კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ზოგიერთი დიეტური და არადიეტური პროდუქციის პლუსები და მინუსები


თქვენ, ალბათ, შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი დიეტა და სუპერმარკეტში აპირებთ წასვლას დიეტური სანოვაგის შესაძენად? ძალიან კარგი, მაგრამ, იცით კი იმ პროდუქტების დადებითი და უარყოფითი თვისებები, რომელთა მირთმევასაც აპირებთ? ძალიან ხშირად გვგონია, რომ თითოეულ მათგანზე სრულ ინფორმაციას ვფლობთ, მაგრამ, თურმე, არც მთლად ასეა საქმე.

დიეტისთვის დღის რეჟიმის შედგენა თქვენი პრეროგატივაა, იმის გათვალისწინებით, რომ 19 საათის შემდეგ არაფერი აღარ უნდა მიირთვათ. სიხშირე, შეიძლება, მერყეობდეს დღეში 3-ჯერადიდან 6-ჯერად კვებამდე, თითოეული ულუფის რაოდენობა კი არ უნდა აღემატებოდეს 250-300 გრამს (ან, თუ სითხეა – მილილიტრს). ახლა, რაც შეეხება თავად პროდუქტებს, გაეცანით ზოგიერთი მათგანის პლუსებსა და მინუსებს და მხოლოდ ამის შემდეგ მიირთვით ისინი დიეტის დროს.

ანანასი

პლუსი: ნებისმიერი დიეტის სუპერპოპულარული ხილია, წვავს ცხიმებს, აქრობს ცელულიტს, ანტიკანცეროგენურია, აქვეითებს მადას; მასში შემავალი ბრომელაინი ხელს უწყობს ცილების გახლეჩა-დანაწევრებას.

მინუსი: ალერგიულია; მჟავა, რომელსაც მისი რბილობი შეიცავს, დამღუპველია კბილების მინანქრისთვის. ამიტომ, ანანასის მირთმევის შემდეგ სასწრაფოდ გამოიხეხეთ კბილები.

მარგარინი ან მსუბუქი კარაქი

პლუსი: შედგება მცენარეული ცხიმებისგან, რაც, ზომიერი რაოდენობის მიღების შემთხვევაში, არ ვნებს ჯანმრთელობას და არ ქმნის გასუქების საშიშროებას.

მინუსი: თერმული დამუშავების დროს ახდენენ მის ჰიდრირებას, რაც მავნებელია ჯანმრთელობისთვის.

ხილის ჩირი

პლუსი: დიეტის დროს გამოიყენება როგორც ხილის, ისე ტკბილეულის ნაცვლად. სავსეა ვიტამინებით, ანაყრებს და აქვეითებს მადას. სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის.

მინუსი: ზოგიერთი ხილის ჩირი, შესაძლოა, დამუშავებული იყოს ქიმიურად. ამიტომ, მოხმარების წინ კარგად გარეცხეთ თბილი წყლით და ნახევარი საათის განმავლობაში მოათავსეთ გამდინარე, ცივი წყლის ქვეშ.

ძეხვი „საექიმო“

პლუსი: თუ მაღალი ხარისხის ძეხვია, ინარჩუნებს დიეტურის, მსუბუქის რეპუტაციას; უცბად ანაყრებს, ნაკლებად კალორიულია.

მინუსი: დიეტურ პროდუქტად არ ითვლება, თუ მისი ცხიმიანობა 20 პროცენტს აღემატება, ზედმეტად მარილიანია და თუ შეიცავს სოიის დანამატებს, სოია მაღალკალორიული პროდუქტია.

მწვანე ჩაი

პლუსი: აჩქარებს ცხიმების დაწვის პროცესს, შეიცავს ანტიოქსიდანტებს, ამინომჟავებს, კალციუმს, ფტორს, C ვიტამინს.

მინუსი: მისი დალევა მიზანშეწონილი არ არის გამწვავებული კუჭის წყლულის, პოდაგრის შემთხვევაში და ორსულობის დროს.

წყალი პლასტიკური ბოთლით

პლუსი: დაცულია დაბინძურებისგან.

მინუსი: პლასტიკატი ნამდვილად არ არის საუკეთესო მასალა წყლის შესანახად. მით უმეტეს, რომ ამ ბოთლების რეალური წარმომავლობა ხშირად უცნობია ჩვენთვის.

ყურძენი

პლუსი: შეიცავს მინერალებს, რომლებსაც ტონუსში მოჰყავთ ორგანიზმი; აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას; ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს, გამოდევნის ტოქსინებს.

მინუსი: მაღალი კალორიულობის გამო, დიეტის დროს უნდა მიიღოთ დღეში მხოლოდ რამდენიმე მარცვალი; აკრძალულია მათთვის, ვისაც აქვს დიაბეტი ან მიდრეკილება დიაბეტისკენ.

მზესუმზირა

პლუსი: მდიდარია სილამაზისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი – A, D და E ვიტამინებითა და სასარგებლო ცხიმმჟავებით; შეიცავს დიდი რაოდენობით ინსულინს.

მინუსი: მაღალკალორიულია.

შავი ჩაი

პლუსი: ებრძვის მეტაბოლიზმს, ხელს უწყობს გახდომას. თუ მასში შევურევთ რძეს და 1 ჩაის კოვზ თაფლს, შველის უძილობას.

მინუსი: მის შემადგენლობაში შედის კოფეინი; მუქი ჩაი აღაგზნებს და ხელს უწყობს არტერიული წნევის აწევას.


скачать dle 11.3