კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ეგზოტიკას ვერ შეეგუა მარიტა ჯანაშია და რა რისკის არ შეშინებია ავთო ცქვიტინიძეს


ეს ულამაზესი გოგონა ახალი თაობის გოგონებში ავთო ცქვიტინიძის საყვარელი მოდელია. შეუძლებელია მარიტა ჯანაშიასთან მუშაობა გაგიჭირდეს, ის საოცრად შრომისმოყვარე, ყოველთვის მოღიმარი და საყვარელია. როგორც მარიტასგან გავიგეთ, არც ავთო ცქვიტინიძე ყოფილა ძალიან მკაცრი „ბექსთეიჯზე“ და გოგონებს მაქსიმალურად გვერდში უდგას.

ინტერვიუ 1. ჟურნალისტია ავთო ცქვიტინიძე

– ძალიან მიხარია, რომ ქართველ მოდელებში ახალი სახეები წამოვიდა და მათ შორის შენ ნამდვილად განსაკუთრებული ადგილი გიკავია. არა მარტო ჩემთვის, ბევრისთვის საყვარელი მოდელი ხარ. არის თუ არა მოდელობა ის პროფესია, რომელსაც გინდა გაჰყვე?

– სამომავლოდ, არ მგონია, ეს ჩემი პროფესია იყოს. ჯერ ერთი, თავისთავადაც არ არის გრძელვადიანი პროფესია, გარკვეულ ასაკში, გინდა-არ გინდა, უნდა წახვიდე და მეც არ მგონია, რომ ამაზე დიდად ვინერვიულო და ბოლომდე პოდიუმზე ვიდგე. ახლა ისე მოხდა, ისე აეწყო, რომ ამ სფეროში მაქვს პატარ-პატარა წარმატებები, რაც ძალიან მიხარია.

– გიჭირს ამდენი მოგზაურობა სხვადასხვა ქვეყანაში?

– ძალიან. სულ პატარა ვიყავი პირველად რომ წავედი უცხოეთში მარტო, მაშინ როდესაც დედაჩემის გარეშე ფეხის გადადგმაც კი ვერ წარმომედგინა. ქართულ ოჯახში გაზრდილი ვარ მაინც, სადაც შვილები, ზრდასრულ ასაკშიც კი, ხშირად დამოკიდებულები არიან მშობლებზე, ამიტომ, ასე უცებ, სხვა ქვეყანაში აღმოჩენამ დამაბნია, მაგრამ ნელ-ნელა ხომ ყველაფერს ეჩვევი და მეც მივეჩვიე.

– რომელ დიზაინერთან მუშაობის დროს გრძნობ ყველაზე კომფორტულად თავს? არ ვგულისხმობ საქართველოს. თუნდაც, ჟურნალი დამისახელე, სადაც კომფორტულად იმუშავე.

– ეს იყო ჟურნალები „ფიზიკა“ და „ვოგი“. მათთან მართლა ძალიან წარმატებულად ვიმუშავე. რაც შეეხება დიზაინერს, რამდენიმე დიზაინერთან ვიმუშავე კარგად, პოდიუმზე მხოლოდ „დიორის“ ფეხსაცმელზე დავდექი. დანარჩენების ფეხსაცმელებიდან ჩამოვვარდი. რა თქმა უნდა, ულამაზესი და საოცრად ეგზოტიკური ქუსლები ჰქონდათ, მაგრამ სასიარულოდ კოშმარი იყო, შეუძლებელი იყო იმით დგომა.

– მინდა ვაღიარო, რომ ჩემი საყვარელი მოდელი ხარ.

– და აღმოჩენაც – პირველი ფოტოსესია სწორედ „ავთანდილისთვის“ მქონდა. არც ისე ახალი დაწყებული მქონდა ეს საქმიანობა, მაგრამ ჯერ არ ვიცოდი, რა იყო წარმატება. ერთხელ თქვენთან ქასთინგი იყო, თან მახსოვს, ძალიან მალე სხვა ქალაქში მივდიოდი.

– ძალიან მომეწონა და ფოტოსესიაზე დავიბარე (მე მომმართავს, – ავტორი).

