კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ არ აძლევს ვასიკო ივანოვ-ჩიქოვანს სამზარეულოში გასაქანს


ვასიკო ივანოვ-ჩიქოვანი: გეთანხმებით იმაში, რომ მე ვარ ის ადამიანი, რომელსაც უთენია უკვე ღვიძავს, ამდგარია, მოწესრიგებულიც, გამოწყობილიც და პირგაპარსულიც რა თქმა უნდა. საკმაოდ ადვილად ვიღვიძებ. როგორც კი მაღვიძარა დარეკავს, მაშინვე ვახელ თვალს და ვდგები. მაღვიძარის გარეშე, ჯერ მაინც გამიჭირდება (იცინის) – დილის 5 საათზე ადვილი არ არის ადგომა.

– დილის მზადების დროს შუქი რომ ჩაქრეს, ან წყალი დაწყდეს, მშვიდად შეხვდებით ამ ამბავს?

– საქმე ისაა, რომ ყოველთვის წინასწარ ვიჭერ თადარიგს: პირს ვიპარსავ საღამოს, ხოლო, თუ წყალი დაწყდება, ამ შემთხვევისთვის მამაჩემს ყოველთვის აქვს მარაგი გაკეთებული. მარტო წყალი კი არა, ჩვენს სახლში ყველაფრის ალტერნატივა არსებობს – თხევადი აირის ბალონიდან დაწყებული, პატარა გენერატორით დამთავრებული, რომელიც, თუკი საწვავი გაუთავდება, თხევად აირზეც იმუშავებს. ასე რომ, ექსტრემალური სიტუაციების არ გვეშინია.

– იშვიათია ასეთი მობილიზებული მამაკაცები...

– მამაჩემს აქვს ასეთი ხასიათი – იმ ძველი წლებიდან გამომდინარე გამომუშავებული იმუნიტეტია. სამი წელი შეშის „ფეჩი“ გვედგა. ღუმლის დანთებაც ვისწავლე და ქალაქის პირობებში, ვაკეში შეშის მოპოვებაც (იცინის).

– შეშას სადღა მოიპოვებდით?

– ვაკის პარკში. მივდიოდით მე, მამაჩემი და მისი მეგობარი – ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, ბატონი გურამი და ვაგროვებდით შეშას, ოღონდ, ხმელ ტოტებს. მამაჩემის მეორე სპეციალობა არის ხე-ტყის ტექნოლოგიები და გვიხსნიდა, რომ ნორჩი ხეების მოჭრა არ შეიძლება.

– ანუ, პროფესიულ დონეზე აგროვებდით შეშას.

– დიახ, ისე, რომ ბუნებას არ ვაზარალებდით. ახლა უკვე ძნელი წარმოსადგენია, როგორ ვცხოვრობდით იმ წლებში, მაგრამ, ფაქტია, რომ გავძელით.

– რომანტიკაც ახლდა იმ გაჭირვებას, თუმცა მეც მიკვირს, როგორ გავძელით.

– რომანტიკის რა გითხრათ, მაგრამ, ვფიქრობ, გავუძელით იმიტომ, რომ ყველანი ერთად ვიყავით. ეს დადებითი მხარე ნამდვილად ჰქონდა იმ გაჭირვებას. ჩვენი ოჯახი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ვაკეში შეშის ღუმელი დადგა და საღამოობით ძალიან ბევრი ხალხი იკრიბებოდა, ხოლმე ჩვენთან. იყო საუბრები, აზრების გაზიარება. იმ პერიოდში ძალიან ბევრი საინტერესო გავიგე და ვისწავლე.

– კომფორტის მოყვარული ხართ?

– მიყვარს კომფორტი, მაგრამ, ისე არა, რომ დისკომფორტმა დეპრესიაში ჩამაგდოს, ცუდ პირობებსაც ვეგუები, მთავარია, წყალი იყოს. უწყლობას ყველაზე მეტად ვერ ვიტან.

– რა გეხერხებათ?

