ჭიანჭველების საჩუქარი
ალექს ალამი უბრალო ვინმე არ გეგონოთ – ეს გოგონა ბრიტანეთში ტელეშოუს ვარსკვლავია და ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ ქალადაც ითვლება. ჰოდა, ჟურნალისტთა ვარაუდი გამართლდა, ალექსმა რომანი ფეხბურთელთან გააბა, მაგრამ, პრესამ ჯერჯერობით ვერ შეიტყო, თუ ვინ მოახერხა მისი შებმა. აი, რას ყვება თავად „დაზარალებული“.
„პარკში ერთი ადგილი ვიცი ჩანჩქერთან, სადაც არავინ არის და ბანაობა შეიძლება. მე იქ ხშირად დავდივარ და შიშველი ვბანაობ. ჩანჩქერის უკან თუ შეცურდები, არაფერი ჩანს და ამით ვსარგებლობ. ჰოდა, ერთ დღეს რომ ვიბანავე და წყლიდან ამოვედი, ტანისამოსი გადავიცვი, თუმცა მივხვდი, რომ ტანსაცმელში ჭიანჭველები შემძვრალიყვნენ. ამიტომ, ყველაფერი გავიხადე და იქაურობას სასწრაფოდ გავშორდი, რადგან ჭიანჭველები, უბრალოდ, შემჭამდნენ. გზად სწორედ ის ფეხბურთელი შემხვდა, რომელიც მაშინვე დამეხმარა, მანქანაში ჩამსვა და შინ წამიყვანა. ურთიერთობაც ამის შემდეგ დაიწყო“, – განაცხადა ალექსმა.