კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მარტინა ნავრატილოვას „ცოლი“ ალიმენტის სახით სამ მილიონ დოლარს სთხოვს


ალბათ, ძალიან ცოტაა ისეთი ადამიანი, რომელმაც საკუთარ არატრადიციულ ორიენტაციაზე ხმამაღლა განაცხადა და მერე მაინც წარმატებას მიაღწია, საყოველთაო აღიარება ჰპოვა. ერთ-ერთი ასეთი ჩეხი ჩოგბურთელი, მარტინა ნავრატილოვა გახლავთ, ქალი, რომელმაც საჩოგბურთო სამყარო თავდაყირა დააყენა. სანამ ნავრატილოვას განვლილ გზას შეგახსენებთ, იმ დიაგნოზზე გიამბობთ, რომელიც 53 წლის ვეტერანს დაუსვეს.

„ბოლო დროს თავს ცუდად ვგრძნობდი და ექიმს მივაკითხე. ჩემი მოლოდინი გამართლდა – მე მკერდის კიბო მაქვს და ახლა სასწაული თუ მიხსნის,“ – განაცხადა ნავრატილოვამ გასულ კვირას გამართულ პრესკონფერენციაზე.

ეს განცხადება ყველასთვის ნამდვილი შოკი იყო, მაგრამ საკუთარ თავს მხსნელად ისევ მარტინა მოევლინა. მან ყველა დაამშვიდა და განაცხადა, რომ დანებებას არ აპირებს და დარწმუნებულია, რომ ავ სენს დაამარცხებს.

„მე შემეძლო, ყველაფერი დამემალა და საკუთარ თავში ჩავკეტილიყავი, მაგრამ გადავიფიქრე. მსურს, ამ ნაბიჯით ყველა ქალს გავუღვიძო იმედი. კიბოს დამარცხება შესაძლებელია და ვისაც არ სჯერა, მე მიყუროს. მე მას დავამარცხებ“, – ამბობს ნავრატილოვა.

დასტურად იმისა, რომ მარტინა დანებებას არ აპირებს, მის მიერ წამოწყებული სასამართლო პროცესიც მეტყველებს. ნავრატილოვამ გადაწყვიტა, თავის „ცოლს“, ტონი ლეიტონს დაშორდეს. დიახაც, ცოლს, რამეთუ მარტინა ლესბოსელია და ლეიტონზე ოფიციალურად იქორწინა. ამჟამად კი იგი 1991 წელს, საბჭოთა კავშირის უკანასკნელ სილამაზის კონკურსზე გამარჯვებულ გოგონას, იულია ლემიგოვას ხვდება. თუმცა, რაღა გოგონას, ლემიგოვა გოგონა მაშინ იყო, ტიტული რომ მოიგო, თორემ ახლა ორმოც წელს გადააბიჯა. რაც შეეხება ტონის, იგი „ქმრის“ გაშვებას იოლად არ აპირებს. მისგან კომპენსაციისა და ალიმენტის სახით სამ მილიონ დოლარს ითხოვს, რისი გადახდის კატეგორიული წინააღმდეგი თავად ნავრატილოვაა და მიზეზად იმას ასახელებს, რომ ცოლმა მას სხვა კაცთან (ოღონდ ნამდვილთან) უღალატა.

სხვათა შორის, ლეიტონთან სასიყვარულო ურთიერთობის გაბმამდე, ნავრატილოვა ცნობილ მწვრთნელს, რენე რიჩარდს ჰყვარობდა. რენე მარტინას პირველი მწვრთნელი იყო, მაგრამ სანამ ქალი გახდებოდა, ჩვეულებრივი მამაკაცი გახლდათ. მერე ოპერაცია გაიკეთა და სქესი შეიცვალა. მარტინას ისიც ცოლად ჰყავდა, მაგრამ სკანდალურად დაშორდა – რიჩარდსმა სხვა ქალთან ცხოვრება არჩია.

ზოგადად, ნავრატილოვასგან წასული ქალები მუდმივად იმას ამბობდნენ, რომ ჩოგბურთელს ზედმეტად მკაცრი ხასიათის გამო ვერ უჩერდებოდნენ. საკმარისი იყო, ნავრატილოვას რამეზე ან ვინმეზე ეჭვი აეღო, რომ ცოლებს სცემდა. თუმცა, მათი ცემა მარტინას არ დაუმტკიცდა და მისი პასუხისმგებლობის საკითხიც არ დამდგარა. მის პირად ცხოვრებაზე იმასაც გეტყვით, რომ ნავრატილოვამ ცხოვრება გეისთანაც სცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა – მან აღიარა, რომ გეები შინაგანად მაინც მამაკაცებად რჩებიან. მას კი გვერდით ნაზი არსება სურს.

