დოკიჩი გამოუშვეს
სერბი ჩოგბურთელის, ელენა დოკიჩის მამა, დამირ დოკიჩი ციხიდან პირობითი სასჯელით გაათავისუფლეს. იგი პოლიციამ სერბეთში მას შემდეგ დააკავა, რაც დოკიჩი ავსტრალიის საელჩოს აფეთქებით იმუქრებოდა. მას 15-თვიანი პატიმრობა შეუფარდეს. დამირმა ციხეში თითქმის წელიწადი გაატარა და იმის გამო, რომ წესრიგი არ დაურღვევია, თავისუფლებას ეღირსა.
ყველაზე ნაკლებად მამის გათავისუფლება ელენას გაუხარდა. ცნობილია, რომ დამირი შვილს „ატერორებს“, კორტზე შრომით მოპოვებულ ფულს სძალავს და არც ცემა-ტყეპაზე ამბობს უარს. თავის დროზე დოკიჩს შვილთან მიახლოება აკრძალული ჰქონდა და ახლა ეს შეზღუდვა მოეხსნა. მეორე მხრივ, თუ ექვს მაისამდე დამირ დოკიჩი რაიმე დანაშაულს ჩაიდენს, ციხეში შეაბრუნებენ.