კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გასტრიტის დროს ხალხური მედიცინის რეცეპტები დაგეხმარებათ


საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ორგანოთა პათოლოგიები ხშირად ერთმანეთს ჰგავს და მათი გარჩევა შეუძლებელი ხდება.

დისპეფსიური მოვლენები, მაგალითად, როგორიცაა პირღებინება, გულის რევის შეგრძნება, ტკივილი მუცლის არეში, ბოყინი, მადის დაქვეითება, უმადობა და ასე შემდეგ, ბევრ პათოლოგიას ახასიათებს. ეს ნიშნები, შესაძლოა, გასტრიტზეც მიგვანიშნებდეს.

გასტრიტი კუჭის ლორწოვანი გარსის ანთებაა. მას, ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების გარდა, ასევე, ახასიათებს გულძმარვა, ჭამის შემდეგ მუცლის შებერილობა, სიმძიმე კუჭის არეში, უსიამოვნო შეგრძნება და ტკივილი კუჭის პროექციაზე.

არსებობს გასტრიტის ორი ფორმა – მწვავე და ქრონიკული. მათი გამომწვევი მიზეზებიდან აღსანიშნავია ინფექციური ფაქტორები, მაგალითად: ვირუსები, ბაქტერიები, ასევე, ალკოჰოლი და ზოგიერთი მედიკამენტის მოქმედება.

ქრონიკული გასტრიტი ხშირად მწვავდება ალკოჰოლის ზედმეტი დოზის მიღების, მწარე, ცხიმიანი, სანელებლებიანი საკვების მიღებისას, ასევე, საშიშია ამ დროს ზედმეტად ცივი და ცხელი საჭმლის ჭამა. გასტრიტის გამწვავებას იწვევს, აგრეთვე, კონსერვანტებით, საღებავებითა და ემულგატორებით გაჯერებული პროდუქტები.

გასტრიტის დროს კარგია ხალხური მედიცინის რეცეპტების გამოყენება: ამ დროს 1 ჩაის კოვზი ალოეს ახალგამოწურული წვენი დალიეთ დღეში ორჯერ, ჭამამდე ერთი საათით ადრე. მკურნალობის კურსი 15-20 დღეა.

ასევე, 100 გრამი ალოეს წვენს შეურიეთ 100 გრამი თაფლი და კარგად ამოურიეთ. მიიღეთ 1 ჩაის კოვზი, ჭამამდე ერთი საათით ადრე.

ან, დანაყეთ 200 გრამი მრავალძარღვას ფოთლები, დაასხით ნახევარი ლიტრი არაყი, ადუღეთ დაახლოებით ათი წუთის განმავლობაში და შემდეგ გადაწურეთ, გააცივეთ და შეინახეთ თავდახურული. მიიღეთ 1 სადილის კოვზი უზმოზე, წამოწექით და ერთი საათის შემდეგ მიირთვით საკვები.


скачать dle 11.3