კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოვუაროთ თმას


არსებობს ასეთი გამონათქვამი: თმა კბილები არ არისო, მოიჭრი – ისევ ამოვა. თმა იზრდება წლის განმავლობაში, ცხადია, ზაფხულში უფრო სწრაფად, ვიდრე ზამთარში, მაგრამ არსებობს მრავალი ფაქტორი, რომელიც ნეგატიურად მოქმედებს თმაზე: სტრესები, ავადმყოფობა, სიცივე, მცხუნვარე მზე, ჰორმონალური დარღვევები, არასწორი კვება. ამიტომ, თმას უნდა გავუფრთხილდეთ ისევე, როგორც ნაზ აბრეშუმს და მას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ.

გთავაზობთ თმის მოვლის რამდენიმე აუცილებელ წესს:

1. არ დაიბანოთ თავი ცივი ან ძალიან ცხელი წყლით;

2. თვეში ერთხელ, ნახევარი სანტიმეტრით მაინც მოიჭერით, რომ დაიზღვიოთ თავი ბოლოების გაყოფისგან;

3. კვირაში ერთხელ გაიკეთეთ ნიღაბი: თმის ძირებში შეიზილეთ აბუსალათინის ზეთი, კვერცხის გული, A, D და E ვიტამინები (ერთად ან ცალ-ცალკე); ასევე მაიონეზი, ხილის რბილობი, მაწონი და სხვა;

4. ნიღბის შემდეგ თმა არ ჩამოიბანოთ შამპუნით. უმჯობესია, გამოიყენოთ კვერცხის გული და გადაივლოთ ძმარი;

5. შეეცადეთ, არ გაიშროთ თმა ფენით;

6. მოერიდეთ სიცივეში ან სიცხეში თავსაბურავის გარეშე გასვლას;

7. თავი დაიბანეთ ანადუღარი წყლით და გადაივლეთ ძმარი ან ინიანი წყალი;

8. მოერიდეთ თმის ხშირად შეღებვას, დახვევას და გასწორებას. უკიდურეს შემთხვევაში, ზუსტად დაიცავით საღებავის ანოტაციაში მითითებული პირობები;

9. თმა დაივარცხნეთ ძალიან ნელა, ფრთხილად;

10. იქონიეთ საკუთარი ჯაგრისი-სავარცხელი, რომელსაც კბილების დაბოლოება მომრგვალებული ექნება;

11. კვირაში ორჯერ, რბილი სავარცხლით გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი;

12. ინსტრუქციის თანახმად გამოიყენეთ დერმაკოსმეტიკური საშუალებები;

13. დაბანის წინ თმა აუცილებლად ჩამოივარცხნეთ;

14. შენაღები თმა დაიბანეთ მხოლოდ სპეციალური შამპუნით, რომელსაც აწერია: „შეღებილი თმისთვის“;

15. არ გამოიყენოთ „შემთხვევითი“ საშუალებები;

16. კვირაში ორჯერ თმის ძირებში შეიზილეთ მუხის ქერქის, გვირილის, ჭინჭრისა და სხვა მცენარეების ნაყენები (მონაცვლეობით);

17. ფენით ლოკონების გაკეთების შემთხვევაში, წინასწარ შეიშრეთ თმა და წაისვით თმის დასახვევად განკუთვნილი საშუალება;

18. არასოდეს დაივარცხნოთ თმა მთელ სიგრძეზე, არც სავარცხლით და არც ჯაგრისით – ეს ადვილად გააცხიმიანებს;

19. არასდროს დაწვეთ დასაძინებლად სველი თმით.


скачать dle 11.3