– იმ დღეებში ძალიან ბევრი გაუგებრობა მოხდა. თქვენ მითხარით, კარგი ინტუიცია გაქვს და ამის შემდეგ ძალიან ბევრი წარმატება გელისო და ასეც მოხდა. ძალიან მალე „ელიტ მოდელ ლუქის“ გამარჯვებული გავხდი. ის ფოტოსესიაც ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. საერთოდ, დაკვირვებული ვარ, რომ თქვენი ყოველი ფოტოგადაღების შემდეგ რაღაც კონკრეტული სასიამოვნო ფაქტი ხდება. მაგალითად, სწორედ ბოლო გადაღების შემდეგ წავედი სეიშელის კუნძულებზე გადასაღებად. ნამდვილი საოცრება და ზღაპარი იყო. ძალიან კარგი აურა გაქვთ.

– სხვათა შორის, ჩემს ბოლო ჩვენებაზე მთავარი – წითელი კაბა, მეთხუთმეტე გამონათება სწორედ შენ გეცვა. იმ კაბას სხვას ვერავის ჩავაცმევდი.

– სახელიც კი დამერქვა მაგ კაბის გამო – „ავთანდილის“ წითელი გოგონა.

– საერთოდ, ძალიან მომწონს ის კრიტერიუმები, რომლითაც „ელიტის“ გოგონები გამოირჩევიან. მიუხედავად იმისა, რომ ბუმია სლავური გარეგნობის გოგონებზე, შენს შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ საოცრად ჰგავხარ კირა ნაითლს. ძალიან სახასიათო სახე გაქვს. ცხოვრებაში ხომ ძალიან ლამაზი გოგო ხარ, მაგრამ ფოტოსესიების დროს გაცილებით ლამაზი ჩანხარ. არ გეუბნებიან ხოლმე?

– ბევრი ამბობს, რომ ხასიათში უნდა გქონდეს რაღაც მსახიობური ნიჭი, რომ ფოტო სახასიათო და საინტერესო იყოს. პოზირება ძალიან დიდი ხელოვნებაა. ვფიქრობ, ამ ყველაფერს ძალიან ბევრი მუშაობა სჭირდება, არ არის მხოლოდ დადექი და ობიექტივში შეიხედე. მაგრამ, არ მომწონს ქართული მუშაობის სტილი, იქნება ეს ფოტოსესიების დროს თუ პოდიუმზე. ვერ ვხვდები, რას ნიშნავს, როდესაც მოდელი ამბობს, გამჭვირვალეს არ ჩავიცვამო. ამის გამო მთელი ამბებია ხოლმე ქართულ ჩვენებებზე.

– შეიძლება, მკერდის გამოჩენა არ უნდოდეს გოგოს, არ იყოს ეს პუნქტი კონტრაქტში, მაგრამ, „გამჭვირვალეს არ ჩავიცვამ“, მაშინ, როდესაც ეს დიზაინერისთვის მნიშვნელოვანია, არანაირ საზღვრებში არ ჯდება. ხალხი იმ კოსტიუმის სანახავად მოდის და არა შენი სხეულის.

– უცხოეთში ძალიან მარტივი დამოკიდებულებაა: არ გინდა? – წადი! უდიდესი კონკურენციაა და არავინ აძლევს ზედმეტი პრეტენზიების უფლებას საკუთარ თავს.

– სხვათა შორის, ეს ტენდენცია ნელ-ნელა საქართველოშიც იკიდებს ფეხს. ჩემს ქასთინგზე პირდაპირ ვეუბნები გოგოს: „შენ არა; აი, შენც არა!“ არც ვასაბუთებ და არც არაფერს ვუხსნი, ძალიან ცივად ვეუბნები და მორჩა. ადრე ამას სერიოზულად განვიცდიდი, ერთგვარი კომპლექსიც მქონდა. მიჭირდა უარის თქმა და ფორმებს ვეძებდი. ახლა ეს ამბავი მორჩა. მთავარია, ჩემი შოუ კარგი იყოს და ამაში ხელს არავის შევაშლევინებ – არც მოდელს, არც განათებას და არც არაფერს. მითხარი, რა მსხვერპლზე გიწევს წასვლა იმის გამო, რომ ასეთი გამხდარი იყო?

– საერთოდ არანაირზე, ძალიან ბევრს ვჭამ, სულ ვჭამ.

– სულ მიკვირს, რომ გოგონები, მოდელები, ყველა ქვეყანაში, ძალიან ბევრს ჭამენ.

