„თბილისელების“ სამზარეულო
ბულგარული კალათები
საჭირო ინგრედიენტებია: 1 ხახვი, 2 კბილი ნიორი, 2 პატარა ყაბაყი, 2 სადილის კოვზი მცენარეული ზეთი, 300 გრამი ძროხის ხორცის ფარში, 750 გრამი პომიდვრის კონსერვი ან პომიდვრის სოუსი, 250 გრამი კუბიკის ბულიონი, 4 ცალი სხვადასხვა ფერის ბულგარული წიწაკა (დიდი ზომის), 1 ან 2 კონა კამა, 1 ცალი დაფნის ფოთოლი, მარილი, შავი პილპილი – გემოვნებით.
მომზადების წესი: ხახვი და ნიორი დაჭერით. ყაბაყი გათალეთ და დაჭერით თხელ რგოლებად. ხახვი და ნიორი მოშუშეთ ზეთში. დაუმატეთ ხორცი და კარგად მოთუშეთ. შეურიეთ ყაბაყიც და კიდევ შუშეთ რამდენიმე წუთი. დაასხით პომიდვრის სოუსი, ბულიონი და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 15 წუთი.
გააცხელეთ ჰაერღუმელი, ბულგარულ წიწაკებს გადააჭერით „ქუდები“ და კარგად გარეცხეთ. შეუნარჩუნეთ ყუნწები. შეაშრეთ და ამოავსეთ ფარშით. მოაყარეთ წვრილად დაჭრილი კამა. შეაზავეთ მარილით, შავი პილპილით. დაახურეთ „ქუდები“ და დააწყვეთ ტაფაზე. დაასხით მორჩენილი ბულიონი და პომიდორი. ტაფას გადააკარით ფოლგა და გამოაცხვეთ.