კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოქმედებს ავტომობილის წონა მის გამავლობაზე


„ჯიპის“ ბევრი მძღოლი წუწუნებს იმის გამო, რომ თავიანთი ავტომობილის შესაძლებლობებს ბოლომდე ვერ იყენებენ. თუმცა, აღმოჩნდა, რომ „ნივაც“ კი, რომელიც ყველგან მივა, შესაბამისი მომზადების გარეშე ელემენტარულ ტალახიან აღმართსაც კი ვერ აივლის. თუ რატომ, ამის შესახებ გვესაუბრება მევლუდ მელაძე:

მევლუდ მელაძე: რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს ქალაქში ასე მომრავლებულმა „ჯიპებმა“ თავისი ფუნქციები შეასრულონ, მით უმეტეს, რომ საქართველოში ჯერ არ არის გზები ისეთ მდგომარეობაში, რომ მისი რესურსები არ დაგვჭირდეს? პირველი, რაც ყველაზე აუცილებელია იმისთვის, რომ ავტომობილი ყველგანმავალი იყოს, თუნდაც „ნივა“ – ესაა შესაბამისი საბურავები, ანუ, კონკრეტული საბურავები კონკრეტული გზისთვის. თუ საბურავი უფრო განიერია იმაზე, რაც ქარხნულად არის დაშვებული, თუნდაც, „ჯიპისთვის“, ის, რა თქმა უნდა, უფრო ლამაზია ვიზუალურად, უფრო აგრესიულია იერით, მაგრამ, ცუდ გზაზე სიტუაციას კიდევ უფრო გააუარესებს – გაცილებით უარესად ივლის, ვიდრე ეს ქარხნული საბურავების შემთხვევაში მოხდებოდა. მსუბუქი ავტომობილიც კი იოლად გაივლის გზის რთულ მონაკვეთს თუ საბურავი სწორად ექნება შერჩეული.

– როგორი უნდა იყოს საბურავი?

– ყველას ჰგონია, რომ, ვთქვათ, ტალახში გასავლელად, აუცილებელია, საბურავს დიდი, უხეში კუბიკები, ღრმა პროტექტორი ჰქონდეს. სინამდვილეში კი ასე არაა. თუ მისი ფორები ტალახით ამოივსება, ის ჩვეულებრივ პრიალა პლასტმასს დაემსგავსება, რომლითაც კარგად ისრიალებთ. ტალახისთვის საბურავს ისე უნდა ჰქონდეს დახრილი პროტექტორის ჭრილები, როგორც ეს ბორბლიანი ტრაქტორის საბურავებს აქვს, სამკუთხედს რომ ქმნის – ნაძვის ხის ფორმა აქვს, მაგრამ ერთმანეთს არ კვეთენ. ამ შემთხვევაში, საბურავი ტალახის გარეთ გამოფერთხვას ახერხებს. პირიქითაც რომ დავაყენოთ საბურავი და სამკუთხედი ჯამივით მივმართოთ – უფრო უკეთ იმუშავებსო, არც ეს ივარგებს, რადგან, მაინც იოლად შეივსება და, შესაბამისად, იბუქსავებს. ჭრილებს შესაბამისი დახრები და კონუსები უნდა ჰქონდეს და ეს თვითონ ბორბალზეცაა მითითებული. საბურავი, რომელსაც აწერია „ჭუჭყიანი გზისთვის“, სწორედ ტალახში სასიარულოდაა განკუთვნილი. თუ უბრალოდ, დიდი კუბიკები აქვს, ასეთი საბურავი გადასარევი იქნება ეგრეთ წოდებულ „გრავზე“ ანუ ხრეშიან გზაზე.

– გარდა საბურავებისა, რა სჭირდება ავტომობილს რთულ გზაზე სასიარულოდ?

– საბურავი ნახევარ საქმეზე მეტია, მაგრამ, რა თქმა უნდა, კიდევ ბევრი კომპონენტი არსებობს. ზოგადად, „ჯიპის“ შეძენისას, კარგად უნდა გაარკვიოთ, არის თუ არა ის ოთხივე წამყვანი თვლით აღჭურვილი. ხშირად მძღოლებს ეს ეშლებათ. ყიდულობენ „ჯიპს“, რომელიც, ლოგიკურად, ოთხივე წამყვანი თვლით უნდა იყოს აღჭურვილი, მაგრამ, აღმოჩნდება, რომ მხოლოდ წინა ან უკანა წამყვანი თვლები აქვს. ამის გადამოწმება ძალიან იოლად შეიძლება, თუ ავტომობილს ქვემოდან შევხედავთ: მანქანას აუცილებლად უნდა ჰქონდეს შუა ღერძი, რომელიც მანქანის ცენტრიდან საბურავის ცენტრამდე მოდის და მას ატრიალებს.

გარდა ამისა, საბურავს აუცილებლად უნდა ჰქონდეს გრძელი მუშასვლა. საბურავი ძალიან ღრმა ორმოშიც კი უნდა ახერხებდეს ბოლომდე გამოსვლას და ჩასვლას იმისთვის, რომ მან მოჭიდება შეძლოს. თუ, მაგალითად, ავიღებთ „ვრანგლერს“, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ავტომობილია და ცნობილია, რომ ყველგან გადის, თუმცა ოდნავ შემაღლებულზეც რომ შევაყენოთ ვერ გაივლის და „მუცლით დაჯდება“. ეს ავტომობილი ქვიშისთვისაა განკუთვნილი და გამავლობა მეტი აქვს ასფალტის საფარზე, სულაც არ არის გათვლილი უგზოობაში სასიარულოდ. არადა, მძღოლების უმრავლესობას ჰგონია, რომ „ვრანგლერის ჯიპი“, რომელიც ასე უხეშად გამოიყურება, ყველაფრის დაპყრობას შეძლებს. ავტომობილის ყველგანმავალობისთვის აუცილებელია ბლოკირება. „ჯიპებს“ ძირითადად მხოლოდ უკანა ხიდის ბლოკირება აქვს, წინა ხიდის ბლოკირება ისეთ განსაკუთრებულ მანქანებზეა, როგორიცაა, მაგალითად, „მერსედესი ჯე კლასი“. ხიდები ღილაკებით იმართება და ძალიან ძლიერი გამავლობა აქვს. ამიტომ, ყიდვის დროს ამ ინფორმაციასაც თუ გადაამოწმებთ, კარგი იქნება. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: იმისთვის, რომ სხვადასხვა გზის საფარზე „ჯიპმა“ თავი „კარგად იგრძნოს“ ეს წონაა. რატომღაც, ყველას ჰგონია, რომ „ჯიპი“ უფრო კარგად ეჭიდება საფარს, თუ ის მძიმეა, სინამდვილეში კი „ჯიპი“ რაც უფრო მსუბუქია, მით უფრო იოლად ახერხებს ტალახზე და მსგავს ზედაპირზე გადავლას, არ იძირება.

და, რაც მთავარია – მართვა, თუ კონკრეტულ რთულ გზაზე, თუნდაც მაღალ ტროტუარზე ასვლისას, ჩვენი საბურავის წინა და უკანა თითო საბურავი ჯვარედინად აღმოჩნდა ჰაერში, რაც უნდა მაგარი „ჯიპი“ გვყავდეს, იქ ვერ გავივლით.


скачать dle 11.3