– ბევრი ჩემი მეგობარი მოდელი შიმშილობს იმის გამო, რომ ფორმაში იყოს და ნერვები ეშლებათ, როდესაც ხედავენ რამდენს ვჭამ. სულ როგორ უნდა ჭამოო – მიყვირიან ხოლმე (იცინის). რა ვქნა, სულ მშია. კიდევ კარგი, არ ვსუქდები.

– ვთქვათ, ხვალ თხოვდები. დღეს კი ძალიან სერიოზული შანსი გაქვს, გახდე სერიოზული დიზაინერის სახე და შენი ქმარი ამას გიკრძალავს. როგორ მოიქცევი?

– მიკრძალავს, თან ისე, რომ არანაირ კომპრომისზე არ მოდის?

– რა კომპრომისზე უნდა წავიდეს, როცა შენ სხვაგან იქნები, ის – სხვაგან, თან, დიდი ხნით.

– ამას ასე კონკრეტულად პასუხს ვერ გავცემ, რადგან რეალურად ასეთი რამ რომ მოხდეს ძალიან დიდხანს ვიფიქრებ. მაგრამ ახლა, რატომღაც, მგონია, რომ ქორწილს გადავდებ და წავალ, მერე ყველანაირად ვეცდები, რომ ჩემთან ერთად წამოვიდეს. თუ ასეთ რამეზე არ წამოვა, არა მგონია, ასეთ ადამიანთან რაიმე საერთო მქონდეს. არ მექნება ისეთ ადამიანთან ურთიერთობა, რომელიც ასეთ ელემენტარულ რაღაცას ვერ გაიგებს. ალბათ, მაინც ორმოცდათერთმეტი პროცენტი კარიერისკენ გადავიხრები (იცინის) ასე მგონია. ვერ მექნება ურთიერთობა ასეთ რთულ ადამიანთან, რომელსაც შენი გაგება საერთოდ არ უნდა. იჯდები შენ სახლში და მე დამელოდები – საშინელებაა.

– ეს ძალიან მარტივი რეალობაა. მოდელების ასიდან სამოცდაცხრამეტ პროცენტს ასე ემართება – მათი კარიერა გათხოვებით მთავრდება. ანუ, შენი იმედი გვქონდეს, რომ ამ საქმეში დიდხანს იქნები (იცინიან).

– დიახ, ასე იქნება. იცი, რა, ეს უბრალო ულტიმატუმის წაყენება კი არ არის, ამით მთელი შენი ცხოვრება იცვლება, ყველაფერი თავდაყირა დგება და სულ თავიდან გიწევს ყველაფრის დაწყება. თხოვნასაც ხომ გააჩნია?! თუ უნდა ჩემ გვერდით ყოფნა და თუ შევუყვარდი ისეთი, როგორც ვარ, მაშინ ახალი პრეტენზიები არ უნდა გაუჩნდეს.

– თან, 25 წლის ასაკის შემდეგ ამ პროფესიაში კარიერა მთავრდება. ხომ შეიძლება ეს დრო მაქსიმალურად გამოიყენო?

– ასეთ რაღაცეებზე ყოველთვის აგრესია მიჩნდება. შეიძლება, რაღაც თხოვნითა და თბილი ლაპარაკით გავაკეთო, მაგრამ, არაო, – რომ მეტყვიან, ამაზე ვგიჟდები. ვერაფრით ვერ შევეგუები.

– ძალიან ლამაზი ბებია გყავს, ლამაზი ქალების გარემოცვაში გაიზარდე. თუ გადარებდნენ მას?

– მართლა ძალიან ლამაზი ქალების გარემოცვაში გავიზარდე, მაგრამ, შედარების მომენტი არ ყოფილა. თავიდანვე, ერთადერთი ადამიანი, ვინც გვერდში მედგა და ცდილობდა ამ სფეროში რამისთვის მიმეღწია, დედაჩემი იყო. რომ არა დედაჩემი, დღეს მოდელი არ ვიქნებოდი. ბებიაჩემი მერე ჩაერთო ამ ყველაფერში. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სტიმულს, როდესაც შენი ვიღაცას სჯერა. მერე შენც გჯერა წარმატების და უფრო დიდი ენთუზიაზმით მუშაობ.

ინტერვიუ 2. ჟურნალისტია მარიტა ჯანაშია

– ცოტა შორიდან დავიწყოთ: როგორ დაიწყო თქვენი კარიერა? მეც ახლა ვიწყებ მსახიობობას და მაინტერესებს, აღმავლობის გზაზე როგორ უნდა დადგე, თქვენი რჩევები მჭირდება...

