიმე მიზეზი შეიძლება არსებობდეს: ჯერ ერთი, გასარკვევია, თუ რა დონის აღმართზეა საუბარი ანუ, თუ ძალიან მკვეთრი დაღმართია, მასზე D-ში ჩაგდებული ავტომობილიც კი დაგორდება. შესაბამისად, ძალიან მკვეთრ აღმართზე ასვლა უკუსვლით საკმაოდ გაჭირდება. ამ შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ, დამატებითი წინა ხიდი ჩართოთ, რომელიც უპრობლემოდ მოერევა მსგავს რთულ ამოცანას. თუ აღმართი არც ისეთი დაქანებული არის, მაშინ პრობლემა შეიძლება იყოს ორგვარი. სავარაუდოდ, გამოსაცვლელია ავტომატური კოლოფის ზეთი. ის, როგორც იცით, მოდების ფუნქციას ასრულებს, ანუ, ზეთის წნევის ხარჯზე ხდება იმ ფუნქციების ჩანაცვლება რასაც მოდება იღებს საკუთარ თავზე; ასევე, შეიძლება იყო კბილანის პრობლემა. შესაძლოა, დაზიანებულია უკუსვლის კბილანა. თუკი ეს ყველაფერი არ ხდება ძალიან მკვეთრ აღმართზე და ხიდების ჩართვამაც არ უშველა, მაშინ, გირჩევთ, მიაკითხოთ ხელოსანს, რომელიც ზუსტ დიაგნოზს დაგისვამთ.


скачать dle 11.3