რაც შეეხება კარიერას, მარტინა ნავრატილოვა დიდ ჩოგბურთში 19 წლის ასაკში გამოჩნდა. მანამდე მან პატარებში ყველა ტურნირი მოიგო და დიდებშიც ხმაურით მივიდა. პირველი დიდი მუზარადის ტურნირი მან 1978 წელს მოიგო, როცა „უიმბლდონის“ ტურნირის ფინალში იმ დროის ლეგენდა – კრის ევერტი დაამარცხა. ბევრმა ეს სენსაციად მონათლა, მაგრამ მეორე წელს იმავე ტურნირის ფინალში ერთმანეთის პირისპირ კვლავ ნავრატილოვა-ევერტი დადგნენ და ისევ ჩეხმა იმარჯვა. ყველაზე გამორჩეული კი ნავრატილოვას კარიერაში 1982-1987 წლებია. ამ ხნის განმავლობაში, მარტინა იგებდა ყველაფერს და უგებდა ყველას, ვინც კი გზაზე გადაეღობებოდა. მან ერთეულთა თანრიგში „დიდი მუზარადის“ 18 ტურნირი მოიგო, ხოლო მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი 257 კვირის განმავლობაში გახლდათ, რაც აბსოლუტური რეკორდია.

1994 წელს 37 წლის ნავრატილოვამ განაცხადა, მე „დიდი მუზარადის“ ტურნირის მოგება კვლავ შემიძლიაო და ჩოგბურთს მიუბრუნდა. მისი გადაწყვეტილება ბევრს გაუკვირდა, ძირითადად, კი მას ღიად დასცინოდნენ, ამბობდნენ, ნავრატილოვა პირველივე წრიდან გავარდებაო. მარტინამ ფინალამდე მიაღწია, იქ კი ამომავალ ვარსკვლავთან – კონჩიტა მარტინესთან დამარცხდა. ამის შემდეგ ნავრატილოვა წყვილთა თანრიგზე გადაერთო და საერთო ჯამში, ოცამდე „დიდი მუზარადის“ ტურნირი კიდევ მოიგო ჩვეულებრივ და შერეულ წყვილებში.

„რა დროც არ უნდა გავიდეს, ყველას ემახსოვრება, რომ ჩოგბურთში გადატრიალება ნავრატილოვამ მოახდინა. პირველმა სწორედ მან დაიწყო ქალებიდან ბურთების ნახტომში მოწოდება, ბადესთან გასვლა და პირველი ის იყო, რომლებიც ფიზიკურ მომზადებაზე უფრო დიდ ყურადღებას ამახვილებდა, ვიდრე ტაქტიკა-სტრატეგიაზე. სწორედ ფიზიკური მომზადების წყალობით ამარცხებდა ის მეტოქეებს,“ – წერენ ჩოგბურთის სპეციალისტები.

დიდებასთან ერთად, ნავრატილოვას არც სკანდალები აკლდა. როგორც კი მისი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის შესახებ ხმამაღლა ითქვა, სხვა ქალებმა მასთან ერთად გასახდელში შესვლაზე უარი განაცხადეს. ამან მარტინა ისე გააბრაზა, რამდენიმე კოლეგაზე გაიწია კიდეც და რომ არა დაცვა, სავარაუდოდ, მაგრადაც დაბეგვავდა. ბოლო სკანდალი კი 2008 წლით თარიღდება. ლესბოსელმა ვეტერანმა მონაზვნის ფორმა მოირგო და ფოტოსესია მოაწყო. ეს კიდევ არაფერი, მან ხმამაღლა განაცხადა, რამდენიმე ლესბოსელ მონაზონს ვიცნობო. მაგრამ, როცა საქმე საქმეზე მიდგა, მან გვარები ვერ დაასახელა და სოლიდური ჯარიმაც გადაიხადა. არ გვგონია, ამის გამო მას დიდად ენერვიულა. მხოლოდ ჩოგნის ქნევით ნავრატილოვამ 21 მილიონ დოლარზე მეტი იშოვა, მთლიანობაში კი მისი ქონება 145 მილიონად არის შეფასებული.

და ერთი საინტერესო ფაქტიც – ნავრატილოვას თამაშით პარაგვაის პრეზიდენტი ისე მოიხიბლა, რომ საკუთარ ქვეყანაში მარტინას გამოსახულების საფოსტო მარკა დაამზადებინა და ბრუნვაში გაუშვა.


скачать dle 11.3