– მარტივი არაფერი არ არის. არავინ არაფერს არ გიმზადებს, არ გილამაზებს და არ გაწვდის. არც ჩემს ცხოვრებაში მომხდარა ასე, თუმცა, სიმართლე გითხრა, ამაზე უარს ნამდვილად არ ვიტყოდი. მთელი ცხოვრება ძალიან ბევრს ვშრომობ, მაგრამ, რომ არა იღბალი, მაინც ვერაფერს მივაღწევდი. ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც საოცრად ბევრს მუშაობენ და მაინც ვერაფერს აღწევენ. ვიყავი ერთი ჩვეულებრივი ბიჭი, ჩამოვედი თბილისში, მართალია, მოსკოვიდან, მაგრამ, არათბილისელისთვის ამ ქალაქში თავის დამკვიდრება ძალიან რთულია და მეც იმავე პირობებში ვიყავი. მეორე მომენტიცაა, ისეთ დროს დავიწყე მუშაობა, როდესაც ქართულ ბაზარზე ბიჭი დიზაინერი არ იყო. სერიოზული დიზაინერი რასაც ჰქვია, მაკას გარდა არ არსებობდა. ამ პერიოდში გავაკეთე რამდენიმე კარგი ჩვენება და მოვიდა დრო, როდესაც უკვე თბილისში საუკეთესო დიზაინერებად მე და მაკა ასათიანი ვითვლებოდით. ამას დაემთხვა შოუ-ბიზნესის აღორძინება. ძალიან ბევრი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში, ბევრი რაღაც გამოვიარე, ბევრი რისკი იყო ჩემი მხრიდან გაწეული. არ შემშინებია რისკზე წასვლა, უცხოეთში ჩემი კოლექციების გატანა და სხვა. არ მეზარებოდა საფრანგეთში კონსულტანტების აყვანა, რომ გამეგო, რა ფერი, რა ქსოვილი, რა კონსტრუქცია იყო ტენდენციური და ნელ-ნელა ამ ყველაფერთან ერთად მეც დავიხვეწე. მოვედი იქამდე, რომ არსებობს სერიოზული ბრენდი „ავთანდილი“, რომლისთვისაც კონკურენციის გაწევა უკვე ძალიან რთულია.

– ქართველ დიზაინერებს თუ ატყობთ თქვენს გავლენას?

– ვატყობ, მაგრამ ამაში პრობლემას ვერ ვხედავ, არ ვბრაზდები. ეს მათი პრობლემაა, მათ უნდა სჭირდებოდეთ, რაღაც ახალი და საინტერესო შექმნან. შესაძლოა, მქონდა პერიოდი, როდესაც ვიღაცის გავლენა მეტყობოდა. დღესაც არიან დიზაინერები, რომელთა შემოქმედებაც განსაკუთრებულად მომწონს, მაგრამ, მაქსიმალურად ვცდილობ, გავლენისგან თავი შევიკავო. საერთოდ, ტენდენცია ერთნაირია, ჩვენ სერიოზულ კონსულტაციებს გავდივართ საფრანგეთში ფერზე, სიგრძეზე და სხვა. ამბობენ, რომ სეზონზე მაღალი მხრებია აქტუალური და ეს არ ნიშნავს, რომ მაღალი მხრები მხოლოდ „ბალმაინს“ ექნება. ის ჰქონდა „მაკქუინსაც“ და ბევრ სხვას. ამ პერიოდში რაღაც ახალი გააკეთო ასობით დიზაინერის ფონზე, მართლაც რთულია, მაგრამ, არა შეუძლებელი. ტენდენციებშიც შეიძლება საოცრად ინდივიდუალური დარჩე.

– ამდენი ხანია, მუშაობთ მოდელებთან, როგორ გვიტანთ ამდენ ხანს? (იცინიან).