– საკმაოდ ბევრი რამ. მართალია, სახლში ძირითადად მამაჩემი აგვარებს ასეთ პრობლემებს და დედაჩემიც საკმაოდ აქტიურად უდგას მხარში, მაგრამ, მეც ხელმარჯვე ვარ. მეათე კლასში ვიყავი, როცა მე და ჩემმა მეგობრებმა ერთად ვიქირავეთ ბინა, სადაც ვიკრიბებოდით და ქუჩაში აღარ ვიდექით. სახლის პატრონს ნებართვა ვთხოვეთ, რომ ბინაში რაღაც შეგვეცვალა. დიდი ხალისით არ დაგვთანხმდა. მერე სულ გვირეკავდა და ჩხუბობდა, რას აკეთებთ ამისთანას, რომ ხმაურობთ და მეზობლებს აწუხებთო. რომ მოვრჩით, მივიყვანეთ და ვანახვეთ. ძალიან მოეწონა. ფაქტობრივად, რემონტი გავუკეთეთ, იატაკიც კი დავუგეთ.

– იქით ხომ არ გადაგიხადათ ფული?

– შეღავათს გაგიწევთო, დაგვპირდა, მაგრამ მოგვატყუა (იცინის). ასე რომ, რემონტის გაკეთების გამოცდილებაც მაქვს.

– გაიშვებით საყიდლებზე? მფლანგველი ხომ არ ხართ?

– დედაჩემი სულ მეუბნება, რამდენი ფულიც არ უნდა გქონდეს ჯიბეში, სულ დახარჯავ და ერთ თეთრსაც არ დაიტოვებო, ერთხელ 90 ლარიც კი მოვაგროვე, მაგრამ, მერე დავხარჯე, რაში – აღარ მახსოვს (იცინის), ესე იგი, მფლანგველი ვარ, მაგრამ, საყიდლებზე გავიშვები. განსაკუთრებული გულდასმით ვარჩევ პროდუქტს, მაგალითად, ვიცი, როგორი ხორცია კარგი. ჩვენს ოჯახში მთავარი კულინარი მამაა და არაჩვეულებრივ, გემრიელ კერძებს ამზადებს. პროდუქტის არჩევაც მან მასწავლა და ხორცისაც, თუმცა, სამზარეულოში არ მიშვებს (იცინის). როგორც კი რაღაცის გაკეთებას მოვინდომებ, მაშინვე გამომაგდებს ხოლმე – გამოდი აქეთ, შენ, რა იციო. ერთი სიტყვით, გასაქანს არ მაძლევს. ხარჩოსა და ჩაქაფულს აკეთებს ისეთს – გასაოცარს! ქუთაისშია გაზრდილი და თავისი საიდუმლოებები აქვს. თუ შაბათ-კვირას, ცოტა სმა გვიწევს, პარასკევს ჩვენს სახლში ხაშიც იხარშება. ისედაც გვიყვარს და ნაბახუსევზეც ძალიან კარგია. მართალია, ცოტა საწვალებელია, ნახევარი დღე მაინც უნდა რეცხო და მერე მთელი დღე ხარშო, რძითაც შეაზავო, მაგრამ, მამას არ ეზარება. ქათმის ბულიონიც დაუხვედრებია დილით ნაბახუსევზე, ძალიან მიყვარს.

– ელიავას ბაზრობაზე ყოფილხართ?

– როგორ არ ვყოფილვარ, ზოგი ადგილები ზეპირადაც კი ვიცი, მაგალითად, სადაც ძველი საბჭოთა მანქანების ნაწილები იყიდება. მამაჩემს ჰყავს ძველი ვოლგა „გაზ 21“ და თითქმის იდეალურ მდგომარეობამდეა მიყვანილი. ძირითადი „შავი“ საქმე თვითონ გააკეთა, საკმაოდ ბევრი იშრომა. გვინდა, რომ კონვეიერიდან ახლად გადმოსულს ჰგავდეს და ძალიან ცოტაღაა იქამდე დარჩენილი.


скачать dle 11.3