– ძალიან მიყვარს მოდელებთან მუშაობა. მიყვარს ძველი თაობის მოდელები, მათი დიდი ნაწილი ჩემი მეგობრები არიან. ასევე, მყავს საყვარელი მოდელები ახალი თაობის მოდელებს შორისაც, რომლებსაც, რატომღაც, ძალიან უყვართ ჩემთან მუშაობა. არ ვიცი, ეს ჩემი იუმორის ბრალია თუ ხასიათის. არ ვარ რთული ადამიანი. თუ ვინმესთან მაქვს ურთიერთობა, ესე იგი კარგი ურთიერთობა მაქვს, თუ ვერ ვუგებ – საერთოდ არ მაქვს არანაირი ურთიერთობა. არ მახსოვს, რომელიმე მოდელს რაიმე პრეტენზია გამოეთქვას ჩემთან მუშაობასთან დაკავშირებით. მოდელებს იმდენად უნდათ ჩემს შოუში მონაწილეობა, რომ რაიმე პრეტენზიას ვერ გამოთქვამენ.

– შემკვეთები?

– როდესაც შემკვეთს რაიმე პრეტენზია აქვს, მაქსიმალურად ვცდილობ, გავითვალისწინო, რადგან ამ დროს მეც ძიების პროცესში ვარ. ამიტომ, არ ვატან სამოსს, რომელსაც ზუსტად ის სახე არ აქვს, რომელიც მას უნდა, რომ ჰქონდეს.

– რა გრძნობა გაქვთ, როდესაც ქუჩაში ხვდებით ისეთ ადამიანს, რომელსაც „ავთანდილის“ სამოსი აცვია?

– უზომოდ მიხარია. წვეულებებზე, ქორწილებში რომ ვნახავ ქალბატონის ტანზე ჩემს ნამუშევარს, გონებაში სულ ვითვლი ეს როდის, რა პერიოდში გაკეთდა. თითქმის ყველა შეკვეთა მახსოვს – ამას მე გავუკეთე თუ ვინმემ ათხოვა.

– თუ არასწორად აცვიათ?

– არ მაქვს ისეთ კლიენტებთან ურთიერთობა, რომელთაც ჩემი სამოსი არასწორად აცვიათ. ვისაც ვაცმევ, ყოველთვის ვარცხნილობას, მაკიაჟს მითანხმებენ. უხერხული მდგომარეობა მხოლოდ მაშინ იქმნება, როდესაც ჩემი კაბის ასლები აცვიათ, თან, ძალიან არასწორად შეკერილი. ბევრი შეცდომაა დაშვებული. ასეთი შემთხვევები ხშირად ყოფილა, ვთქვათ, ახალ წელს, როდესაც ვხედავ გოგონას ჩემს კაბაში და ვიცი, რომ ჩემთან შეკერილი არ არის. ამის გამო თვითონაც ძალიან იძაბებიან ხოლმე, მიდიან, სხვა მხარეს ცეკვავენ. უხერხული და, თან, სასაცილო სიტუაცია იქმნება.

– ამას წინათ ერთ-ერთ გადაცემაში ვნახე, როგორ იბრალებდნენ გოგონები, რომ თქვენი სამოსი ეცვათ.

– (იცინიან) ამაზე მეც ბევრი ვიცინე.

– მოდის კვირეულზეც ვისაუბროთ. როგორი იყო შედეგები?

– ძალიან ვნერვიულობდი მამაკაცის ხაზზე. ამ ყველაფრის მორგება ქართველი მამაკაცის ხასიათზე ძალიან რთულია, რადგან ის არ ჩაიცვამს ყველაფერ იმას, რაც ტენდენციურია, რაც მოდურია. ასე თუ ისე, ჩარჩოებში ზის. მაგრამ არაჩვეულებრივი რეზონანსი მოჰყვა. ერთ-ერთი სტუმარი, რომელსაც საკუთარი გადაცემები და ინტერნეტ-ჟურნალი აქვს მოდაზე, ისე მოიხიბლა ამ კოლექციით, რომ ძალიან ბევრი რაღაც შეიძინა. ბევრი რეკომენდაციაც დაიწერა. ძალიან ხშირად მოდიოდნენ, დაათვალიერეს სახელოსნო, ლაბორატორია, სამკერვალო, წინასწარ ნახეს ქალების კოლექცია, სერიოზულ რეკომენდაციებს წერდნენ. მითხრეს, რომ ერთადერთი დიზაინერი ვარ საქართველოდან, რომელიც მზად არის მსოფლიო ბაზარზე გასასვლელად. მათ მოეწონათ დიზაინერები, როგორც შემოქმედები, მაგრამ, გარდა ამისა, ჩვენთან ნახეს ბაზა საიმისოდ, რომ ახალი ბაზრები ავითვისოთ. ყველამ თავისთვის გამოიტანა განაჩენი, ვინ რას წარმოადგენს.

– რა დაგრჩათ მიუღწეველი?

– მიუხედავად ყველაფრისა, კარიერის დასაწყისში ვარ, ძიებაში ვარ. როდესაც კარიერას ვიწყებდი ამდენს თუ მივაღწევდი, ესეც არ წარმომედგინა. საერთოდ, ისიც კი არ მიფიქრია თუ ტანსაცმლის დიზაინერი გავხდებოდი, რადგან ჩემი ძირითადი პროფესია ფერწერაა. სიტუაციამ მიმიყვანა დიზაინამდე და შემდეგ სპეციალური კურსები გავიარე. ძალიან კარგი მაგალითი ვარ მათთვის, ვისაც, დედიკოს, მამიკოს და მფარველების გარეშე უნდათ რაღაცის მიღწევა. მიუღწეველი და შეუძლებელი არაფერია, თუ, რა თქმა უნდა, სწორ გზაზე დგახარ, ზუსტად მიდიხარ კონკრეტული მიზნისკენ და თან ამ ყველაფერს სიყვარულით აკეთებ და არა ბოროტებით. ამჟამად ჩემი მიზანი ევროპის ბაზრის დაპყრობა თუ არა, სერიოზული ნაბიჯების გადადგმაა. ერთადერთი, რაზეც მწყდება გული, ისაა, რომ ჩემს ბავშვობაში არ იყო იმის საშუალება, ამ მიმართულებით განათლება ლონდონში ან პარიზში მიმეღო. თუმცა, მოსკოვის სკოლის გამოცდილებაც მაშინ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

– რაიმე კომპრომისებზე თუ წასულხართ ამ გზაზე?

– ძალიან ბევრ კომპრომისზე წავსულვარ მხოლოდ იმის გამო, რომ მარტო ვიყავი. მქონდა ურთიერთობა ადამიანებთან, ვისთანაც არანაირი ურთიერთობა არ მექნებოდა, არჩევანის საშუალება რომ მოეცათ. დათმობაზე წავსულვარ და ამას ახლა არავითარ შემთხვევაში აღარ გავაკეთებ. მაგრამ, ის, ვინც ახლა იწყებს, მათ ვეტყვი, რომ დათმობაზე კი არა, ყველაფერზე წავიდნენ, სანამ ამის ასაკი აქვთ, რა თქმა უნდა, ბოროტების გარდა. მაქსიმუმი გააკეთონ თავისი მიზნის მისაღწევად. ყველა პატარა დიზაინერს ვუსურვებ, რომ ძალიან ბევრი იშრომონ. კარიერის დასაწყისში ყოფილა პერიოდები, როცა რაღაცის შექმნაში ღამეები მითენებია, მაშინ, როდესაც ყველაფერს საკუთარი ხელით ვაკეთებდი. მაგრამ, ძალიან მალე ავიყვანე პროფესიონალი კონსტრუქტორები, რადგან ეს არ არის მოყვარულის სამუშაო. არასდროს არ დაუშვათ, რომ ცუდი ქსოვილითა და კონსტრუქციით პოდიუმზე რამე გამოიტანოთ. სულ რომ პირველი ჩვენება იყოს, დიპლომს რომ იცავდეთ და ძალიან გიჭირდეთ, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მოდელი პოდიუმზე საკუთარი ფეხსაცმლით გამოვიდეს. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ეს, სირცხვილია.

– იყო მოდის კვირეულზე ისეთი ჩვენება რომლის გამოც შეგრცხვათ?

– იყო და არა ერთი. შეიძლება არ იყო ის, რასაც ველოდი. არ ვარ მოდის კრიტიკოსი, მაგრამ, მაინც უნდა ვთქვა, რომ არ შეიძლება უხარისხო ქსოვილების გამოყენება.

– ეს მოდელებმა საკუთარ თავზე კარგად ვიგრძენით.

– დიახ, რადგან ბოლო დღეს ჩემს ჩვენებაზე ბევრს ტანზე ალერგია ჰქონდა. ხომ მოგიწიათ ბევრის გადატანა?! – ეს არის პასუხი.

– ძალიან მაგარი იყო კაცების კოლექცია, იქიდან ბევრი რაღაც მომეწონა და, იმედია, მომარგებთ.

– სიამოვნებით.


скачать dle 11.3